უკვე მეორე დღეა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, რომელშიც ორივე მხარემ რამდენიმე ათეული ადამიანი დაკარგა.
კონფლიქტი უკვე გახდა ნომერ პირველი თემა მედიაში, მათ შორის დასავლურში. დღეს, 39 წლის კიმ კარდაშიანმა, რომელსაც სომხური ფესვები აქვს (მამა რობ კარდაშიანი), კომენტარი გააკეთა არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
ვარსკვლავი, საომარი მოქმედებების შეწყვეტის მოთხოვნით გამოდის და აზერბაიჯანის ხელისუფლებას კონფლიქტის გამწვავებაში ადანაშაულებს.
“ვლოცულობთ მამაცი ქალებისა და მამაკაცებისათვის, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად, ცდილობენ დაიცვან არცახი და სომხეთი. მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებს შეცდომაში შეყავთ საზოგადოება, ეს არ არის შეტაკება. სომხეთი – მსხვერპლია აზერბაიჯანის არაპროვოცირებული შეტევის. აზერბაიჯანი ბლოკავს მედიის რეპორტაჟებს, გარდა ომის პროპაგანდის შესახებ ინფორმაციისა.
ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო დამკვირვებლები, რათა ეს გამოძიებული იქნას და ვთხოვთ, მსოფლიო პოლიტიკურ და დიპლომატიურ საზოგადოებას აღკვეთონ ესკალაცია და ტრაგედია” – წერს კარდაშიანი სოციალურ ქსელში.