პოლონეთის პრემიერ – მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ მთავრობის ახალი შემადგენლობა წარმოადგინა, რომლის ფორმირების შესახებ მოლაპარაკება შედგა მმართველ კოალიციაში „გაერთიანებულ მემარჯვენეებში“.
მთავრობის ახალ შემადგენლობაშია პოლონეთის მმართველი პარტიის „სამართლისა და სამართლიანობის“ თავმჯდომარე იაროსლავ კაჩინსკი, რომელიც უპორტფელო ვიცე პრემიერის თანამდებობას დაიკავებს და იქნება უსაფრთხოების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
მორავეცკის თქმით, კაჩინსკის მთავრობაში ყოფნა გაამყარებს მის საქმიანობას.
26 სექტემბერს პოლონეთის სამმა პარტიამ, რომლებიც ერთიანდებიან კოალიცია „გაერთიანებულ მემარჯვენეებში“, ხელი მოაწერეს ახალ კოალიციურ შეთანხმებას. ამით წერტილი დაესვა კრიზისს, რომელიც წარმოიშვა კანონპროექტზე კენჭისყრის შედეგად „ცხოველთა უფლებების შესახებ“ და რომელსაც ლობირებას კაჩინსკი უწევდა.
წყარო: interpressnews.ge