Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ირაკლი კობახიძე: გვაქვს კენჭისყრის წინასწარი შედეგები

საარჩევნო უბნების დახურვის პარალელურად, ქართულ ოცნებაში გამართულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მიუხედავად ოპოზიციის საბოტაჟისა, ნახევარ მილიონზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში.


"ჩვენ გვაქვს კენჭისყრის წინასწარი მონაცემები. როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა სადეპუტატო მანდატები. შესაბამისად, მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.


ოპოზიციურ პარტიებსა და ბლოკებს შორის კი, მანდატები შემდეგი სახით განაწილდება: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 36 მანდატი, ევროპული საქართველო - 5 მანდატი, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, პატრიოტთა ალიანსი და გირჩი - 4-4 მანდატი, მოქალაქეები - 2 მანდატი, ლეიბორისტული პარტია - 1 მანდატი.


შედეგად, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით შეთანხმებული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, ჩამოყალიბდა მრავალპარტიული პარლამენტი, სადაც წარმოდგენილია 9 პოლიტიკური სუბიექტი და სადაც მმართველი პარტია არ ფლობს ჭარბ უმრავლესობას.


ეს არის უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე" - თქვა ირაკლი კობახიძემ არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დასრულებისას. ამ დრომდე ოპოზიციის გაცხადებული პოზიციის მიხედვით ყველა ოპოზიციური პარტია 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად აცხადებს და უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე. ფორმალური იყო ოპოზიციური კანდიდატების მონაწილეობაც მეორე ტურში - მიუხედავად იმისა, რომ ბიულეტენებზე მათი სახელები დატანილი იყო, წინასაარჩევნო კამპანია პირველ ტურსა და მეორე ტურს შორის არ უწარმოებიათ, ოპოზიციის მხარდამჭერთა უმეტესობა საარჩევნო უბნებზე ხმის მისაცემად პროტესტის ნიშნად არ მისულა.


 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus