მინსკის აეროპორტში პარსკევ საღამოს დააკავეს ჟურნალისტი რომან ვასიუკევიჩი, რადიო თავისუფლებისა და "ამერიკის ხმის" რუსულენოვანი არხის, "ნასტოიაშჩეე ვრემიას", - კორესპონდენტი, რომელიც სამუშაო მივლინების შემდეგ კიევში ბრუნდებოდა.
ამის შესახებ თავად ჟურნალისტმა შეატყობინა რედაქციას. ვასიუკევიჩის თქმით, მინსკის აეროპორტის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა ყოველგვარი განმარტების გარეშე, მას ჩამოართვეს დოკუმენტები და კომპიუტერი.
მოგვიანებით რომანი გაათავისუფლეს, მაგრამ "ნოუთბუკი" დაიტოვეს "ექსტრემიზმის მხრივ" მის შესამოწმებლად.
2020 წლის ოქტომბერში ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველა საერთაშორისო მედია საშუალებას, მათ შორის „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ გააუუქმა ქვეყანაში მუშაობისათვის აუცილებელი აკრედიტაცია.
მანამდე "ნასტოიაშჩეე ვრემიას“, სამ კორესპონდენტი, ირინა რომალიისკაია, იური ბარანიუკი და ივან გრებენიუკი საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე, 7 აგვიტოს დააკავეს სასტუმროში, მინსკში და წაიყვანეს მახლობელ პოლიციის განყოფილებაში.
დაპატიმრების მიზეზად მაშინ დასახელდა აკრედიტაციის გარეშე საქმიანობა.
„ნასტოიაშჩეე ვრემიამ“ (Currenttime), რომელიც რადიო თავისუფლებამ დააფუძნა ამერიკის ხმის მონაწილეობით, ჟურნალისტების ბულარუსში გამგზავრებამდე ითხოვა მათი აკრედიტაცია, მაგრამ ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რეაგირება არ გააკეთა.