Мы в Telegram
Добавить новость

Запад понял: в Кремле могут одной командой «приземлить» все «подглядывающие» спутники

Чага-латте и зеленая уха. Чем удивит гостей гастрофестиваль "АХ! Фест" в 2024 году?

"Сберавто": Lada Granta стала самым популярным авто с пробегом до 1 млн рублей

Названа средняя стоимость квадратного метра для покупки коммерческой недвижимости

World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

თავები ფეხბურთსა და პოლიტიკაში

მათემატიკოსებს რომ დავესესხოთ, ფეხბურთი სპორტის არაწრფივი სახეობაა და მისი ეს არაწრფივობა კარგად ჩანს გამონათქვამში, „ბურთი მრგვალია“ ანუ ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მათ შორის ძლიერიც კი დამარცხდეს სუსტთან.

ალექსანდრე გენისიც, თავის ცნობილ ესსეში „როგორ ვუყუროთ ფეხბურთს“, სწორედ ამ არაწრფივობაზე წერს:

„გოლი შეიძლება იყოს თამაშის კანონზომიერი გაგრძელება, მაგრამ მას ასევე შეუძლია ხაზი გადაუსვას ყველაფერს. უსამართლო, როგორც ცხოვრება, ფეხბურთი მასზე [ცხოვრებაზე] არც ბევრად ლოგიკურია. ზოგჯერ მარცხდება ის, ვინც იცის როგორ ითამაშოს, ხშირად კი იმარჯვებს ის, ვინც გამარჯვების გემო დიდი ხანია, დაივიწყა“.

საქართველოს სუსტ ნაკრებს ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონი, ესპანეთის ნაკრებიც კი ჰყავს დამარცხებული. ასეთია ფეხბურთის უცნაური ლოგიკა, რომელიც ქართველ გულშემატკივარს ყოველი თამაშის (განსაკუთრებით კი “გადამწყვეტი თამაშის”) წინ უსახავს ხოლმე გამარჯვების იმედს, ისეთს როგორიც, მაგალითად, ჰქონდა 12 ნოემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალის წინ, როცა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონიის დამარცხებით შეეძლო ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა... მაგრამ 12 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები დამარცხდა ისევე, როგორც დამარცხდა სამი დღის შემდეგ, უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მე-5 ტურში, სომხეთის ნაკრებთან.

ერთ კვირაში განცდილმა ამ ორმა მარცხმა საბოლოოდ აგვიხილა თვალი, რომ საქართველო რეგიონის უიმედო აუტსაიდერია და არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ ფეხბურთშიც. ასეთივე ჩამორჩენილობა გვაქვს ეკონომიკაში, შეიარაღებაში და ბევრ სხვა სფეროში, უბრალოდ ჩვენი ეს აუტსაიდერობა ფეხბურთმა მეტად თვალსაჩინო გახადა. როგორც ვთქვით, სპორტს, განსაკუთრებით კი ფეხბურთს, თავისი კანონზომიერება აქვს და, ფეხბურთი რომ ბოლომდე თამაშად დარჩენილიყო, ცხადია, შეუძლებელი იქნებოდა განზოგადებული დასკვნის გაკეთება, მაგრამ დიდი ხანია, სპორტი, განსაკუთრებით კი ფეხბურთი, აღარ არის მხოლოდ თამაში და გართობა. საქართველოში უყვართ თქმა, სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან გავმიჯნოთო, მაგრამ, თუ დავაკვირდებით, სინამდვილეში, არაფერია ერთმანეთზე ისე გადაჯაჭვული, როგორც სპორტი და პოლიტიკა.

სპორტის ცალკეული სახეობების ფედერაციები მხოლოდ ფორმალურად არიან დამოუკიდებელი ხელისუფლებისგან, სინამდვილეში, ყველა მათგანი, უკეთეს შემთხთვევაში, ადმინისტრაციული რესურსია, უარესში კი - პარტიული აქტივი. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტიც კი (ლერი ხაბელოვი) პარლამენტისა და მმართველი პარტიის აქტიური წევრია ისევე, როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, რომელსაც, ბედის ირონიით, ჩრდილოეთ მაკედონიისა და სომხეთის ნაკრებების შემდეგ, ოპოზიციის ლიდერთან, ნიკა მელიასთან უწევს დაპირისპირება გლდანის მაჟორიტარულ ოლქში (პირველ ტურში კობიაშვილი 2%-ით ჩამორჩა ოპონენტს).

საინტერესოა, ასეთი საბედისწერო არჩევანი რომ ჰქონდეს, საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება მაკედონიასთან გამარჯვების ფასად, თუ დათანხმდებოდა ბატონი ლევანი? ფეხბურთელი „კობი“ გადაძალავდა თუ დეპუტატი კობიაშვილი?

ხუმრობა იქით იყოს და საქართველოში ფეხბურთი და პოლიტიკა მართლაც უცნაურად აიზილა ერთმანეთში, რაც, ალბათ, კახა კალაძის წარმატებული სპორტული და პოლიტიკური კარიერის ბრალიც უნდა იყოს. რომ არა კალაძის წარმატება პოლიტიკაში, კობიაშვილი, ალბათ, ვერც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდებოდა და ვერც - დეპუტატი. გავიხსენოთ, არც ისე შორეული 2015 წლის 3 ოქტომბერი და ამ დღეს გამართული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები, როცა ლევან კობიაშვილის მოწინააღმდეგის, რევაზ არველაძის მხარდამჭერი დელეგატი, ინვალიდ-ამპუტანტ ფეხბურთელთა ლიგის ხელმძღვანელი გეგა გობეჯიშვილი დააკავეს „ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებისათვის“. გობეჯიშვილმა თქვა, რომ „ნარკოტიკი ჩაუდეს“ და, რომც არ ეთქვა, ყველასათვის ისედაც ნათელი გახდა რაშიც იყო საქმე.

ეს და სხვა არაერთი მაგალითი აშკარას ხდის პოლიტიკის (პოლიტიკოსებისა და მათი მეთოდების) შეჭრას სპორტის სამყაროში, რაც ბუნებრივად ამჩნევს კვალს სპორტის განვითარებას, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ პირიქითაც ხდება, ფეხბურთელებიც (სპორტსმენებიც) ნეგატიურად ზემოქმედებენ პოლიტიკურ კულტურაზე.

როგორ?

კვლავ ალექსანდრ გენისს დავესესხოთ: „ფეხბურთი ეს არის ინსტინქტების თამაში. მხოლოდ ისინი, ვინც ენდობიან და ემორჩილებიან თავიანთ ინსტინქტებს, შეაგდებენ ბურთს კარის ბადეში... ფეხბურთი ფიქრის საშუალებას არ იძლევა. აქ თავით კი არ თამაშობენ, თავს ურტყამენ და თანაც სასურველია კარის მიმართულებით“.

ინსტინქტით მოქმედება, რაც ასე კარგია სპორტში, დამღუპველია პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სარბიელზე. სწორედ ინსტინქტებით მოქმედებდა ვეტერანი ფეხბურთელი ლევან ცქიტიშვილი 13 ნოემბერს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) შენობასთან, როცა საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილეს ფიზიკურად გაუსწორდა.

„მოსახვედრს მოხვდა, ვისაც ეკუთვნოდა. იგინებიან და ჩვენც ქართველები ვართ და ვერ ავიტანთ გინებას“, - განაცხადა საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრმა.

არადა, სფფ-სთან პროტესტი იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ 12 ნოემბრის მატჩს, ჩრ. მაკედონიასა და საქართველოს ნაკრებებს შორის, მხოლოდ ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი დაესწრო მაშინ, როცა გულშემატკივრებს სტადიონზე შესვლის უფლება არ მისცეს. ამ გაუგონარი დისკრიმინაციის გამო მოგვიანებით ბოდიში მოიხადა კახა კალაძემ, რომელიც შვილთან ერთად იმყოფებოდა სტადიონზე VIP სტუმრებისთვის გამოყოფილ ლოჟაში:

„ჩემი შვილი პრაქტიკულად ყველა მატჩზე თან მახლავს, ინერციით გუშინაც ერთად მივედით, ვინც გულწრფელად გამაკრიტიკა, ბოდიშს ვუხდი ამ უნებური შეცდომისთვის“.

რა შეიძლება ვთქვათ?

ინერციით ასეთი რამეები არ ხდება, ასეთი რამეები ინსტიქტურად ხდება ისევე, როგორც ინსტინქტურად იქცევა მავანი მოჭიდავე, მოკრივე ან მკლავჭიდელი დეპუტატი, როცა ოპონენტის იატაკზე დაგდებას ცდილობს.

სპორტმა და პოლიტიკამ გვარიანად იმოქმედეს ერთმანეთზე. ცხადია, ეს ზემოქმედება, ნიცშეს ცნობილი ფრაზისა არ იყოს („როდესაც იყურები უფსკრულში უნდა იცოდე, რომ უფსკრულიც შემოგყურებს შენ“), ორმხრივია. შესაბამისად, სპორტსმენების გაწვევამ პოლიტიკაში და პოლიტიკის ჩარევამ სპორტში, დიდად დააზარალა როგორც სპორტი, ასევე პოლიტიკა.

ფეხბურთის არაწრფივ ხასიათზეც ვწერდით, რომ შესაძლებელია სუსტმა გუნდმა (მაგალითად საქართველომ ესპანეთს) სძლიოს, მაგრამ, საქმეც ის არის, რომ მრავალწლიანი უხეში ჩარევით ქართული ფეხბურთი ძალიან დაემსგავსა ქართულ პოლიტიკას: მასავით უსახური, სწორხაზოვანი და იოლად პროგნოზირებადი გახდა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

ЦБ приостановит торги гонконгским долларом

Новинки для пляжа от belle you: купальники Splashes для яркого лета

Центробанк РФ будет рассчитывать официальный курс рубля по внебиржевому рынку

Названа средняя стоимость квадратного метра для покупки коммерческой недвижимости

Музыкальные новости

Иерей Александр Туховский: "Верю в Господа, что это добрый знак Его милости к моей семье и ко всей России..."

Руководители подразделений электромашинного дивизиона Желдорреммаш прошли обучение в рамках развития производственной системы TOS

Завьялов Илья Николаевич про недооцененные токены

Путин заявил, что Россия преодолеет любые испытания

Новости России

Жалобу на арест главного связиста Минобороны Шамарина рассмотрят в суде

Названа средняя стоимость квадратного метра для покупки коммерческой недвижимости

Музыкант из Москвы отправится в Сербию на Kustendorf CLASSIC

Центробанк РФ будет рассчитывать официальный курс рубля по внебиржевому рынку

Экология в России и мире

Назван российский город, откуда в Турцию срочно увеличивают число рейсов, впервые поставив широкофюзеляжный самолет Airbus 330

Захарова: армянам - нота, апшеронцам – «да»

Маршруты и экскурсии: уникальная экспедиция по Новгородской области

Какие украшения чаще всего дарят на годовщину свадьбы: исследование «585*ЗОЛОТОЙ»

Спорт в России и мире

Мирра Андреева может стать новой Марией Шараповой

Блинкова вылетела с турнира WTA в Хертогенбосхе

Испанец Алькарас выиграл у Зверева и стал победителем Roland Garros

Глава ATP вручил Яннику Синнеру награду первой ракетки мира

Moscow.media

В Шебекино подорвались на мине трое бойцов самообороны и оператор “России-24”

Вечерело...

Захарова: армянам - нота, апшеронцам – «да»

"Дети в шоке". В Новоуральске машина ДПС сбила байк с детьми 13-ти и 8 лет











Топ новостей на этот час

Rss.plus






Прорыв в науке: эта вакцина спасет от всех видов рака

Названа средняя стоимость квадратного метра для покупки коммерческой недвижимости

"Сберавто": Lada Granta стала самым популярным авто с пробегом до 1 млн рублей

С компании брата Галкина хотят взыскать более 2 млн рублей