Мы в Telegram
Добавить новость

Политолог: США угрожает самая большая опасность со времен Карибского кризиса

Сбой произошел в работе «Билайна»

Горожане отмечают разнообразие магазинов и нехватку парковок

В Подмосковье 13 июня пройдет чемпионат предпринимательских идей



World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ვინ არის თავდამსხმელი, ჰყავდა თუ არა მას თანამზრახველები, აიღო თუ არა ფული - რა ვიცით და რა - არა

ვინ არის თავდამსხმელი, ჰყავდა თუ არა მას თანამზრახველები, აიღო თუ არა ფული - რა ვიცით და რა - არა

კაცი, რომელმაც გუშინ 43 ადამიანი ზუგდიდში, "საქართველოს ბანკში" მძევლად აიყვანა, მიიმალა. მისი ვინაობა კვლავ უცნობია. ყველა მძევალი თავისუფალია. ესაა დღეს დილის 5 საათისთვის გავრცელებული ბოლო ინფორმაცია, რომელიც გუშინ 14 საათზე დაწყებული თავდასხმის, მძევალთა დატყვევების და მათი დახსნის შესახებ არის ცნობილი.

"საქართველოს ბანკის" ფილიალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და მერიის შენობასთან ახლოს მდებარეობს.

როგორ ვითარდებოდა მოვლენები, რა დეტალები გახდა ცნობილი და რა არის კვლავ ბუნდოვანი?

ბანკში შეჭრა და მძევლების აყვანა

ბანკის შენობაში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში 14:20 საათზე შევიდა. “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალის ერთ-ერთმა თანამშრომელმა შეჭრის მომენტში განგაშის ღილაკზე ხელის დაჭერა მოასწრო.

შეიარაღებულმა ნიღბიანმა კაცმა რამდენჯერმე გაისროლა და შენობაში მყოფებს მუხლებზე დაჩოქება მოსთხოვა. თავდამსხმელმა ხანდაზმულებს შენობის დატოვების საშუალება მისცა.

განგაშის ზარიდან რამდენიმე წუთში ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ და მძევლების განთავისუფლებისა და თავდამსხმელთან მოლაპარაკების ოპერაცია დაიწყო. გადაიკეტა მიმდებარე ქუჩები და შენობასთან მივიდა სპეცრაზმიც.

პირველი განცხადებები შსს-სა და "საქართველოს ბანკში"

სპეცოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში შინაგან საქმეთა სამინისტრომ გავრცელებული განცხადებით დაადასტურა "საქართველოს ბაკში" შეიარაღებული პირის შესვლა და მძევლების აყვანა. ამავე, ოფიციალური განაცხადებით ცნობილი გახდა, რომ საქმის გამოძიება სამი მუხლით: ყაჩაღობის, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და მძევლად აყვანის მუხლით დაიწყო.

მალევე "საქართველოს ბანკმაც" გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინირებულად მოქმედებდნენ.

ბანკის ზუგდიდის ფილიალის თანამშრომელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მძევლებს შორის მხოლოდ 3 ადამიანი იყო მისი თანამშრომელი. ერთ ოთახში შეკრებილი მძევლები მან ტელევიზიის ეთერში ნახა, როდესაც თავდამსხმელმა ერთ-ერთ მძევალს "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში ვიდეოზარი გააკეთებინა. იმ დროისთვის შენობა უკვე დატოვებული ჰქონდა 20-მდე ადამიანს; უფრო ადრე, პირდაპირ ეთერში გავრცელებულ კადრებში ჩანდა, როგორ ტოვებდნენ ბანკის შენობას სახურავიდან სახანძრო კიბის გამოყენებით.

ზარი "მთავარ არხზე" და თავდამსხმელის მოთხოვნები

მძევლებიდან ერთ-ერთს, ირაკლი კვარაცხელიას შეიარაღებულმა პირმა "მთავარი არხის" ეთერში დარეკვის უფლება მისცა. მძევალმა თქვა, რომ ერთ-ერთი იყო იმ 19 ადამიანს შორის რომელიც ერთ ოთახში იმყოფება. ვიდეოზარის დროს ჩანდნენ იატაკზე მსხდომი ქალები და კაცები და, ასევე, სამხედრო ფორმაში ჩაცმული კაცი, რომელსაც სახე ნიღბით ჰქონდა დაფარული. მძევლების უმრავლესობას პირბადე ეკეთა, მათი ნაწილი, თავდამსხმელის ჩათვლით კადრების ტრანსლირებისას სახეზე ხელს იფარებდა.

ირაკლი კვარაცხელიამ ეთერში განაცხადა, რომ გამტაცებელი "კბილებამდე შეიარაღებული" იყო, ავტომატით, პისტოლეტით, ხელში ეჭირა ხელყუმბარა, რომელსაც მოხსნილი ჰქონდა დამცავი რგოლი.

საუბრის დროს კადრებში მკაფიოდ ჩანდა შეიარაღებული კაცი, რომელიც პერიოდულად მამაკაცს თავის სათქმელსაც ჰკარნახობდა. "მთავარი არხის" საშუალებით გამტაცებელმა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათასი დოლარი და ადგილის უსაფრთხოდ დატოვება მოითხოვა.

ირაკლი კვარაცხელიამ "მთავარ არხზე" რამდენჯერმე დარეკა მან ერთ-ერთი ჩართვისას თქვა, რომ შეირაღებული კაცი სამართალდამცავებს მძევლების შუამავლობით ელაპარაკება.

შსს-ს განცხადება სპეცოპერაციის დაწყებიდან 3 საათში

სპეცოპერაციის დაწყებიდან სამ საათში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგი გამართა, რომელზეც არც მძევლების მდგომარეობაზე და არც თავდამსხმელთან მიმდინარე კომუნიკაციის შესახებ არ ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ მედიას სპეცოპერაციის პირდაპირ ეთერში გადაცემის შეწყვეტა მოსთხოვა და თქვა, რომ თუ კი მედია ამ მოთხოვნას არ დაემმორჩილება სახელმწიფო იტოვებს უფლებას გაუთიშოს მაუწყებლებს სიგნალი.

"ყველა მედიასაშუალებისა და მობილური ოპერატორისგან კატეგორიულად მოვითხოვთ - მძევლების და სამართალდამცველთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ასევე, საპოლიციო ღონისძიების ეფექტიანად წარმართვისთვის, დაუყოვნებლივ მოხდეს ადგილიდან ლაივსიგნალის გათიშვა/შეზღუდვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო იტოვებს უფლებას, გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გათავისუფლებული პირველი მძევლები

სპეცოპერაციის დაწყებიდან 5 საათის შემდეგ "საქართველოს ბანკის" შენობას ორი მძევალი ტოვებს. უცნობია, გადასცეს თუ არა მათ გამტაცებლის რამე დანაპირები სამართალდამცავებს.

"როგორ იცით მოლაპარაკების შედეგად ორი მძევალი გათავისუფლდა, მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. შსს და ყველა სამართალდამცავი უწყება ჩართულია, რომ მძევლების უსაფრთხოდ დავაბრუნოთ სახლში", - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

მოლაპარაკებები

"საქართველოს ბანკში" შეჭრიდან რამდენიმე საათში, გვიან საღამოს შენობაში შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსი, ავთანდილ გალდავა. ის მძევლების ნაწილს ჩაენაცვლა.

ამ დროს "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში მძევლად აყვანილმა ირაკლი კვარაცხელიამ ფეისბუკზე დაწერა, რომ შენობიდან სამი კაცის გარდა ყველანი გამოიყვანეს. მისი თქმით, პოლიციის წარმომადგენლებმა ფული მოიტანეს და თავდამსხმელთან ერთად დატოვებდნენ შენობას რამდენიმე წუთში.

ასეც მოხდა, გალდავამ და სამმა მძევალმა თავდამსხმელთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. როგორც ვიდეოკადრებში ჩანდა, თავდამსხმელთან ისინი ბორკილებით იყვნენ დაკავშირებულები. ბანკის შენობიდან გამოსვლის დროს თავდამსხმელს ერთი ხელი აწეული ჰქონდა, რომელშიც, სავარაუდოდ, ის ყუმბარა ეჭირა, რომელზეც მედიასთან კომუნიკაციის დროს საუბრობდა.

თავდამსხმელმა ბანკის მიმდებარე ტერიტორია ამ პირებთან ერთად მანქანით დატოვა. როგორც ცნობილია, მათ სამართალდამცავები არ გაჰყოლიან.

ღამის 12:00 საათის შემდეგ შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. სწორედ ამ განცხადებიდან ხდება ცნობილი, რომ თავდამსხმელს, ჯამში, 43 მძევალი ჰყავდა აყვანილი.

ყველა მძევალი თავისუფალია

გამთენიისას, როცა მძევლების აყვანიდან 14 საათზე მეტი იყო გასული, შსს ბოლო განცხადება გაავრცელა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ყველა მძევალი თავისუფალია, თუმცა თავდამსხმელი დაკავებული არ არის.

რამდენიმე მთავარი კითხვა, რომელიც ახლაც უპასუხოდაა:

სად არის თავმდამსხმელი და რა ღონისძიებები ტარდება მის დასაკავებლად?

ვინ არის თავდამსხმელი და იცის თუ არა მისი ვინაობა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა?

როგორ მოახერხა მან მიმალვა და ჰქონდა თუ არა GPS მანქანას, რომლითაც გამტაცებელი მოძრაობდა?

გახსნა თუ არა და სად თავდამსხმელმა ყუმბარა?

უცნობია ყველა მძევლის ვინაობაც, ვინც გუშინ ერთ ოთახში აღმოჩნდა თავდამსხმელთან;

იყო თუ არა მძევლებს შორის თავდამსხმელის თანამზრახველი ან თანაზრახველები?

რატომ ატარებდა სპეცოპერაციას შსს და არა სუსი?

მართლაც მისცეს თუ არა მას ფული, რამდენი და ვინ?

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Жизнь мечты

Видеофантазия: Город 312 - Останусь Ремикс

Зарплаты в Финляндии, убытки финских шинопроизводителей и как Финляндия выкачивала деньги из СССР

«Я ходила к нему от умирающего отца». Как Тарасова согласилась взять к себе будущего олимпийского чемпиона

Музыкальные новости

Собянин: Москва — мировой лидер по динамике развития транспортной инфраструктуры

Путин: РФ готова к переговорам только на условиях, которые уже обсуждались ранее

Чемпионат России по мотоболу прошел в Видном

Академия Плющенко требует почти два миллиона со сбежавшей от них юной спортсменки

Новости России

Собянин поздравил столичных соцработников с праздником

Застреливший скейтера в Москве находится в крайне тяжелом состоянии

Дорожное строительство цены

Видеофантазия: Город 312 - Останусь Ремикс

Экология в России и мире

Befree запускает сайт для поиска талантов

Немцы решили элегантно кинуть турецкие отели: гостиницы Анталии уже в шоке и угрожают массовыми удержанием туристов

Фонд «Восход» выпустил на «Атомайз» первые в России венчурные ЦФА

Купаться надо уметь: правила, которые сохранят вам жизнь

Спорт в России и мире

Теннисист Медведев снялся с турнира ATP в Нидерландах из-за травмы

Зверев и Рууд не пожали друг другу руки после полуфинала «Ролан Гаррос» – из-за проблем с желудком у норвежца

«Он никогда не снимается с турниров». Циципас прокомментировал травму Джоковича

Теннисистка Андреева заявила, что хочет войти в топ-20 рейтинга WTA ради собаки

Moscow.media

Пустынная долина Кодара...

За один день работники Уссурийского ЛРЗ и их дети выполнили сменно-суточное задание по ремонту 129 паровозиков

Бурятский Театр кукол Ульгэр в Улан-Улан-Удэ показал в Этнографическом музее народов Забайкалья перед детьми и родителями в семейный праздник сказку Колобок - Новости и Культура, Дети и Россия

Приглашенные солистки выступят в опере «Руслан и Людмила»











Топ новостей на этот час

Rss.plus






Застреливший скейтера в Москве находится в крайне тяжелом состоянии

Жизнь мечты

Видеофантазия: Город 312 - Останусь Ремикс

«Лето в Москве»: в столице пройдет почти 100-дневный танцевальный марафон