Мы в Telegram
Добавить новость

В Госдуме РФ обсудили изменения налоговой системы

Официальный сайт программы КРТ начал работу в городе

Жителей и гостей Люберец 25 мая приглашают в парк на концерт памяти Ю. Шатунова

Экскурсия на ретротрамвае пройдет в столице 31 мая



World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

In memoriam იური ორლოვი

In memoriam იური ორლოვი

27 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში 97 წლის ასაკში გარდაიცვალა იური ორლოვი - ცნობილი ფიზიკოსი და საბჭოთა უფლებადამცველების ერთ-ერთი უკანასკნელი მოჰიკანი.

1975 წლის აგვისტოში ჰელსინკიში ხელი მოეწერა ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის შესახებ აქტს. ამ აქტს, რომელსაც საბჭოთა კავშირთან ერთად ხელს აწერდნენ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ლიდერები, კრემლი საბჭოთა დიპლომატიის დიდ გამარჯვებად ჩათვლის - კრემლის თანახმად, ამ შეთანხმებით დასავლეთი აღიარებდა ბრეჟნევის დოქტრინას - აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ე.წ. შეზღუდულ სუვერენიტეტს. თუმცა, დასავლეთის ინიციატივით, აქტის საბოლოო რედაქციაში მოხვდება კრემლისათვის ერთი შეხედვით უმნიშვნელო პრინციპი ადამიანის უფლებების შესახებ.

ჰელსინკის ხელშეკრულებების სრული ტექსტი საბჭოთა გაზეთებში გამოქვეყნდება და მთელი საბჭოთა ხალხი წაიკითხავს - სერიოზულად ან იუმორით - პუნქტებს საკუთარი უფლებების შესახებ. და 250 მილიონიან ქვეყანაში, ერთადერთი ადამიანი, რომელიც მიხვდება, რომ ბრეჟნევის მიერ ხელმოწერილი ჰელსინკის აქტი საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ შეიძლებოდა გამოყენებულიყო, იქნება იური ორლოვი! 1976 წლის მაისში იური ორლოვი ანდრეი სახაროვთან ერთად მოიწვევს პრესკონფერენციას მოსკოვში აკრედიტირებული უცხოელი ჟურნალისტებისათვის და მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის დაარსებას გამოაცხადებს.

მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის ფეხდაფეხ ანალოგიური ორგანიზაციები შეიქმნება უკრაინაში, ბალტიისპირეთში, საქართველოსა და სომხეთში. იური ორლოვის იდეა იმდენად გადამდები აღმოჩნდება, რომ 1977 წელს მას პოლონელები და ჩეხები მიბაძავენ. ასე დაიწყება საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპაში ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის ახალი ერა.

 

ამავე წელს იური ორლოვს უფლებადამცველი მოღვაწეობის გამო მოსკოვში 7 წლით თავისუფლების აღკვეთას და 5 წლით გადასახლებას მიუსჯიან. ორლოვის პროცესს მთელი დასავლეთი აკვირდებოდა. ელენა ბონერი ჩემთან საუბარში სიცილით იხსენებდა ორლოვის სასამართლოს დროს „გებეშნიკებთან“ საკუთარ მუშტი-კრივს. ორლოვის პროცესის შემდეგ დასავლეთის ბევრი ფიზიკოსი ბოიკოტს გამოუცხადებს საბჭოთა კოლეგებს, ხოლო ამერიკის და ევროპის ლიდერები - ჯიმი კარტერი, რონალდ რეიგანი, ბრუნო კრაისკი - აქტიურად ჩაერთვებიან ორლოვის განთავისუფლების კამპანიაში. მალე ორლოვი ისე ცნობილი გახდა, რომ ჟენევისა და პარიზის ქუჩებში გამვლელს შეეძლო ენახა წარწერები „თავისუფლება ორლოვს“. საბოლოოდ, 1986 წელს, ე.წ. გაგანია პერესტროიკის პერიოდში, იური ორლოვს ამერიკაში დაჭერილ საბჭოთა აგენტში გაცვლიან. ემიგრაციის წლებს ორლოვი კორნელის უნივერსიტეტში გაატარებს, სადაც ის სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა.

10 წლის წინ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე წიგნის წერისას, ინტერვიუ ჩავწერე ამ ლეგენდარულ პიროვნებასთან, რომლის მოკლე ვარიანტსაც დღეს რადიო თავისუფლების მკითხველს ვთავაზობ.

 

როგორც სოლჟენიცინი ამტკიცებდა თავის ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში, რომ არა მისი დაპატიმრება 1945 წელს, ის ჩვეულებრივი საბჭოთა მწერალი გახდებოდა... მე როგორც ვიცი, თქვენ დაპატიმრებამდე ბევრად ადრე „დახიეთ“ Homo Sovieticus-ის სამოსი...

არა, მეც კარგა დიდხანს ვიყავი Homo Sovieticus-ი, სულ ცოტა 1956 წლამდე. ისე, ბავშვობაში როცა ვკითხულობდი წიგნებს საბჭოთა სამოთხეზე, იყო დეტალები, რომლებიც მაოცებდა. მაგალითად, მახსოვს ერთი წიგნი, რომელშიც საუბარი იყო კომკავშირელი ბიჭუნას ცხვირსახოცზე. ეპიზოდმა ცხვირსახოცზე ძალიან გამაკვირვა, ვინაიდან ცხოვრებაში არ მენახა ცხვირსახოცი... როდესაც გერმანია საბჭოთა კავშირს თავს დაესხა, მე ცხრა კლასი მქონდა დამთავრებული. ეგრევე გავქანდი სამხედრო კომენდატურაში და ფრონტზე წასვლა მოვითხოვე. როცა იქ უარი მივიღე, თვით მარშალ ვოროშილოვს მივწერე წერილი და როგორც კომკავშირელმა ფრონტზე გაშვება ვთხოვე! თუმცა არ მგონია, რომ ჩემი წადილი კომკავშირელობით იყო გამოწვეული - წმინდა პატრიოტიზმის მუხტიც დიდი იყო. ჩემს იმდროინდელ მდგომარეობას უფრო პეტია როსტოვს შევადარებდი (საუბარია ტოლსტოის რომან „ომი და მშვიდობის“ პერსონაჟზე - ლ.ო.)

ფრონტზე გაწვევამდე თქვენ არანაკლებ მძიმე ადგილას ხვდებით - ნიჟნი ტაგილში, ქარხანაში, სადაც ტანკ T-34-ს აწყობდნენ...

ეს იყო ხარკოვიდან ევაკუირებული ქარხანა N°183. მე იქ 1941 წლის ნოემბერში მოვხვდი. კვირაში 6 დღის განმავლობაში 12 საათს, ხოლო ერთი დღე 18 საათს ვმუშაობდით. თავიდან ქარხანა ღია ცის ქვეშ იყო. მე სამჭედლო საამქროში ვმუშაობდი და ტანკის შემაერთებელ ძელებს ვამზადებდი. დღეში 120 ცალს - 30 ტანკისათვის. როდესაც ქარხანა გადახურეს, მაშინ უფრო ასატანი გახდა იქ მუშაობა. ქარხნის გადახურვის მერე მე ღამეც იქვე ვიძინებდი. მართალია, საამქროში მუშაობა 24 საათს გრძელდებოდა, მაგრამ ხმაური არ მაწუხებდა, მშვენივრად მეძინა სითბოში.

1943 წლის ზაფხულში თქვენ ფრონტზე გაგიწვევენ და უკრაინიდან დაწყებული ბრძოლა-ბრძოლით გაიკვლევთ გზას ჩეხოსლოვაკიამდე. გრიგორი პომერანცი, რომელმაც დაახლოებით იგივე საბრძოლო გზა გაიარა, მიყვებოდა წითელარმიელების მიერ ქალების მასობრივ გაუპატიურებაზე პრუსიაში. სხვათა შორის, ის ომის ბოლოს პრაღაშიც მოხვდა და, მისი გადმოცემით, ქალების გაუპატიურებას იშვიათად, მაგრამ იქაც ჰქონდა ადგილი...

გრიგორი პომერანცისგან განსხვავებით მე არტილერისტი ვიყავი. თან ჩვენი პოლკი სტალინის სტავკის რეზერვში იყო. სტავკის რეზერვის არტილერისტები კი ელიტურ შენაერთებად ითვლებოდნენ. და მართლაც, იქ საშუალოზე მაღალი კულტურისა და განათლების ხალხი მსახურობდა. ასე რომ, ჩვენ ნაწილებში კრიმინალს ადგილი არ ჰქონდა. თუმცა სხვა ნაწილების ჯარისკაცებისგან მესმოდა ასეთი ისტორიები.

თქვენ ომი ჩეხეთში, პრაღასთან ახლოს დაამთავრეთ. პრაღა კი ძირითადად ვლასოველების მიერ იქნა განთავისუფლებული. იცოდით მაშინ ამ ფაქტის შესახებ ან ის, თუ ვინ იყო გენერალი ვლასოვი?

არა, რა თქმა უნდა, წარმოდგენა არ მქონდა არც ვლასოვზე და არც ვლასოველების როლზე პრაღის განთავისუფლებაში. ისე, დღეს ბევრი ვლასოვის იდეალიზებას ცდილობს. მე კი მის ადგილას სხვანაირად მოვიქცეოდი... თუმცა მე ამას ვერ ვიტყვი ვლასოველებზე, მის უბრალო ჯარისკაცებზე: მათთვის ვლასოვის ნაწილში ჩაწერა ერთადერთ ხსნას წარმოადგენდა - ტყვეობაში დარჩენა ხომ მათ გარდაუვალ სიკვდილს უქადდა?! ასე რომ, მათ ვერ გაამტყუნებ.

როგორ შეხვდა ჩეხეთის მოსახლეობა წითელ არმიას?

ძალიან კარგად. ყველა „ნაზდარ, ნაზდარ“-ით გვეგებოდა (ჩეხური მისალმება - რედ.). თუმცა ამას ვერ ვიტყვით ვერც უნგრეთზე და ვერც პოლონეთზე. 1946 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირში ვბრუნდებოდით, პოლონეთის ერთ-ერთ სადგურზე მოხუცი ქალი კატინის ჯალათებს გვეძახდა. თუმცა მე არც კატინზე გამეგო არაფერი. შემდეგ, როცა ჩვენ დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე მოვხვდით, მატარებელი უკრაინელი ნაციონალისტების ორმხრივ ცეცხლში მოყვა. არავინ არ დაჭრილა მაშინ, თუმცა ფაქტმა, რომ 1946 წელს, საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, წითელარმიელებით დატვირთულ მატარებელს ტყვიამფრქვევების ცეცხლს უშენდნენ - ძალიან გაგვაკვირვა.

მართალია, ჩვენი ინტერვიუ თქვენი ომის გამოცდილებას ეხება, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ: როგორ მოგივიდათ ჰელსინკის ჯგუფის დაარსების იდეა?

არა, მართალი არაა, რომ მარტო მე მომივიდა ეს იდეა. რამდენიმე დისიდენტი - ტოლია შჩარანსკი, ანდრეი ამალრიკი და მე - ერთად მივედით ამ აზრამდე.

გრიგორი პომერანცი მიყვებოდა, თუ რამდენად ადვილი აღმოჩნდა გმირობა ომში და რამდენად ძნელი ომის მერე, ე.წ. სამოქალაქო ფრონტზე...

აჰ ამაზე მეც ბევრი მიფიქრია... როგორც იოსიფ ბროდსკიმ გენიალურად დაწერა ჩვენ შესახებ - смело входили в чужие столицы, но возвращались в страхе в свою... („მამაცურად შედიოდნენ უცხო დედაქალაქებში, მაგრამ შიშით ბრუნდებოდნენ საკუთარში...“)

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Нижегородские школы №№ 118 и 81 одержали победу в областных соревнованиях «Нижегородская Зарница»

Блинкен заявил, что народ Ирана выиграл от гибели президента Раиси

Свыше 600 навалов мусора устранили в Подмосковье за неделю

В Москве возбудили уголовное дело о хулиганстве после драки со стрельбой

Музыкальные новости

В РМАТ ПРОШЕЛ I БИЗНЕС-ФОРУМ ВЫПУСКНИКОВ РМАТ 1999-2023 ГОДА ВЫПУСКА, ПОСВЯЩЕННЫЙ 55-ЛЕТНЕМУ ЮБИЛЕЮ АКАДЕМИИ

Владимир Путин попросил передать послание духовному лидеру Ирана

Сергей Собянин: Колледжи проведут Дни открытых дверей

Куклы Ульгэра учат детей и подростков ПДД: Россия, Культура, Театр и Дети

Новости России

В Москве возбудили уголовное дело о хулиганстве после драки со стрельбой

В Москве после драки в Бирюлево возбуждено уголовное дело

Опять «Березка». В Москве хотят вновь открыть «магазин для избранных»

Путин попросил Володина передать теплые слова о Раиси на его похоронах

Экология в России и мире

Вкусно и безопасно: гастроэнтеролог Садыков назвал 5 продуктов, снижающих холестерин

Создание Сайтов. Создание веб сайта. Создание сайта html. Создание сайтов цена. Создание и продвижение сайтов. Создание сайта с нуля. Создание интернет сайта.

Мистический Тибет: путеводитель по местам силы от Кажетты Ахметжановой

Выставки индустрии моды в Москве

Спорт в России и мире

Экс‑теннисистка Джорджи обвиняется в краже мебели и ковров на €100 тысяч — СМИ

Теннисист Медведев потеряет место в рейтинге ATP

Шнайдер вышла в финал турнира WTA-125 в Париже, обыграв Грачёву

Потапова не смогла пробиться во второй круг турнира WTA в Страсбурге

Moscow.media

АО «ДиМ» демонтировало 40% старого путепровода над железнодорожными путями

Чесменская церковь.Санкт-Петербург

Подтверждена совместимость облачной платформы SpaceVM и операционной системы AlterOS

"Возрождение интереса к народному искусству и ремеслам в современном мире"











Топ новостей на этот час

Rss.plus






Свыше 600 навалов мусора устранили в Подмосковье за неделю

В Москве возбудили уголовное дело о хулиганстве после драки со стрельбой

Блинкен заявил, что народ Ирана выиграл от гибели президента Раиси

Китай возмущен провокацией США с «продажей» Дальнего Востока России