საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. სტატუსს News.ge უცვლელად გთავაზობთ:
“საქართველოს ეკლესია რატომ არ აღავლენს წირვა-ლოცვას სომეხთა და აზერბაიჯანელთა ხოცვა-ჟლეტვის წინააღმდეგ? იმედი მაქვს, ჩაატარებს. შემოქმედებითი კავშირები, ცნობილი ადამიანები, ყველა უნდა დადგეს ამ ომის შესაჩერებლად. ეს ჩვენი ტკივილია.
საქართველო ვერ იქნება კარგად, როცა მისი ორი მეზობელი ჩვენი მოძმე ერი ერთმანეთს ეომება. ამ ორ ერს არ ყავს მესამე ისეთი უანგარო ძმა, როგორიც ჩვენ ვართ. ეს უნდა დაინახონ მათ და სხვებმაც გაითვალისწინონ.”