Мы в Telegram
Добавить новость

В игровой зоне ТЦ на шоссе Энтузиастов на ребенка упал элемент конструкции

Неизвестные животные могут обитать в «Небесный ямах» Китая

Депутат Маликов: предприниматели — энергия экономики Подмосковья

Мариинка представит в Большом две версии постановки оперы Глинки «Жизнь за царя»



World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

გადავა თუ არა "ქუჩა" პარლამენტში? მიმოწერა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის

გადავა თუ არა

ბოლო ორი დღეა, ოპოზიციონერი ლიდერების კომენტარებში შედარებით შერბილებულია უწინდელი კატეგორიული ტონი ახალ პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით. თუმცა კვლავაც წითელ ხაზად რჩება ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი. 4 დეკემბერს ოპოზიციამ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ხელისუფლებას პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად შემუშავებული წერილობითი გეგმა გაუგზავნა. სავარაუდოდ, პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხიც სწორედ „ქართული ოცნების“ კომპრომისზე იქნება დამოკიდებული. ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაში არ მონაწილეობდა ლეიბორისტული პარტია. რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა.

რა გეგმა აქვს ოპოზიციას და არის თუ არა ის ერთიანი?

არის თუ არა განხეთქილება და დუღილი ოპოზიციის რიგებში, რაზეც ხელისუფლება ლაპარაკობს?

რა კომპრომისისთვის არის მზად „ქართული ოცნება“?

„განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს... ასე იყო საჭირო, მოკლედ რომ ვთქვათ“ - ასე განგვიმარტა ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ ამერიკის ელჩის რეზიდენციაში შალვა ნათელაშვილის არმისვლის ფაქტი. დამატებით შეკითხვებზე პასუხის გაცემისას კი მიგვანიშნა, რომ მიუსვლელობა შესაძლოა სწორედ იმ წერილის შინაარსს უკავშირდებოდეს, რომელიც ოპოზიციამ 4 დეკემბერს - ელჩების საშუალებით გაუგზავნა „ქართულ ოცნებას“ – „გარკვეული რაღაცეების მიმართ სკეპტიციზმი არსებობს, მაგრამ ჩვენ არ შევუშლით ხელს ოპოზიციურ ერთობას“.

კერძოდ რას არ ეთანხმებიან ლეიბორისტები ოპოზიციის მიერ შემუშავებულ გეგმაში - გუგავას აღარ დაუკონკრეტებია, თუმცა გაგვიზიარა უცვლელი და კვლავაც კატეგორიული პოზიცია პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით.

„პარლამენტში შესვლა ნიშნავს, შენ გახდე იმ გაყალბებული პროცესის ნაწილი და გახდე თანამონაწილე იმისა, რაც ივანიშვილმა ჩაიდინა. მან არჩევნებში გაყალბების გზით მოახდინა არჩევნების უზურპირება და გარნირად, ამ პროცესის „გასაპრავებლად“ ოპოზიცია არ უნდა შევიდეს...

ჩვენ უნდა მივაღწიოთ ერთად ახალ არჩევნებს და შემდეგ ახალი არჩევნების მოსამზადებლად რა კონსენსუსი წავა, რა კონსენსუსი იქნება, ეს უკვე სხვა საკითხია. ..

ჩემს პირად მოსაზრებას გეტყვით - ასეთ შემთხვევაში ასეთ პარლამენტში შესვლა არცერთ შემთხვევაში არ არის საჭირო. მთავარი კი ის არის, რომ ჩვენ მივაღწიოთ ხელახალ, თავისუფალ, სამართლიან არჩევნებს “ - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი გუგავამ.

 

ხელისუფლებისთვის გამიზნული წერილობითი შეთავაზება, რომელიც ოპოზიციონერებმა 4 დეკემბერს, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრაზე მიიტანეს, წინა დღით „ლელოს“ ოფისში შემუშავდა. ამ შეხვედრაში მონაწილეობდა ლეიბორისტული პარტიაც.

თუკი ამ შეხვედრის მონაწილეთა შეფასებებს დავეყრდნობით, შეთავაზების პუნქტების შემუშავება იოლი არ იყო, ყველას კომპრომისს მოითხოვდა და პროცესმა მწვავე კამათის ფონზე ჩაიარა.

რა წერია ასეთი ამ შეთავაზებაში?

მედიისა და საზოგადოების დიდი ინტერესის მიუხედავად, ოპოზიციონერი ლიდერები დეტალებზე არც ამჯერად საუბრობენ. ითქვა მხოლოდ ის, რომ ხელისუფლებისთვის გაგზავნილი გეგმა ქვეყანაში არსებული ღრმა პოლიტიკური კრიზისის დაძლევას ისახავს მიზნად და ეს გეგმა შესაბამისობაშია მთავარ პრინციპებთან, რომლებსაც აქამდეც აყალიბებდა ოპოზიცია.

ერთი რამ დანამდვილებით არის ცნობილი - ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ისევ კატეგორიულად ითხოვს. კატეგორიული ტონი შედარებით შერბილებულია პარლამენტში არშესვლის საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ბოიკოტის საკითხი დღის წესრიგიდან არ იხსნება ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში.

4 დეკემბერს, ვიდრე აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს შეხვდებოდნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ კი, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება ასე ჩამოაყალიბა - „თუ არ იქნება დაკმაყოფილებული ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა, რომელიც ითვალისწინებს ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებას, „ნაციონალური მოძრაობა“ უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე“.

შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში, პარტიამ შესაძლოა გადახედოს მანდატებზე უარის თქმის საკითხს.

ამაზევე მანიშნებს ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციონერების მიერ გაკეთებული კომენტარებიც:

„ჩვენი პოზიცია პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებით არის უცვლელი, რადგან არაფერი ისეთი, რაც ჩვენ ამ პოზიციას შეგვაცვლევინებდა, „ქართული ოცნებისგან“ არ მოსულა“ - ქართული ოცნებიდან იყო შემოთვლილი წინადადებები - ძალიან ბუნდოვანი და არასრულყოფილი სახით... მაგრამ არაფერი ისეთი, რაც ოპოზიციის პოზიციებს შეცვლიდა, არაფერი ისეთი არ მოსულა“ - დავით ბაქრაძე, „ევროპული საქართველო“.

„დღეს ჩვენ მოვიტანეთ და გადავეცით შეჯერებული წინადადებათა პაკეტი. ძირითადი კომპონენტი არ შეცვლილა - ეს არის რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ არის ასევე უამრავი სხვა საკითხი ამ პაკეტში ... თუ არ იქნება რიგგარეშე არჩევნები, თუ არ შეიცვალა ფუნდამენტურად საარჩევნო კოდექსი, ცესკოს შემადგენლობა და კიდევ უამრავი ტექნიკური საკითხია, ბუნებრივია - მოლაპარაკება ვერ შედგება“ - მამუკა ხაზარაძე, „ლელო“.

შედარებით ადრე, ოპოზიციური პარტიების ერთიანი პოზიცია იყო და ეს ყოველ ჯერზე ფიქსირდებოდა, რომ ისინი არც ახალი არჩევნების შემთხვევაში შევიდოდნენ პარლამენტში, ხოლო საარჩევნო რეფორმაზე და ცესკოს შემადგენლობის შეცვლაზე გარედან იმუშავებდნენ.

ასევე იყო ერთი ვერსია - რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მე-9 მოწვევის პარლამენტს ეზრუნა, მაგრამ ეს ვარიანტი სრულად შეუძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა და პირველი სხდომა 20 დეკემბრამდე უნდა გაიმართოს.

ოპოზიცია ჯერჯერობით არ ლაპარაკობს იმის შესახებ, თუ რა გარანტიები გაამყარებს "ქართული ოცნების" დაპირებას ვადამდელი არჩევნების შესახებ, ასეთის დადების შემთხვევაში. სავარაუდოდ, ასეთი მექანიზმები 4 დეკემბერს გაგზავნილ შეთავაზებათა პაკეტში უნდა იყოს ჩადებული.

ანალიტიკოსების დიდ ნაწილისთვის ცხადია, რომ საერთაშორისო პარტნიორები ბოიკოტის იდეას არ ემხრობიან და მათი ძირითადი მესიჯები სწორედ მე-10 მოწვევის პარლამენტის ამოქმედებასა და ქუჩის პროცესების საკანონმდებლო ორგანოში გადატანას გულისხმობს.

„ქართული ოცნება“ კი ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავს.

4 დეკემბერს პარტიის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ გაიმეორა, რომ ვადამდელი არჩევნები - წითელი ხაზია, ეს არასოდეს მოხდება, მაგრამ ოპოზიცია მაინც შევა პარლამენტში:

„შეუძლებელია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უღალატოს თავის ამომრჩეველს და ჩვენი მილიონამდე ამომრჩევლის ნების საწინააღმდეგოდ გადადგას ნაბიჯი მოლაპარაკების დროს... ამიტომ, რა თქმა უნდა, წითელი ხაზია რიგგარეშე თუ ვადამდელი არჩევნები. ეს ჩვენი მხრიდან არც განიხილება და ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია აქვთ ჩვენს ოპონენტებს“;

„ვფიქრობ, რომ არ იქნება მე-10 მოწვევის პარლამენტი ერთპარტიული - ვიმედოვნებ, რომ ოპოზიციაში გაიმარჯვებს საღი აზრი, ისინი პარლამენტშიც შემოვლენ, გარკვეული შეთანხმებაც შედგება და ყველასი - ჩვენი და ოპოზიციის გადაწყვეტილება იქნება საერთო, კომპრომისული და არა რომელიმე პარტიის, არამედ - ქვეყნის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესებიდან იქნება გამომდინარე “.

მდინარაძის თქმით, მოლაპარაკებათა მაგიდაზე ბევრი წინადადება დევს, მაგრამ დეტალებზე საუბარი ამ ეტაპზე შეუძლებელია.

გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, ოპოზიცია ხელისუფლებას სთავაზობდეს პლებისციტის ჩატარებას ვადამდელი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულების გამოსავლენად. ამ ვერსიას ანალიტიკოსების ნაწილი ხელისუფლებისთვის სასარგებლოდ მიიჩნევს - რადგან პანდემიის პირობებში პრობლემა იქნება ხალხის მობილიზება.

ხელისუფლების მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული წინადადებებიდან კი, ლაპარაკია იმის შესახებ, რომ შეიცვალოს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირობები და საარჩევნო გარემო. თუმცა შექმნილი კრიზისის ფონზე ამგვარი წინადადების განხილვას ოპოზიციაში არარელევანტურად მიიჩნევენ.

4 დეკემბერს, ელჩებთან ოპოზიციის შეხვედრის წინ გავრცელდა ბევრისთვის მოულოდნელი ინფორმაცია - „გირჩის“ რიგებში არსებული განხეთქილების შესახებ.

მამუკა მდინარაძემ, ზოგიერთი ანალიტიკოსის მსგავსად, ეს საკითხი პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს დაუკავშირა.

რადიო თავისუფლებას „გირჩში“ უთხრეს, რომ - პარლამენტის ბოიკოტთან ამ თემას არავითარი კავშირი არა აქვს. ოდნავ მოგვიანებით, პარტიაში მიმდინარე მოვლენების პარლამენტთან კავშირი უარყო ელჩებთან შეხვედრიდან გამოსულმა ზურაბ ჯაფარიძემ.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Круглый стол по вопросам психического здоровья проведут в Пскове

Расписание ряда поездов Курского и Рижского направлений МЖД изменится в июне

В компании «Олимпситистрой», связанной с делом арестованного экс-замминистра обороны, появились новые вакансии

Сергей Собянин. Главное за день

Музыкальные новости

«Адвокат Валиевой: ей подсыпали допинг и сделал дедушка». Серьёзное расследование.

Посол Антонов: Байден оскорбляет весь народ России в нападках на Путина

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

"Спартак" и "Оренбург" сыграли вничью в заключительном матче РПЛ

Новости России

Благоустройство сквера имени Громцева в Дзержинске завершится в сентябре

В аэропорту Кишинева задержан лидер оппозиционной в Молдавии партии "Шанс" Лунгу

Команда из Домодедова вышла в финал Школьной лиги Международного инженерного чемпионата

Москвичка обманула работодателя, заставив его оплачивать ее несуществующие поездки в Тверь

Экология в России и мире

Исполнитель хита “На Заре 2020” Сергей АРУТЮНОВ оживил ещё один хит из 20-го века и выпустил песню “Лететь” вместе с её создателями - группой Амега.

Компании Группы "Интеррос" взяли ряд наград премии FINAWARD

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Gucci, коллекция Resort 2025

Спорт в России и мире

"Ролан Гаррос" стартовал в Париже

Надежда Петрова высказалась о перспективах Арины Соболенко снова возглавить рейтинг WTA

Парижские сюжеты: Медведев играл в кошки-мышки, Котов творил историю, Калинская заставляла нервничать Синнера

Теннисистка Мария Шарапова снялась в красном облегающем платье

Moscow.media

Осень в деревне....

Вечернее Подмосковье.

Терминал сбора данных (ТСД) промышленного класса SAOTRON RT42G

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70











Топ новостей на этот час

Rss.plus






Почти 1,2 тыс дополнительных мусорных баков установят на территории Подмосковья

В Мурманском областном краеведческом музее начала работу выставка «Арктика. От падения до взлета»

Объявлены победители всероссийского соревнования по искусственному интеллекту

МК: мать «смолинского маньяка» Ческидова знала о невольном положении пленницы