Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

დასრულდა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური

დასრულდა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართა. ქუთაისში ჩატარდა მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურიც. 8 საათზე გახსნილი საარჩევნო უბნები თბილისის დროით 20 საათზე დაიხურა.


21 ნოემბერს მეორე ტურზე, ამომრჩევლებს 1914 საარჩევნო უბანი და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი ემსახურებოდა; რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფ ამომრჩევლებს, მათი არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი იყო 80 სპეციალური საარჩევნო უბანი.


საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 140 210 ამომრჩეველი იყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, 17 საათის მონაცემებით მათი აქტივობა 20,74%-ს შეადგენდა.


არჩევნებში მონაწილეობას საერთო ჯამში 6 საარჩევნო სუბიექტის წარდგენილი კანდიდატები ღებულობდნენ, თუმცა მათგან  „ქართული ოცნების“ გარდა, 5 ბოიკოტის რეჟიმში იყო.  ამის მიუხედავად საარჩევნო ბიულეტენებში მათი კანდიდატები მაინც იყვნენ შეყვანილები. კანონი მეორე ტურიდან კანდიდატურების მოხსნას არ ითვალისწინებს, შესაბამისად, ამომრჩეველს საშუალება ჰქონდა ოპოზიციის კანდიდატებისთვისაც  მიეცა ხმა.


არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ხმების უმეტესობას მიიღებს.


არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა მას შემდეგ გამოუცხადეს, რაც 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გაყალბებულად მიიჩნიეს და არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად ცნეს. ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლაზე  უარს ამბობენ და მოითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას, ცესკოს ახალი შემადგენლობის მიერ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus