Мы в Telegram
Добавить новость

Казахстан и Южная Корея остались главными поставщиками мороженого в РФ

Эксперт Пеньковская рассказала о разнице правления Елизаветы II и Карла III

Леус сообщил о приближении к Земле плазменного солнечного облака

ФК «Реал» в пятнадцатый раз стал победителем Лиги чемпионов



World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

24 წლის კოვიდპაციენტის გარდაცვალების შესახებ კლინიკა განმარტებას აკეთებს

24 წლის კოვიდპაციენტის გარდაცვალების შესახებ კლინიკა განმარტებას აკეთებს

მცხეთის სამედიცინო ცენტრში 1 დეკემბერს 24 წლის ნინო გულიკაშვილი გარდაიცვალა. ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ის კორონავირუსით კლინიკაში დაინფიცირდა და  ექიმების მხრიდან არასათანადო მოვლაზე საუბრობენ, კლინიკაში კი ამბობენ, რომ გარდაცვლილის მდგომარეობა ჰოსპიტალიზაციისას უკვე მძიმე იყო და სიცოცხლის ბოლო დღეებში ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. 

ნინო გულიკაშვილი მცხეთის სამედიცინო ცენტრში 18 დეკემბერს შეიყვანა სასწრაფოს ეკიპაჟმა, რომელმაც მანამდე ის შავი ზღვის ჰოსპიტალში წაიყვანა კოვიდ-19-ზე ტესტის ჩასატარებლად. შავი ზღვის ჰოსპილაში გაკეთებულმა ტესტმა ნეგატიური პასუხი აჩვენა, მაგრამ ვინაიდან მისი მდგომარეობა მძიმე იყო და დამატებითი კვლევების ჩასატარებლად და ახალი პაციენტის მისაღებად კლინიკას ადგილი არ ჰქონდა, ის იმავე სასწრაფოს ეკიპაჟმა მცხეთაში წაიყვანა. 

მცხეთის სამედიცინო ცენტრში გაკეთებულმა პისიარ ტესტმა დაადასტურა, რომ ნინო გულიკაშვილს კორონავირუსი ჰქონდა, სხვა კვლევებმა კი აჩვენა ორივე ფილტვის ანთება - ჩივილებს შორის იყო სუნთქვის გაძნელება, მაღალი ტემპერატურა და ხველა.  პაციენტს რუტინული  კვლევები დაენიშნა, რომელმაც აჩვენა გლიკემიის მაღალი მაჩვენებელი - გარდაცვლილს დიაბეტის დიაგნოზი ამ დრომდე დასმული არ ჰქონდა. 

“ჰქონდა ყველა ის სიმპტომი, რაც ახასიათებს კოვიდ-19-ს. 112-მა შემოიყვანა ჩვენთან პაციენტი შეთანხმებით, როგორც ხდება პროტოკოლურად. ჩავატარეთ პისიარ კვლევა და კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. ჩვენთან მოსვლამდე მას ჰქონდა ჩატარებული სწრაფი ტესტი ანტიგენზე, რომელიც საჭიროებს გადამოწმებას პისიარ კვლევით. გოგონას ჰქონდა ჭარბი წონა, გარკვეული ჰორმონალური ცვლილებები, როცა დამძიმდა, გამოვლინდა გლიკემიის მაღალი მაჩვენებელი - ჩვენ გვაძლევს ეს იმის ფიქრის საშუალებას, რომ შესაძლებელია მას ჰქონდა დიაბეტის ლატენტური ფორმა, რომელიც ამ დრომდე არ იყო დიაგნოსტირებული პაციენტისგან. შემოსვლისთანავე მძიმე იყო, ჟანგბადის საჭიროება, სისხლში ცვლილებები, ორმხრივი პნევმონია ჰქონდა თავიდანვე და ითვლებოდა საყურადღებო, მძიმე პაციენტად. 30-ში განვითარდა სპონტანური პნევმოთორაქსი - ამის ფონზე კრიტიკულად დამძიმდა და მოხდა მისი რეანიმაციაში მოთავსება” - უთხრა რადიო თავისუფლებას მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა ხელმძღვანელმა ლიკა მუმლაძემ. 

24 წლის პაციენტის გარდაცვალებაზე კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგლემ, თამარ გაბუნიამაც. მისი თქმით, ამ შემთხვევას ჯანდაცვის სამინისტრო საფუძვლიანად შეისწავლის, მანამდე კი რომელიმე მხრიდან გადაცდომაზე საუბარი შეუძლებელია. 

“სამინისტრო ყველა ამ შემთხვევას საფუძვლიანად შეისწავლის. მე დღეს უბრალოდ არ მაქვს საფუძველი რომელიმე მხარეს ვისაუბრო გარკვეულ გადაცდომაზე. რაც შემიძლია გითხრათ, მცხეთის სამედიცინო ცენტრი დიდი ხანია პროგრამაში მონაწილეობს, ძალიან ბევრი რთული შემთხვევის მართვა მოხდა იქ, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით მაინც თავს შევიკავებ კომენტარის გაკეთებისგან, ვიდრე არ მექნება საფუძველი იმისთვის, რომ ვისაუბროთ უფრო კონკრეტულად“, - განაცხადა გაბუნიამ 3 დეკემბერს.

“მთავართან” ინტერვიუში გარდაცვლილის ბიძაშვილი მცხეთის სამედიცინო ცენტრში ექიმების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობს. 

"მესამედ, რომ გაუკეთეს ტესტი მერე გვითხრეს, რომ ნინო კორონავირუსით იყო დაინფიცირებული. დაგვირეკეს, რომ ფილტვები გაეთიშა გარდაიცვალა, გარდაცვალების მიზეზად გვითხრეს, რომ ჰქონდა შაქარი, რაც წლების განმავლობაში არ აწუხებდა, სიმპტომი არ ჰქონია. დედას მისწერა, რომ ყურადღებას არ აქცევდნენ, წყალი უნდოდა, საღამოს საათები იყო და ექიმებს ეუბნებოდა წყალი მაინც შემომიტანეთო და არც ერთი ექიმი არ შედიოდა. სამართლიანობას მოვითხოვთ და რა თქმა უნდა ამას ასე არ დავტოვებთ. 24 წლის გოგო წამებით მოკლეს, არ მომკვდარა ნინო მოკლეს." - ამბობს მარიამ გულიკაშვილი. 

მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური ცენტრის ხელმძღვანელმა ლიკა მუმლაძემ ოჯახის წევრების მხრიდან გაჟღერებული ფაქტების კომენტირება არ ისურვა ამ თემაზე გაკეთებულ პრეკონფერენციაზე და თქვა, რომ პაციენტს მკურნალობა პროტოკოლის სრული დაცვით უტარდებოდა. 

“მიდიოდა ყველა იმ ტიპის მკურნალობა, რაც საქართველოში და მსოფლიოში დღეს კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით აპრობირებულია. გარდაცვალების მიზეზი არის კოვიდ 19, მძიმე მიმდინარეობის დაავადება“,- თქვა ლიკა  მუმლაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული გარდაცვლილების რიცხვი ოფიციალური მონაცემებით 3 დეკემბერს 1387-ია.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Дополнительные средства на ремонт дорог и тротуаров: городская Дума поддержала решение

Россиянам стоит приготовиться – переводить деньги за рубеж станет сложнее

Вильфанд рассказал о погоде в Москве на следующей неделе

Товары с религиозной символикой хотят запретить в России

Музыкальные новости

«Заставлял Костомарова мыть свою машину, чтоб потом он на ней покатался по парковке!» Илья Авербух рассказал о дружбе с Романом Костомаровым в шоу «Вкусно с Анфисой Чеховой» на ТВ-3

«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

До плюс 50 градусов: Каким городам России грозит аномальная жара летом 2024 года. Опубликован список

Скандал с пенальти, отмена гола Вендела и решающий мяч Алипа на 95-й! «Зенит» победил «Балтику» в финале Кубка России

Новости России

Товары с религиозной символикой хотят запретить в России

Периоды похолодания в июне спрогнозировали россиянам

Владеть и продавать недвижимость станет дороже: какие изменения могут коснуться ульяновцев?

Россиян предупредили об очередном виде мошенничества в канун отпусков

Экология в России и мире

AlfaBiom выпустили на рынок России БАД с красным ферментированным рисом

Волжский нарцисс - Плес

Стоматолог Владимир Лосев: сколько времени нужно носить брекеты

VK Fest 2024: Музыка и Развлечения на Открытых Площадках России

Спорт в России и мире

Организм был не в состоянии: Потапова прокомментировала поражение на «Ролан Гаррос»

Российские ракетки сообразили на троих // Даниил Медведев, Мирра Андреева и Элина Аванесян дружно вышли в 1/8 финала теннисного Roland Garros

Прямая трансляция матча Елены Рыбакиной против экс-первой ракетки мира на «Ролан Гаррос»

Медведев вышел в 1/8 финала «Ролан Гаррос» — 2024

Moscow.media

Пожар в пятиэтажке унес жизнь неосторожного курильщика

Терминал сбора данных (ТСД) промышленного класса SAOTRON RT42G

Стоматолог Владимир Лосев: сколько времени нужно носить брекеты

Преступления мигрантов с рынков азербайджанского олигарха Года Нисанова продолжают шокировать Москву











Топ новостей на этот час

Rss.plus






Лечение по шариату: Русских врачей учат правильно исцелять мигрантов

Преимущества жизни в Благовещенске показали по федеральному каналу

Владеть и продавать недвижимость станет дороже: какие изменения могут коснуться ульяновцев?

Скончалась актриса из фильма «Овод» Агния Елекоева