„მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ტვ პირველის" ეთერში დაასახელა პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.
„ჩვენ თუ ღონივრად გავალთ პარლამენტში და ამისთვის ვიბრძვით, ჩვენი პრემიერობის კანდიდატი იქნება ლევან იოსელიანი. ასეთი კაცი სჭირდება პრემერ-მინისტრად ქვეყანას", - თქვა ელისაშვილმა.
ლევან იოსელიანი 2019 წელს მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში. მან მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მიიღო 6.55% (964 ხმა).
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.