Мы в Telegram
Добавить новость

В Петербурге и Москве появятся аналоги советских «Березок»

Путин на следующей неделе пообщается с главами оборонных предприятий

Колумнист американского Atlantic Азизи: Президент Ирана Раиси погиб

Перекрытия между 2 и 3 этажами рухнули при пожаре в здании управы в Москве

World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

უფლებადამცველი: ვიდეოზე არა დაბადების დღე, არამედ ნიშნობის რიტუალია ასახული

ორი ვიდეო არასრულწლოვანი გოგოს შესაძლო ნიშნობის შესახებ, სოციალურ ქსელში 8 თებერვალს გავრცელდა და მალევე მოექცა მედიისა და გამოძიების ყურადღების ცენტრში. ერთ-ერთ ვიდეოზე ჩანს, როგორ არიგებს გოგო ჩაის სტუმრებისთვის. მეორე ვიდეოში კი, რომელსაც ბაქოელი ბავშვთა უფლებადამცველი, „აზერბაიჯანელ ბავშვთა კავშირის“ ხელმძღვანელი, კამალია აგაზადე ავრცელებს, არასრულწლოვან გოგოს მხრებზე წითელ თავსაფარს ახვევს ქალი და სუნამოს აპკურებს. 42-წამიანი ვიდეოს მიწურულს, გოგო იარლიყიან ბეჭედს ისწორებს თითზე. კამალია აგაზადე ვიდეოს აღწერაში მიუთითებს, რომ ვიდეოზე ასახულია ორი არასრულწლოვანის ნიშნობის ცერემონია აზერბაიჯანულ ოჯახში, საქართველოში, სოფელ ფონიჭალაში. ვიდეოს კომენტარებში კი მიუთითებს, რომ ცერემონია რამდენიმე დღის წინ შედგა.

კამალია აგაზადე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ვიდეო მას 7 თებერვლის საღამოს, „ინსტაგრამის“ საშუალებით მიაწოდეს საქართველოდან და შეატყობინეს, რომ კადრები ასახავდა 11 წლის გოგოსა და 15 წლის ბიჭის ნიშნობის ცერემონიას. კამალიამ ვიდეო სოციალურ ქსელში საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად გაავრცელა, რასაც მისი თქმით, შედეგიც მოჰყვა, რადგან ვიდეოს გავრცელებიდან რამდენიმე საათში, შესაძლო ნიშნობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულებას გულისხმობს.

სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას არასრულწლოვანი გოგოს შესაძლო ნიშნობის შესახებ, სიცრუეს უწოდებს მოზარდის ბებია, ელნაზ აჰმედოვა. ის ამბობს, რომ ვიდეოზე აღბეჭდილია არა ნიშნობის ცერემონია, არამედ გოგოს დაბადების დღის კადრები. მისივე თქმით, გავრცელებულ ინფორმაციაში არასწორადაა მითითებული გოგოს ასაკიც. ქალის თქმით, მისი შვილიშვილი 15 წლისაა.

გოგოს ბებიას 9 თებერვალს ელაპარაკა ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი. როგორც ჯეიჰუნი უყვება რადიო თავისუფლებას, ქალმა მასთან საუბრისას დაადასტურა, რომ გოგოს და ბიჭის ოჯახები წლების წინ შეთანხმდნენ შვილების ქორწინების თაობაზე, თუმცა კადრები, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, გოგოს ბებიის მტკიცებით, არ ასახავს ნიშნობის რიტუალს:

„გოგოს ოჯახიც და მეზობლებიც ამბობენ, რომ ეს არ იყო ნიშნობა და იყო დაბადების დღის წვეულება. თუმცა, აღიარებენ, რომ დიახ, ოჯახები შეთანხმებულები ვართ, რომ მომავალში გოგო და ბიჭი დაქორწინდებიან, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც გოგო სრულწლოვანი გახდება და თუკი გოგოს სურვილიც იქნებაო. ბებიის თქმით, დაბადების დღეზე ოჯახები იმაზეც შეთანხმდნენ, რომ არანაირი მოტაცება არ იქნება. ბებიამ მითხრა, რომ გოგოს სწავლის გაგრძელება სურს, სტილისტობა უნდა და მის გათხოვებას არ აპირებენ 25 წლამდე“.

ბაქოელი უფლებადამცველი, კამალია აგაზადე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ იმ ვიდეოში, რომელიც მას საქართველოდან მიაწოდეს, ასახულია არა დაბადების დღის წვეულება, არამედ აზერბაიჯანული ტრადიციით გამართული ნიშნობის რიტუალი:

„დღეს მე ვნახე გოგოს ოჯახის წევრების ინტერვიუები, სადაც ისინი ამბობენ, რომ ამ ვიდეოზე აღბეჭდილია დაბადების დღის წვეულება. ეს ტყუილია. ვიდეოზე ძალიან ნათლად ჩანს ნიშნობის რიტუალი. ტორტი, რომელიც ამ რიტუალისთვის მზადდება, წითელი თავსაფარი, რომელსაც გოგონას უკეთებენ, ბეჭედი, რომელიც მას თითზე აქვს წამოცმული და ტკბილი ჩაის ჩამოტარების რიტუალი. ეს არის ნიშნობის ცერემონია და არა დაბადების დღის წვეულება. სამწუხაროდ, ვერ დავასახელებ იმ პირის ვინაობას, რომელმაც ვიდეო გამომიგზავნა, თუმცა, მან ასევე მომწერა, რომ არასრულწლოვანთა ნიშნობისა და ქორწინების შემთხვევები, იმ სოფელში ბევრია. ამ პირმა ისიც მითხრა, რომ არასრულწლოვნის მამის თქმით, გოგოს დანიშვნის გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ ის არ მოეტაცათ“.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საქმეზე არასრულწლოვანი გოგო-ბიჭის ოჯახების ათამდე წევრი გამოიკითხა. გამოკითხული პირები ოქმებში წერენ, რომ გოგოს მანამ არ დააქორწინებენ, სანამ ის სრულწლოვანი არ გახდება.

არასრულწლოვანი გოგოს ოჯახის წევრების თქმით, მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, მოზარდის ფსიქოლოგიური მდგომარეობა დამძიმდა. მათი თქმით, გოგო ამბობს, რომ მას თანატოლები დასცინებენ და სკოლაში ვეღარ ივლის.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თბილისის საქალაქო ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბუჩუკური, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პროცესში ჩართულები არიან სააგენტოს თანამშრომლები, მათ შორის, ფსიქოლოგიც და არასრულწლოვან გოგოს ყველა საჭირო ტიპის დახმარება გაეწევა:

„სოციალურმა მუშაკმა გოგონას გაუწია საპროცესო წარმომადგენლობა. ჩვენი მხრიდან განხორციელდება ინტენსიური მონიტორინგი და საჭიროებებიდან გამომდინარე, მოზარდი ჩაერთვება ჩვენს ხელთ არსებულ სერვისებში. როგორც მასთან, ისე ოჯახთან გაგრძელდება მუშაობა. გოგონასთან მუშაობას აქტიურად გააგრძელებს სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი“.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმაც.

საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას 9 თებერვალს მიმართა აზერბაიჯანის ომბუდსმენმა საბინა ალიევამაც. ის ნინო ლომჯარიას სთხოვს, რომ შესაბამისმა სტრუქტურებმა გამოიძიონ მომხდარი ფაქტი და ბავშვების უფლებების დასაცავად ყველა ზომა მიიღონ.

ბავშვთა ქორწინება - სისხლის სამართლის დანაშაული

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, საქართველოში ქორწინება 18 წლის ასაკიდანაა დაშვებული. 2017 წლის პირველი იანვრიდან კანონი გამონაკლისს აღარ ცნობს და 18 წლამდე ასაკის პირების ქორწინების დარეგისტრირება არანაირი მიზეზით და თანხმობით აღარ ხდება. ერთი წლით ადრე, 2016 წლის პირველი იანვრიდან გაუქმდა წესი, რომლის თანახმადაც, 16 წელს მიღწეულ პირთან ქორწინება მშობლების თანხმობით დაიშვებოდა.

სქესობრივი კავშირი 16 წელს მიუღწეველ პირთან სისხლის სამართლის დანაშაულია და დამნაშავე ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით, რომელიც 7-დან 9 წლამდე პატიმრობას გულისხმობს და ამ შემთხვევაში, ცხადია, ოჯახის შექმნის განზრახვა გამამართლებელ მიზეზად არ ითვლება.

ასევე ისჯება არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულება. აქ სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლი განსაზღვრავს. ეს დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

მიუხედავად კანონმდებლობით განსაზღვრული აკრძალვისა, საქართველოში კვლავ ხშირია ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინება, ასევე, ნიშნობის პრაქტიკა. როგორც საქართველოს სახალხო დამცველი ანგარიშში ვკითხულობთ, შესწავლილი საქმეები მიუთითებს, რომ აღნიშნულ შემთხვევებს უმეტესად იძულებითი ქორწინების ფორმა აქვს და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ან მშობელთა შორის გარიგების შედეგია.

2019 წლის სახალხო დამცველის ანგარიშის მონაცემებით, ქორწინების მოტივით, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის 56 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, თუმცა, 50 ფაქტზე

გამოძიება შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის მოტივით. გამოძიების დაწყების პარალელურად, ერთ შემთხვევაში გამოიცა შემაკავებელი ორდერი.

რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით (სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში) გათვალისწინებულ დანაშაულს, 2019 წელს 149 ფაქტზე დაიწყო გამოძიება, აქედან 105 შემთხვევაში შესაძლო დანაშაულის ჩადენის მოტივი იყო ბავშვთან ქორწინება. აქედან, გამოძიების დაწყების პარალელურად ერთ შემთხვევაში გამოიცა შემაკავებელი ორდერი, ხოლო 19 ფაქტზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

ომბუდსმენის ანგარიშის თანახმადვე, 2019 წელს სულ დაფიქსირდა არასრულწლოვნის შესაძლო ქორწინების იძულების 14 ფაქტი. აღნიშნულიდან, 6 საქმეზე გამოიცა 9 შემაკავებელი ორდერი (ძირითადად, შემაკავებელი ორდერები გამოიცა ბავშვის მშობლების მიმართ), ხოლო 4 ფაქტზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

რაც შეეხება 2020 წლის მონაცემებს ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინების საქმეებზე დაწყებული გამოძიების სტატისტიკას, სახალხო დამცველის ოფისს ეს ინფორმაცია საგამოძიებო სტრუქტურებიდან გამოთხოვილი აქვს და უახლოეს პერიოდში მიიღებენ.

ერთ-ერთი ბოლო გახმაურებული საქმე, რომელიც არასრულწლოვანი გოგოს მიმართ, ქორწინების მოტივით ჩადენილ დანაშაულს ეხებოდა, მიმდინარე წლის იანვარში გახდა ცნობილი. ოთხმა ბრალდებულმა 15 წლის მოზარდი გარდაბანში, ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში და შემდეგ ოთახში გამოკეტეს. გამტაცებლებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Известный дизайнер Александр Селипанов основал бренд гиперкаров Nilu27

В Петербурге и Москве появятся аналоги советских «Березок»

Путин на следующей неделе пообщается с главами оборонных предприятий

Перекрытия между 2 и 3 этажами рухнули при пожаре в здании управы в Москве

Музыкальные новости

Россия, Культура, Театр и Дети - о ПДД детям показали артисты постановку в театре кукол Ульгэр в Бурятии

Ульгэр обучает ПДД: Россия, Культура, Театр и Дети

«Просто не афиширую»: куда пропала Волочкова с театральной сцены

Куклы Ульгэра учат детей и подростков ПДД: Россия, Культура, Театр и Дети

Новости России

Депутат из Боснии Саня Вулич назвала заказчиков покушения на премьера Словакии

В России наладят онлайн-продажи кроссоверов Citroen калужской сборки

Ликсутов: Более 1 650 электробусов курсирует в Москве

Какие страны выдали в России больше всего шенгена, а какие чаще отказывали в визе в 2023 году?

Экология в России и мире

Как 86 тысяч японцев дожили до 100 лет и живут дальше: 7 секретов долголетия из Японии, которые пригодятся в России

В столице Туркменистана - Ашхабаде открыли памятник легендарному армянскому поэту и композитору Саят-Нове

Электрические зубные щетки Revyline RL010 White и зубную пасту Revyline Smart заказать в Якутске

Создание Сайтов. Создание веб сайта. Создание сайта html. Создание сайтов цена. Создание и продвижение сайтов. Создание сайта с нуля. Создание интернет сайта.

Спорт в России и мире

Теннисисты Роджер Федерер и Рафаэль Надаль стали лицами рекламной кампании Louis Vuitton

Первая ракетка Казахстана вышла в финал турнира WTA в Италии

Свёнтек выиграла десятый «тысячник» в карьере

Теннисист Медведев потеряет место в рейтинге ATP

Moscow.media

Bluetooth-сканер штрих-кодов SAOTRON P04 на базе CMOS-матрицы

Руки-загребуки или парфюм с запахом уголовного дела

От воды освобождаются дороги и мосты в Оренбургской и Курганской областях

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)











Топ новостей на этот час

Rss.plus






Песков заявил, что Путин внимательно отслеживает ситуацию с вертолетом Раиси

Путин провел экстренную встречу с послом Ирана в РФ

Путин на следующей неделе пообщается с главами оборонных предприятий

Колумнист американского Atlantic Азизи: Президент Ирана Раиси погиб