"მაგთიკომი" შეფერხებით მუშაობს. ინფორმაციას ადასტურებენ კომპანიაშიც.
კომპანიის აბონენტების ნაწილი ვერ ახერხებს დარეკვასა და ვერ სარგებლობს ინტერნეტით. ასევე, შეუძლებელია "მაგთის" აბონენტებთან დაკავშირება.
"მიმდინარეობს ოპერატიული ტექნიკური სამუშაოები, რათა უსწრაფესად აღდგეს სრულფასოვანი სერვისი. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", - აღნიშნავენ კომპანიაში.