ცხვარიჭამიაში 45 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლული საკუთარ სახლში იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ცივი იარაღით არის მოკლული.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განხზრახ მკვლელობას გულისხმობს.