Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

პოლიტიკურად და სამართლებრივად ცალსახა და მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოსთვის

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია საქართველოსთვის რუსეთის წინააღმდეგ.

მან გამოთქვა სინანული იმის შესახებ, რომ დღეს საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც, მისი სიტყვებით, ამ ინსტრუმენტებს ეფექტურად გამოიყენებს.

“ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაა საქართველოსთვის. როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური, ლეგიტიმური ინსტრუმენტი იმ დიდი საფრთხის წინაშე, რასაც პუტინის რუსეთი და რუსეთის ფედერაცია, სანამ ასეთ ფორმაშია, წარმოადგენს ჩვენთვის, როგორც ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე, მთელი თავისუფალი სამყაროსთვის.

რა თქმა უნდა, მომავალში, წარსულ უსამართლობაზე პასუხისმგებლობის დაყენების თვალსაზრისით პოლიტიკურად და სამართლებრივად, ორივე თვალსაზრისით, არის ცალსახა და მნიშვნელოვანი გამარჯვება. დღეს ჩვენი პრობლემა არის ის, რომ არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ასეთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს ეფექტურად გამოიყენებს,”-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” დღეს განაჩენი საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus