ლუჩანო პავაროტის ქვრივმა, 50 წლის ნიკოლეტა მანტოვანიმ და მისმა რჩეულმა 52 წლის ფინანსისტმა, ალბერტო ტინარელიმ გასულ კვირას, იტალიის ულამაზეს ქალაქ ბოლონიაში იქორწინეს. ქორწილის ცერემონიამ უახლოესი მეგობრების წრეში ჩაიარა. ჯვრისწერას ესწრებოდა ლუჩანოსა და ნიკოლეტას ქალიშვილი, 17 წლის ალინჩე.
შეგახსენებთ, რომ ლუჩანომ და ნიკოლეტამ ერთმანეთი 90-იან წლებში გაიცნეს, როდესაც მანტოვანი 23 წლის იყო. იმ დროისთვის 58 წლის ლუჩანო პავაროტი უკვე დაქორწინებული იყო.
“ლუჩანო ყოველთვის მნიშვნელოვან პიროვნებად დარჩება ჩემს ცხოვრებაში. მუდამ მემახსოვრება. მაგრამ, როგორც მახსოვს, ის ამბობდა, რომ საჭიროა ყოველი წამი მაქსიმალურად იცხოვრო, ეცადო ყოველთვის გაიღიმო!
ალბერტო ბედნიერებას მანიჭებს, ეს ჭეშმარიტი სიყვარულია, ნამდვილი მაგიაა”, განაცხადა ნიკოლეტა მანტოვანიმ იტალიურ გამოცემასთან Chi .