მუსიკა და პოლიტიკა განსხვავებული სფეროებია, მაგრამ თუ შენ შეგიძლია და გაქვს იდეები იმისთვის, რომ თუნდაც შენს სფეროში რაღაც გააკეთო, პოლიტიკოსის რანგში მეტს გააკეთებ, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა და პიანსტმა ელისო ბოლქვაძემ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მისივე თქმით, საპარალემენტო საქმიანობასთან ერთად, ის თავისი პროფესიის დათმობას არ აპირებს.
„ვფიქრობ, შევძლებ იმასაც, რომ წელიწადში რამდენიმე მნიშვნელოვანი კონცერტი მქონდეს და არ ვთქვა უარი ყველა შემოთავაზებაზე. მაგალითად, მარტში დაგეგმილია დუბაის საერთაშორისო ფესტივალი, ასევე მაისში და მოვახერხებ, ეს ჩემი სულიერი საზრდოა, რომ ვიყო პიანისტი და ვფიქრობ ეს არ მიშლის ხელს, თან ვიყო დეპუტატი და თან დავუკრა, თუ ეს არ შეუშლის ხელს ჩემს საპარლამენტო საქმიანობას. ჩემი პირველი რიგის ამოცანაა, ვიყო ღირსეული დეპუტატი და ჩამოვყალიბდე იმ პოლიტიკოსად, რაც მოლოდინია და პირველ რიგში, მე მინდა “, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.