თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 13 სექტემბერს კორონავირუსის დადასტურებული 152 შემთხვევის უმრავლესობა, 90 შემთხვევა, აჭარაში დაფიქსირდა.
15 ქუთაისის სკოლის კლასტერია, 15 - „ენგურჰესის“, 17 დაავადებულთან კონტაქტია, ხოლო 4 - შემოტანილი შემთხვევა.
ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე გრძელდება 11 შემთხვევის კონტაქტების კვლევა.
გამოჯანმრთელებულია 6 პაციენტი.
კორონავირუსით ინფიცირებული 831 პაციენტიდან, რომლებიც კლინიკებსა და სასტუმროებში გადიან მეთვალყურეობასა და მკურნალობას, 4 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 25-ის კი მძიმე. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო ან მსუბუქი სიმძიმისაა.
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფიცირებულებს შორის არიან არასრულწლოვნებიც, თუმცა მათ ძირითადად დაავადების უსიმპტომო ფორმა აქვთ.
13 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2227 დადასტურებული შემთხვევაა.