საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის ფეისბუკის პოსტის ქვეშ ყალბი ინფორმაციის აღმნიშნველი ნიშანი გამოჩნდა.
ბონდო მძინარაშვილის პოსტი ზუგდიდში, ბანკის შენობაში მძევლების აყვანას უკავშირდებოდა:
"ფეისბუკი" იქვე განმარტავს, რომ ინფორმაციის გადამოწმების დროს ეყრდნობა დამოუკიდებელ "ფაქტჩეკერებს". ამ შემთხვევაში კი - Factcheck.ge-ს.
ბოლო წლებში "ფეისბუკი" აქტიურად ამოწმებს და შლის ყალბ ინფორმაციას. სოციალური ქსელი განმარტავს, რომ ფაქტების გადამოწმება მიმდინარეობს როგორც სპეციალური ტექნოლოგიის, ასევე ადამიანების ჩართულობითაც. ზოგ ქვეყანაში ფეისბუკი მიმართავს დამოუკიდებელ "ფაქტჩეკერებსაც", რომლებიც აღიარებული არიან საერთაშორისო ფაქტების გადამოწმების ქსელის მიერ.
„საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში მძევლები 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:00 საათზე აიყვანეს. გამტაცებელმა 20-მდე მძევლიდან ერთ-ერთის მეშვეობით „მთავარი არხს“ დაუკავშირდა და პირდაპირ ეთერში მისი მოთხოვნები გაახმოვანებინა. გამტაცებელს სურდა 500 ათასი დოლარი და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია.
რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ, გამტაცებელმა ბანკის შენობა 3 მძევალთან და სამხარეო პოლიციის უფროსთან ერთად პოლიციის მანქანით დატოვა.
შსს-ს განცხადებით, ზუგდიდში სპეციალური ოპერატიული მოქმედებები მიმდინარეობს. შსს-ს ცნობით ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებულია და ისინი პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა.
შენიშვნა: ამ მომენტისთვის ბონდო მძინარაშვილის პოსტი "ფეისბუკზე" აღარ იძებნება.