სპეციალური ოპენიტენციურის განცხადებით, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს ხანმოკლე პაემნებზე შეზღუდვა, თუმცა ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს ამანათების მიღება შეეძლებათ.
როგორც სამსახურის განცხადებაში ვკითხულობთ, Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედი შეზღუდვების პირველი ეტაპის მოხსნის შემდეგ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს ხანმოკლე პაემნით სარგებლობის შესაძლებლობა მიმდინარე წლის 25 მაისიდან ჰქონდათ, თუმცა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე 28 ნოემბრიდან ეს უფლება კვლავ შეუჩერდათ.