ხელბურთში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი მომავალ წელს, გაზაფხულზე დაიწყება და პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშებს საქართველო უმასპინძლებს.
დანიის ქალაქ ჰერნინგში გამართული წილისყრის შედეგად დაზუსტდა, რომ შეხვედრები 2021 წლის 12-14 მარტს შედგება და საკვალიფიკაციო ეტაპის მასპინძლის - საქართველოს ნაკრების მეტოქეები იქნებიან ბრიტანეთი, ბულგარეთი და კვიპროსი. ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას ორი საუკეთესო გუნდი გააგრძელებს. მთავარი შესარჩევი რაუნდი კი 2022 წლის შემოდგომაზე დაიწყება და მასში 32 ქვეყნის ნაკრები ჩაებმება.