Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ორი ფორთოხლის ამბავი

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ შედარებით ახალი რუბრიკით „კინო და ლიტერატურა“ გთავაზობთ საუბარს ენტონი ბერჯესის რომანის, „მექანიკური ფორთოხლისა“ და სტენლი კუბრიკის ამავე დასახელების ფილმის შესახებ, ანუ საუბარია 1962 წელს გამოცემულ კარგ წიგნსა და 1971 წელს გადაღებულ კინოშედევრზე, რომელიც მეოცე საუკუნის ერთ-ერთ საკულტო ნაწარმოებად იქცა. სხვათა შორის, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ფილმის პოპულარობამ ხელი შეუწყო ლიტერატურული ორიგინალის შემდგომ პოპულარობას. სტენლი კუბრიკს უყვარდა ლიტერატურა და უამრავ ლიტერატურულ წყაროს მიმართა, ნაბოკოვითა („ლოლიტა“) და სტივენ კინგით („ციალი“) დაწყებული, ორი არტურით, კლარკითა („კოსმოსური ოდისეა“) და შნიცლერით („ფართოდ დახურული თვალები“) დამთავრებული. 1961 წელს ცნობილ შექსპიროლოგსა და ჯოისის სპეციალისტს, ენტონი ბერჯესს ექიმებმა თავში სიმსივნე უპოვეს და ერთი წლის სიცოცხლეს დაჰპირდნენ (სხვათა შორის, ექიმები მთელი ოცდაათი წლით შეცდნენ). მოახლოებულმა სიკვდილმა, პრუსტისა არ იყოს, ბერჯესი სამწერლობო ენერგიით დამუხტა, ასე გაჩნდა ანტიუტოპია „მექანიკური ფორთოხალი“. წიგნს ჰქონდა დამამთავრებელი მეოთხე თავი, სადაც ბოროტი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ერთადერთი ღირსება აქვს (ბეთხოვენი უყვარს, რომელსაც სიყვარულით „ლუდვიგ ვანს“ უწოდებს), გამოსწორების გზას ადგება. ეს თავი ამერიკულ გამოცემაში არ შევიდა და იგი არ გაითვალისწინა კუბრიკის ფილმმაც. რატომ შეაძულეს მთავარ გმირს ბეთხოვენის მეცხრე სიმფონია; რა სჯობია, თავისუფლება და ძალადობა თუ იძულებითი არაძალადობა; რატომ შეასრულა 18 წლის ალექსის როლი 28 წლის მსახიობმა; რა არის „ნადსატი“ და მისი ეგზოტიკური ლექსიკა („კოროვა“, „დრუგი“, „მოლოკო“), – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus