Мы в Telegram
Добавить новость

Синоптик Тишковец сообщил о первых за 25 лет заморозках в Москве 9 мая

IV художественно-промышленная выставка-форум "Уникальная Россия".

Жителей Подмосковья проинформировали о лесопожарной обстановке на 3–5 мая

В Москве задержали последователей китайской секты «Фалуньгун»*

World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

აშშ ამცირებს თანამშრომლობას ქართულ კომპანიებთან, რომლებიც HUAWEI-ის ტექნოლოგიებს იყენებენ

აშშ ამცირებს თანამშრომლობას ქართულ კომპანიებთან, რომლებიც HUAWEI-ის ტექნოლოგიებს იყენებენ

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში წყვეტს ან ამცირებს თანამშრომლობას იმ ქართულ კომპანიებთან, რომლებიც ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის, HUAWEI-ის ტექნოლოგიებით სარგებლობენ. 

ერთ წელზე მეტია რაც “ჰუავეი” აშშ-ში სანქციების ქვეშაა. ვაშინგტონმა კომპანია ჩინეთის მთავრობის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ გამოაცხადა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ქართული კომპანიებს, რომლებიც თანამშრომლობენ აშშ საელჩოსთან ეთხოვათ, რომ შეევსოთ საელჩოს მიერ გაგზავნილი კითხვარი.

კითხვარი არკვევს სარგებლობენ თუ არა ორგანიზაციები  ჩინური ფირმების - Huawei, ZTE, Hikvision, Dahua, და Hytera, ან მათთან ასოცირებული კომპანიების ტელეკომუნიკაციების მოწყობილობებით ან ვიდეო სამეთვალყურეო აპარატურით. 

ამავე კითხვარში კითხვარში საელჩო კომპანიებს სთხოვს, შესაძლებლობის ფარგლებში, მიაწოდონ სია იმ  ჩინური კომპანიების წარმოებული აპარატურისა, რომელსაც ეს კომპანიები იყენებენ. საელჩო, ასევე, ინტერესდება, გეგმავს თუ არა კომპანია ფირმების მიერ წარმოებული აპარატურის სარგებლობიდან ამოღებას 2022 წლამდე.

“დაახლოებით ერთი კვირის წინ მივიღე ანკეტა. ჩემს კომპანიას ოფისი არ აქვს. სახლში კი ვიყენებ “სილქნეტის” ინტერნეტს, რომელსაც აქვს “ჰუავეის” Wi-Fi-ის როუტერი”, - ამბობს ერთ-ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჩინური კომპანიის ტექნიკას იყენებს როგორც კერძო პირი, საელჩომ მაინც სთხოვა ანკეტის შევსება.

ტექნოლოგიური ცივი ომი

“ჰუავეი” სმარტფონების ყველაზე დიდი რეალიზატორია მსოფლიოში - 55,8 მილიონი გაყიდული მობილური ტელეფონით, კომპანიამ პირველად გაუსწრო სამხრეთკორეულ SAMSUNG-ს. “ჰუავეის” წლიურმა ბრუნვამ, გასულ წელს, 100 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი, ასევე, ტელეკომუნიკაციენის მოწყობილობების, მათ შორის, მეხუთე თაობის ინტერნეტის ტექნოლოგიების ყველაზე მსხვილი მწარმოებელია მსოფლიოში. 

მიმდინარე წლის ივლისში, დიდ ბრიტანეთში მობილურ ოპერატორებს აეკრძალათ “ჰუავეის” ახალი, 5G-ის მოწყობილობების შესყიდვა. მათ ასევე დაევალათ, ამოიღონ ჩინური ფირმის ყველა ტექნოლოგია საკუთარი ქსელებიდან 2027 წლამდე. გადაწყვეტილება ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ მიიღო პრემიერ მინისტრის თავმჯდომარეობით, აშშ-ის სანქციების შემდეგ. 

“5G იქნება გარდამქმნელი ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დარწმუნებული ვიქნებით ქსელის ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებასა და გამძელობაში”, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ციფრულმა მდივანმა, ოლივერ დოუდენმა.

2017 წელს, ჩინეთმა მიიღო ეროვნული დაზვერვის კანონი, რომელიც ყველა ჩინურ კომპანიასა და მოქალაქეს ავალდებულებს, მიმართვის შემთხვევაში, დაეხმარონ მთავრობას ეროვნული დაზვერვის საკითხებში. 

შტატები ამტკიცებს, რომ ამ რეგულაციით, ჩინეთმა, შესაძლოა, გამოიყენოს “ჰუავეი” და მისი 5G მოწყობილებები ჯაშუშობისთვის. ამერიკა, ასევე, “ჰუავეის” დამფუძნებლის სამხედრო წარსულზე მიუთითებს, რომელმაც ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელ არმიაში 9 წელი გაატარა და ახლა ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრია.

ამასთან, “ჰუავეი” აცხადებს, რომ მისთვის არასდროს უთხოვიათ ჯაშუშობა და რომც ეთხოვათ ასეთ მითითებას “კატეგორიულად არ დაემორჩილებოდა”.

ვაშინგტონმა ამერიკულ კომპანიებს აუკრძალა “ჰუავეისთან” თანამშრომლობა. 2019 წლის მაისის შემდეგ, ამერიკულ კომპანიებს არ შეუძლიათ მიჰყიდონ ტექნოლოგია ჩინურ კომპანიას. სანქციების გამო, Google-მა “ჰუავეის” ანდროიდის სისტემაზე წვდომა შეუზღუდა, ახალი დიზაინის მობილური ტელეფონებს კი არ აქვთ წვდომა Google Maps-ზე და YouTube-ზე.

ამასთან, მიმდინარე წლის მაისში, The New York Times-ის ცნობით, აშშ-მა კიდევ უფრო გაამკაცრა შეზღუდვები და ახალი სანქციები დაუწესა “ჰუავეის” . ახალი ზომებით, რომლებიც ძალაში სექტემბრიდან შევიდა, “ჰუავეის” და მისი მიმწოდებლებს არ შეუძლიათ ამერიკული ტექნოლოგიების გამოყენება “ჰუავეის” პროდუქტებისთვის. 

აშშ ელის საკუთარი მოკავშირეებისგან, რომ დაბლოკავენ “ჰუავეის” 5G ქსელებისგან. ცენტრალურ ევროპაში უკანასკნელი ტურნეს ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ქვეყნებს მოუწოდა, უარი თქვან ჩინურ სატელეკომუნიკაციო გიგანტთან თანამშრომლობაზე. ერთი მხრივ, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა, სლოვენია შეუერთდა დეკლარაციას 5G-ის სფეროში, ჩინეთის და Huawei-ის მზარდი გავლენის წინააღმდეგ. მეორე მხრივ, ყოფილი იუგოსლავიის კიდევ ერთი რესპუბლიკა, სერბეთი აფართოებს ურთიერთობებს ჩინეთთან ეკონომიკისა და ტელეკომუნიკაციების სფეროში.

“ჰუავეი” საქართველოში

საქართველოში “ჰუავეი” 20 წელზე მეტია მოღვაწეობს და ყველა ტელეკომუნიკაციების ქართულ კომპანიასთან თანამშრომლობს. 

“ჰუავეის” წარმომადგენელი რადიო თავისუფლებასთან ელექტრონულ მიმოწერაში აცხადებს, რომ საქართველოში, ჩინური ბრენდის სმარტფონების წილი დაახლოებით 9-10%-ია. ჩინური კომპანიის ტექნიკით სარგებლობენ სახელმწიფო უწყებებშიც. მაგალითად, “ჰუავეის” ფირმის 200 პლანშეტს იყენებენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები.

გაცილებით დიდია “ჰუავეის” როლი საკომუნიკაციო და მობილური ქსელების შექმნაში. “თბილისი ჰუავეის” გენერალურ მენეჯერი, ლიანგ დონგბო “ფორბსთან” 2017 წლის ინტერვიუში ამბობს, რომ ქსელების 75%-მდე “ჰუავეის” შექმნილია. 

10 წელზე მეტია, ჩინური გიგანტი ქართული სილქნეტის პარტნიორია. კომპანიაში ამბობენ, რომ ჩინური ფირმა ძირითადად 4.5G ინტერნეტის ქსელზე მუშაობდა. სილქნეტმა, ასევე, “ჰუავეისთან” თანამშრომლობით, დანერგა 5G-ის წინამორბედი, 4.9G ტექნოლოგიები. 4.9G - რომლის სიჩქარეც 7-ჯერ აღემატება მთელს საქართველოში მოქმედ 4.5G ინტერნეტს - თბილისსა და ბათუმშია დანერგილი.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, აშშ-ის საელჩოსგან “ჰუავეისთან” თანამშრომლობაზე ანკეტა მიიღო სილქნეტმაც, თუმცა კომპანიაში დეტალებზე არ საუბრობენ. 

საქართველოში მეხუთე თაობის ინტერნეტის კომერციულ გაშვებას ქართული ტელეკომუნიკაციების კომპანიები ჯერჯერობით არ აპირებენ.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Собянин: В Москве выполнена модернизация уже 10 газопроводов-дюкеров

«ЗА РУЛЕМ ФЕСТ» — билеты уже в продаже, приходите, будет весело!

Молодые поэты и писатели представили своё творчество на онлайн-марафоне проекта «Языковая Арт-резиденция»

СК возбудил уголовное дело против частного зоопарка в Новой Москве

Музыкальные новости

Электрокроссовер Voyah Free получил новую версию для России. Ее представили в Москве

Выпускники БРХК вновь выступят на одной сцене

Цирковая артистка Бурятии Аригма Цыремпилова - девочка-каучук (Россия, Культура, Театр и Дети)

Регионы Россия, Культура Детям, Концерт Победы: Театр кукол Ульгэр поздравляет "Вальсом Победы" земляков

Новости России

В высокогорном районе Северной Осетии сотрудники полиции и ветераны ОВД приняли участие в патриотической акции «Сад Памяти»

«Известия»: Минфин и ЦФ протестируют платформу согласий на «Госуслугах» в 2024-м

сольник Moscow Rock City в клубе Тон71 ????‍????

В Москве задержали последователей китайской секты «Фалуньгун»*

Экология в России и мире

«585*ЗОЛОТОЙ» усовершенствовала процесс обучения новых сотрудников через механизм наставников и стажеров

"Чек Индекс": Продажи новых марок одежды и обуви выросли за год в России на 10 проц

Культура России: как прошёл конкурс бурятского языка для детей в Бурятии?

XXIII Московский Пасхальный фестиваль проходит при поддержке Relax FM

Спорт в России и мире

WTA предвкушает дуэль Елена Рыбакина — Юлия Путинцева на турнире в Мадриде

Касаткина проиграла Путинцевой и не смогла выйти в 1/4 финала турнира WTA в Мадриде

Легечка обыграл Надаля и сыграет с Медведевым в 1/4 финала «Мастерса» в Мадриде

Чех Легечка пожелал здоровья россиянину Медведеву, который снялся с их матча

Moscow.media

Россия и Дети: театр кукол Ульгэр в Бурятии покажет концерт-представление "Вальс Победы"

В преддверии Дня Победы в Великой Отечественной войне росгвардеец рассказал о поисковой деятельности

Цветочный водоворот

РОССИЯН ПРЕДУПРЕДИЛИ О РИСКАХ ВОЗВРАЩЕНИЯ РАЗБОРОК НА ДОРОГАХ











Топ новостей на этот час

Rss.plus






Рабочие приступили к благоустройству территории новой школы в Ступине

Жителей Подмосковья проинформировали о лесопожарной обстановке на 3–5 мая

В Москве задержали последователей китайской секты «Фалуньгун»*

IV художественно-промышленная выставка-форум "Уникальная Россия".