გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კოვიდ-19-ით გარდაიცვალა 50 ადამიანი; დადასტურდა 3907 ახალი შემთხვევა, მათ შორის:
თბილისი - 1 588,
აჭარა - 333,
იმერეთი - 599,
ქვემო ქართლი - 263,
შიდა ქართლი - 263,
გურია - 114,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 299,
კახეთი - 243,
მცხეთა-მთიანეთი - 83,
სამცხე-ჯავახეთი - 94,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში ჩატარებული 18 907 ტესტიდან გამოვლენილია 3 907 შემთხვევა.
თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 187 006 შემთხვევა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 780-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 154 241.