Мы в Telegram
Добавить новость

Диетолог Тараско: полностью убирать воду из рациона нельзя

Макрон заявил о важности сохранения диалога с Москвой

Команда ГИТИСа поставила «Короля Лира» в Бишкеке

В Москве задержан устроивший стрельбу на Коровинском шоссе



World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

სკანდალური ინტერვიუ: ზელენსკის ყოფილი თანამებრძოლი პრეზიდენტის გარემოცვას ადანაშაულებს

სკანდალური ინტერვიუ: ზელენსკის ყოფილი თანამებრძოლი პრეზიდენტის გარემოცვას ადანაშაულებს

უკრაინის პოლიტიკურ წრეებში სავარაუდოდ ახალი სკანდალი მწიფდება. ამის საფუძველი შესაძლოა ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, აპარატის ყოფილი უფროსის, ანდრეი ბოჰდანის "ტელე-ბრალდებები" გახდეს, რისთვისაც ყოფილი მაღალჩინოსანი 14 სექტემბერს უკრაინის საგამოძიებო ბიუროშია დაბარებული.

დმიტრი გორდონთან 4 საათიან ინტერვიუში, ზელენსკისთან ერთ დროს ყველაზე დაახლოებულმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა, უკრაინის პრეზიდენტს „უცოდინარი“ და „გამოუცდელი“ პოლიტიკოსი უწოდა, ხოლო ზელენსკის გარემოცვა რუსეთთან ყირიმისა და დონბასის გარშემო ფარულ გარიგებაში დადანაშაულა.

ანდრეი ბოჰდანის კიდევ ერთი ბრალდება შეეხებოდა რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ჯგუფის შეპყრობის მიზნით, უკრაინული სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილ სპეცოპერაციას, რომელიც, ბოლო მომენტში, სწორედ პრეზიდენტ ზელენსკის ახლო გარემოცვიდან განხორციელებული „ერთი ზარის გამო“ ჩავარდა.

ანდრეი ბოჰდანის სკანდალური ბრალდების შემდეგ, პრეზიდენტ ზელენსკის სასტიკი კრიტიკა დაატყდა ოპოზიციის მძიმეწონოსანი ფიგურების მხრიდან. უკრაინის მმართველ პარტია „ხალხის მსახურში“ პრეზიდენტის ყოფილი თანაგუნდელის განცხადებებს უწოდეს „სრული ფანტაზია და ვარაუდები“.

ბოჰდანის ზოგიერთი განცხადებას საინტერესოდ ეჩვენებათ დამოუკიდებელ ექსპერტებსაც, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტის აპარატის ყოფილ უფროსს თავად აქვს გასაცემი პასუხები გარკვეულ შეკითხვებზე.

ფულადი კომპენსაცია, ყირიმისა და დონბასისთვის?

 

11 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი მოწმის სტატუსით დაიბარეს უკრაინის საგამოძიებო კომიტეტში, სადაც აინტერესებთ იმის გაგება, თუ რა ფაქტები აქვს ბოჰდანს, როდესაც უკრაინასა და რუსეთს შორის ყირიმის თაობაზე გარკვეული გარიგებების შესახებ საუბრობს.

დმიტრი გორდონთან ინტერვიუში ყველაზე სკანდალური ბრალდება უკავშირდება რუსეთთან უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების ურთიერთობას. ამასთან, ზელენსკის ყოფილი მარჯვენა ხელი უკრაინის მოქმედ პრეზიდენტს უწოდებს „უცოდინარ“ და „გამოუცდელ“ პოლიტიკოსს, რომლის მაგივრად ყველაფერს წყვეტს მისი ახლო გარემოცვა.

 

ბოჰდანი, კერძოდ, ასახელებს ანდრეი ერმაკს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ამჟამინდელ ხელმძღვანელს და რუსეთთან მთავარ მომლაპარაკებელს „ნორმანდიის ფორმატის“ შეხვედრებზე.

ჟურნალისტ გორდონის შეკითხვაზე, მართალია თუ არა, რომ რუსეთი მზად არის მრავალი მილიარდი გადაიხადოს ყირიმისა და დონბასის საკითხის გადასაჭრელადო, ანადრეი ბოჰდანი პასუხობს: „დიახ, ჩვენი ხელმძღვანელები“ დიდ კონტრიბუციას, დაახლოებით 100, 200 მილიარდ დოლარს, ელიან რუსეთისგანო.

ანდრეი ბოჰდანი: „იცი, ეს რაღაც საბავშვო ბაღია: ისინი მსჯელობენ ქვეყნის მომავალზე, რაღაც ზღაპრებიდან თუ შარშანდელი სიზმრებიდან გამომდინარე... დღესდღეობით არსებობს რაღაც ბავშვური რწმენა (იქიდან გამომდინარე რაც მესმის), რომ რაღაც უზარმაზარი თანხა იქნება გადახდილი ამ ყველაფრისთვის... დონბასისთვის, კიდევ რაღაცისთვის... და ამ ფულით დავიწყებთ აუზების, სკოლების მშენებლობას, ინტერნეტის გაყვანას... ახლა ყოველდღიურად ხომ რაღაცას გვპირდებიან“.

ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ყოფილ უფროსს უკვე გამომძიებლებისთვის მოუხდება კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხების გაცემა იმ 13 პუნქტიანი ურთიერთვალდებულების შესახებ, რაც, ბოჰდანის მტკიცებით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ამჟამინდელ ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს აუღია რუსეთის წინაშე.

ინტერვიუში ბოჰდანმა აღიარა, რომ მას არ უნახავს ასეთი დოკუმენტი, მაგრამ ამ პუნქტების შესახებ მას ხშირად მოუსმენია „დიპლომატებისა და სპეცსამსახურების“ მხრიდან.

ანდრეი ბოჰდანი: „ეს არის მოქმედების გარკვეული ალგორითმი: ჩვენ თქვენ მოგცემთ გემებს, თქვენ ჩვენ - წყალს ყირიმში; ჩვენ თქვენ - ტყეებს, თქვენ - პირდაპირ საავიაციო მიმოსვლას, ჩვენ თქვენ - სამ მილიარდ დოლარს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, თქვენ კი ჩვენ - რაღაცას“.

ანდრეი ბოჰდანის მიერ ჩამოთვლილი საკითხების გარშემო მოლაპარაკებას რუსეთთან არ ითვალისწინებს უკრაინის სამართლებრივ-ნორმატიული აქტები და არც ქვეყნის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის დირექტივები.

„ვითვალისწინებთ რა წამოჭრილი საკითხების საზოგადოებრივ მნიშვნელობას, გამოძიების სახელმწიფო ბიუროს გამომძიებლები ანდრეი ბოჰდანს მოწმის სტატუსით იწვევენ საგამოძიებო ქმედებების განსახორციელებლად და მის მიერ გახმოვანებული ფაქტების დასადგენად“, - ნათქვამია უკრაინის საგამოძიებო ბიუროს განცხადებაში.

ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ყოფილ ხელმძღვანელს უკვე ჩაბარდა უწყისი და ბოჰდანი აცხადებს, რომ 14 სექტემბერს, 11:00 საათზე აუცილებლად გამოცხადდება უწყებაში.

ზელენსკის გარემოცვიდან ჩაშლილი ოპერაცია „ვაგნერი“

 

ანდრეი ბოჰდანის კიდევ ერთი ბრალდება ნამდვილი "ჯაშუშთა ისტორიას" წააგავს.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი უფროსი ამბობს, რომ რუსული კერძო-სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 33 კაციანი ჯგუფის მოხვედრა ივლისის ბოლოს ბელარუსში, რასაც მინსკსა და მოსკოვს შორის სერიოზული უთანხმოება მოჰყვა, თურმე მთლიანად უკრაინის სპეცსამსახურის ნახელავი ყოფილა.

„ვაგნერელების“ ბელარუსში ჩაყვანა მიზნად ისახავდა, თურმე, არა ბელარუსში ვითარების დესტაბილიზაციას საპრეზიდენტო არჩევნების წინ, არამედ სამხედრო დანაშაულში ეჭვმიტანილი რამდენიმე ათეული დაქირავებული მებრძოლის შემოვლითი გზით უკრაინაში "მოტყუებით ჩაყვანას".

ჟურნალისტ გორდონისა და ანდრეი ბოჰდანის კითხვა-პასუხის მიხედვით "მოტყუებით ჩამოყვანის" ოპერაცია ასე გამოიყურება: თვითმფრინავი, რომელშიც "ვაგნერელები" ისხდნენ, უნდა დაესვათ მინსკში, შემდეგ გადაეფრინათ სტამბულში, ხოლო გზად თვითმფრინავი უნდა დაშვებულიყო უკრაინაში.

„და, აი ნახე: ეს ოპერაცია წელიწადზე მეტი ხნისაა. ის იყო სუპერგასაიდუმლოებული და სუპერსერიოზული. ის დაანგრია ერთმა სატელეფონო ზარმა. და ადამიანმა, ვინც ეს სატელეფონო ზარი განახორციელა, - ფაქტიურად აღიარა, რომ ეს ჩაიდინა“, - აცხადებს ბოჰდანი.

დმიტრი გორდონი: ვინ არის იგი?

ანდრეი ბოჰდანი: მე შენ ამას... ამას ძალიან მალე იტყვის ამ საქმის პროკურორი.

დმიტრი გორდონი: ანუ, ამ ადამიანმა ვიღაცას დაურეკა და უამბო ამ სპეცოპერაციის შესახებ?

ანდრეი ბოჰდანი: მე ვიცი, რომ ზარი იყო. მე ვიცი, ვინ დარეკა, სად დარეკა და ვის დაურეკა.

დმიტრი გორდონი: ეს ადამიანი პრეზიდენტის (ზელენსკის) გარემოცვიდანაა?

ანდრეი ბოჰდანი: ძალიან ახლო გარემოცვიდან.

დმიტრი გორდონი: რუსებს დაურეკა?

ანდრეი ბოჰდანი: მე ეს არ მითქვამს. არა.

დმიტრი გორდონი: ეს ყველაფერი გამოაშკარავდება?

ანდრეი ბოჰდანი: როდესმე აუცილებლად“.

არა „როდესმე“, არამედ ახლა, ამ საკითხის გარშემო ქვეყნის პრეზიდენტისაგან გადამჭრელ ქმედებებს მოითხოვენ უკრაინის ოპოზიციის „მძიმეწონოსნები“, ყოფილი გენერალური პროკურორი, იური ლუცენკო და უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ყოფილი მდივანი, ალექსანდრ ტურჩინოვი.

10 სექტემბერს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ლუცენკო-ტურჩინოვის დუეტმა წარმოადგინა 2019-2020 წლების დოკუმენტები, რომელთა საფუძველზე 30 ივლისს კერძო სამხედრო ფირმა „ვაგნერის“ 20 მებრძოლისთვის უნდა წარედგინათ ბრალდება ტერორიზმისა და სამხედრო დანაშაულების, ჯამში 15 მძიმე სისხლის სამართლის, მუხლებით.

იური ლუცენკო მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლოს მონაწილეები იმ თათბირისა, რომლის შემდეგაც სპეცოპერაციის დეტალები ცნობილი გახდა რუსეთის ფედერაციის შესაბამისი სტრუქტურებისათვის და სპეცოპერაცია ჩავარდა.

უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი ხელს იშვერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკისკენ. იგი არის რუსეთთან მთავარი მომლაპარაკებელი და „ნორმანდიის ფორმატში“ რეგულარულად მართავს შეხვედრებს რუსეთის მხარესთან ტყვეთა გაცვლისა და აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის საკითხების გარშემო.

ცნობისათვის ბოჰდანსა და ერმაკს შორის ფარულ დაპირისპირებაში, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპირატესობას ამ უკანაკნელს მიანიჭა.

უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ყოფილი მდივანი, ალექსანდრ ტურჩინოვი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლება ცდილობს გაანადგუროს ის მასალები, რომლებიც ადასტურებენ, რომ უკრაინის სპეცსამსახურები მართლა ამზადებდნენ აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო დანაშაულში ეჭვმიტანილი კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლების გადატაცების ოპერაციას.

ამ ფონზე, პოლიტიკური ოპონენტებს საეჭვოდ მიაჩნიათ პრეზიდენტ ზელენსკის მიერ, „ვაგნერის“ წევრების დაკავების მიზნით დაგეგმილი სპეცოპერაციის საერთო ხელმძღვანელის, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის ყოფილი უფროსის, ვასილი ბურბას, თანამდებობდან გადაყენება.

ეს მოხდა 5 აგვისტოს და, როგორც პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი ბოჰდანი ამბობს, ამ პოსტზე დანიშნეს გამოუცდელი კირილ ბუდანოვი. „ნუ ბარემ ვინმე „კვარტლიდან“ (ლაპარაკი „სტუდია „კვარტალი 95“-ზე, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო ვოლოდიმირ ზელენსკი. - კ.ლ) დაენიშნათ“, - ირონიულად შენიშნავს ანდრეი ბოჰდანი.

ამ დრომდე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის ბრალდებებზე არც ვოლოდიმირ ზელენსკის გაუკეთებია კომენტარი და არც ანდრეი ერმაკს.

ზელენსკის გარემოცვის მისამართით გამოთქმულ სკანდალურ ბრალდებებს გამოეხმაურა მხოლოდ მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, ალექსანდრ კორნიენკო.

„საჭიროა კომპეტენტური ორგანოების გაერკვევნენ“, თუ რა ფაქტებს ფლობს ანდრეი ბოჰდანი, რომლის ინტერვიუ სავსეა „ფანტაზიითა და გამონაგონითო“, - აღნიშნა კორნიენკომ.

გარკვეულ ფაქტებს „ვაგნერის“ ჯგუფის წინააღმდეგ გამიზნული სპეცოპერაციის შესახებ ანდრეი ბოჰდანი ნადვილად უნდა ფლობდეს. დამოუკიდებელი ექსპერტები მიუთითებენ, რომ ბოჰდანი ჯერ კიდევ აპარატის უფროსი იყო, როდესაც უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ „ვაგნერის“ ჯგუფის წევრთა "მოტყუებით ჩამოყვანის" ოპერაცია ამოქმედდა.

„თუ საიდან უნდა ჰქონდა ბოჰდანს ეს ინფორმაცია, შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის შეფი ხელმძღვანელობს დაზვერვის კომიტეტს. ანუ მის ხელში გადის საკმაოდ მრავალფეროვანი ინფორმაცია. ამიტომაც გამოიძახეს ბოჰდანი გამოძიების სახელმწიფო ბიუროში. მაგრამ მე არავის ვურჩევდი, რომ ბოჰდანის მართლაც დიდი და საკმაოდ საინტერესო ინტერვიუდან ყველაფერი მიეღო სარწმუნოდ. მე ვფიქრობ, რომ ანდრეი ბოჰდანი სრულად არის პასუხისმგებელი ზელენსკის ხელისუფლებაში მოყვანაზე, სწორედ ის სთავაზობდა ზელენსკის „ტურბო-რეჟიმს“ და სხვა ამდაგვარ იდეებს“, - აცხადებს ევჰენ მაგდა, კიევში მოქმედი „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი.

რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 33 წევრი ბელარუსში დააკავეს 28 ივლისს.

ბელარუსის ხელისუფლების მტკიცებით, დაქირავებულ „ვაგნერელებს“ უნდა მოეწყოთ დესტაბილიზაციის აქტები საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ბელარუსის გენერალურ პროკურატურას გაუგზავნა მოთხოვნა დაკავებულთა გადაცემის შესახებ.

მაგრამ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ ბელარუსმა დაკავებული რუსი მოქალაქეები გაათავისუფლა, რის შემდეგაც უკრაინის მიერ ძებნილი დაქირავებული მებრძოლების უდიდესი უმრავლესობა რუსეთში გაემგზავრა.

კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" სახელი უკავშირდება "პუტინის მზარეულად" ცნობილი მაგნატის, ევგენი პრიგოჟინის, სახელს. დაჯგუფების წევრები სხვადასხვა დროს საომარ ამოცანებს ასრულებდნენ სირიაში, ლიბიასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

რუსეთის ხელისუფლებას ოფიციალურად არასოდეს უღიარებია „ვაგნერის“ არსებობა.

კერძო სამხედრო კომპანია (კსკ)„ვაგნერზე“ დასმული შეკითხვის პასუხად ვლადიმირ პუტინმა საჯაროდ განაცხადა, რომ სირიაში მყოფი რუსეთის კერძო დაცვის კომპანიების თანამშრომლები საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ იღებენ, არამედ დაკავებული არიან „სახალხო-სამეურნეო საკითხებით“.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Прокуратура Москвы: школьник попал в больницу после наезда курьера-велосипедиста

Южный вестибюль станции Московского метрополитена Ленинский проспект

Киров оказался в конце рейтинга по качеству жизни в 2024 году

Многофункциональный комплекс построят в ТиНАО

Музыкальные новости

«Кубок футбольных мам» прошел на стадионе «Москвич» в Лобне

В поселке Калининец состоялся этап Чемпионата и Первенства Москвы и МО по кроссу «Кубок Kramar Motorsport»

Депутат ЗСК Виктор Тепляков посетил кризисный центр в храме «Всех скорбящих радость»

Экс-футболист Деменко: ЦСКА играл с "Зенитом" абсолютно на равных

Новости России

Главный диетолог Москвы: продукты на пикник надо тщательно подобрать и упаковать

Южный вестибюль станции Московского метрополитена Ленинский проспект

Синоптик Леус сообщил, что на Солнце произошла вторая X вспышка за сутки

Рассекреченные видеоматериалы СВР передадут в Музей Победы

Экология в России и мире

Travel-эксперт Тариел Гажиенко: какую страну выбрать для семейного отпуска

Названы самые простые способы попасть в Грецию: оказалось, что россияне вполне могут получить туда визу и отдохнуть там

С чем носить весной белые брюки: образы, которые вас омолодят

Вадим Арутюнов и его книга «Записки странствующего армянина»

Спорт в России и мире

Первая ракетка мира расплакалась после финала турнира с участием Рыбакиной

Российский теннисист Рублев вышел в финал турнира «Мастерс» в Мадриде

«Ну и кто сказал, что женский теннис — это скучно?» Свёнтек — после матча с Соболенко

На кураже: Рублёв пробился в финал «Мастерса» в Мадриде, Медведев снялся из-за травмы

Moscow.media

Сотрудники Росгвардии обеспечили безопасность встречи Благодатного огня в Москве

Travel-эксперт Тариел Гажиенко: какую страну выбрать для семейного отпуска

"Русские должны извиниться!": Таджики в гневе из-за запрета "тусить" в России

Компании в погоне за «золотой ИИ-лихорадкой» забыли о благополучии сотрудников











Топ новостей на этот час

Rss.plus






Ефимов: Почти семь тысяч рабочих мест создадут в четырех проектах комплексного развития территорий

Многофункциональный комплекс построят в ТиНАО

В РПЦ рассказали о наращивании присутствия в Азии

Метрополитен Москвы сделал карты "Тройка" в честь 30-летия домена .RU и Рунета