საფრანგეთის პრეზიდენტის ვებსაიტი იტყობინება, რომ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს დაუდგინეს კოვიდ - 19.
ცნობით, მაკრონი თვითიზოლაციაში იქნება, მაგრამ მუშაობას გააგრძელებს.
კორონავირუსის ინფექცია გადაიტანეს სხვა სახელმწიფოების ლიდერებაც, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა. ორივე გამოჯანმრთელდა.
კოროვირუსს შეეწირა საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ვალერი ჟისკარ დ'ესტენი.
საფრანგეთში კორნავირუსის გავრცელების შესაჩერებლად მკაცრი კარანტინი მოქმედებს, შემოღებულია კომენდანტის საათი. სულ ამ ქვეყანაში კორონავირუსით დაავადდა ორნახევარი მილიონი ადამიანი, დაიღუპა 60 ათასი.
/ah