საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი პიკი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში 4 780 პირს დაუდასტურდა ვირუსი.
ამავე პერიოდში გარდაიცვალა 37 პირი და გამოჯანმრთელდა 3 489 პირი.
თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 123 470 შემთხვევა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 489-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 102 270.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 37 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1 161-მდე გაიზარდა.