საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის ზრდასთან ერთად გაიზარდა ინფიცირების მაჩვენებელი თბილისში. საქართველოში ბოლო 24 საათში ინფიცირების მაჩვენებელი 979-ით გაიზარდა, თბილისში კი 570-ით.
ბოლო 5 დღის განმავლობაში საქართველოსა და თბილისში გამოვლენილი შემთხვევები:
23 ნოემბერი: საქართველო - 3 958; თბილისი - 2 157;
24 ნოემბერი: საქართველო - 3 128; თბილისი - 1 504;
25 ნოემბერი: საქართველო - 3 071; თბილისი - 1 314;
26 ნოემბერი: საქართველო - 3 801; თბილისი - 1 293;
27 ნოემბერი: საქართველო - 4 780; თბილისი - 1 863.
დღეს რეგიონებში გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა:
აჭარაში - 664;
იმერეთში - 648;
ქვემო ქართლში - 319;
შიდა ქართლში - 259;
გურიაში - 102;
სამეგრელო-ზემო სვანეთში - 385;
კახეთში - 280;
მცხეთა-მთიანეთში - 128;
სამცხე-ჯავახეთში - 89;
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 43.
თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 123 470 შემთხვევა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 489-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 102 270.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 37 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1 161-მდე გაიზარდა.