Мы в Telegram
Добавить новость

Презентация новых Apple iPad пройдёт в удобное для европейцев и китайцев время

На Подмосковном ипподроме состоялось масштабное открытие летнего бегового сезона

Актриса Полина Лазарева: Я хотела создать кино, которое не покажется вторичным

Захарова: между странами Прибалтики и РФ разорваны все межгосударственные связи

World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

საოკუპაციო ძალებმა „ბორდერიზაცია“ ხურვალეთში გააგრძელეს

საოკუპაციო ძალებმა „ბორდერიზაცია“ ხურვალეთში გააგრძელეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელი ლუდა სალია დილიდანვე აკვირდებოდა სოფლის მიმდებარე ქედზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მუშაობას. მათ ადგილზე მიიტანეს ძელები, გათხარეს ორმოები და ამ ძელების ჩასმა დაიწყეს. ლუდა სალია ამბობს, რომ ქედზე დილიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც ავიდნენ, მაგრამ ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულმა შეიარაღებულმა პირებმა მუშაობა მაინც დაუბრკოლებლად გააგრძელეს. სალიას თქმით, სოფლის ქედზე წლების წინ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს, ახლა კი ამ ბანერების წინ, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და ძელების ჩასმა დაიწყეს.

„ეს არის ორჭოსანსა და ხურვალეთს შორის არსებული ტერიტორია. დილიდან ქართული პოლიციის მანქანები დგანან ბექობზე და მორიგეობენ. მიდის ბორდერიზაცია. ძალიან მეშინია მისვლის. ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორია აქეთ არის და იქ მუშაობენ რუსები. ახლა მთავარია, დაბლა არ ჩამოვიდნენ, რადგან სოფლის სკოლა იქვე ახლოს არის“, - ამბობს ლუდა სალია.

 

ხურვალეთში პატრულირებს პოლიცია, ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც იმყოფებიან, ადგილობრივ მოსახლეობას კი ამ ქედზე საქონლის გარეკვის მაინც ეშინია, რადგან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ამ ადგილებში საქართველოს მოქალაქეებს ხშირად აკავებენ. სოფლის მცხოვრები პავლე ბოლოთაშვილი ამბობს, რომ ქედის სიახლოვეს საქონლის გარეკვა უკვე საშიშია:

„ყველა დაშინებულები ვართ. ბოძები უკვე დარჭობილია. აქეთ, ჩვენს ტერიტორიაზე არიან გადმოსულები. დღეს შევამჩნიეთ, რომ უკვე ამ ბოძებზე მავთულხლართებს ავლებენ და ჩვენი პოლიციაც მანდ დგას. ყველა დაშინებულია, იმიტომ რომ ჩვენი საქონელი მაგ ქედზე დადის და იქით თუ გადავიდა, მწყემსი დაკავების შიშით უკან გამოსარეკად ვერ გაჰყვება“.

 

სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მავთულხლართების გავლება 2011 წელს დაიწყეს და სოფელი ორ ნაწილად გაყვეს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა სოფლის მცხოვრები დათა ვანიშვილი, რომელიც მცოცავი ოკუპაციის სიმბოლოდ იქცა. დათა ვანიშვილთან ხშირად ჩადიან საქართველოში ჩამოსული სხვადასხვა ქვეყნების უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები და ადგილზე ხედავენ ბორდერიზაციის გამო გაყოფილ ოჯახებს, ნათესავებს და მიტაცებულ ტერიტორიებს.

ხურვალეთში ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავაც ჩავიდა, რომელმაც საქართველოს ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა.

„ოკუპანტებმა დღეს დილიდან განაახლეს ბორდერიზაცია. ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ კვლავ გადმოიწია ოკუპაციის ხაზმა ჩვენ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. ვხედავთ, რომ რუსი ოკუპანტები სოფლის იმ ნაწილში არიან გადმოსულები, რომელსაც, წესით, ჩვენი ხელისუფლება უნდა აკონტროლებდეს. დამონტაჟებულია, დაახლოებით, 20- მდე ბოძი და ჩვენი ხელისუფლებიდან მხოლოდ სტანდარტულ განცხადებებს ვისმენთ. მხოლოდ შაბლონური განცხადებები კეთდება ხელისუფლების მხრიდან. ქმედით რეაგირებას მთავრობის მხრიდან ჩვენ ვერ ვხედავთ“.

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ხურვალეთში დაწყებული მცოცავი ოკუპაციის შესახებ განცხადება გაავრცელა და ფაქტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას აცნობა.

„გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთთან მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდა უკანონო ე. წ. ბორდერიზაციის მორიგი ქმედება. საოკუპაციო ძალებმა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ძელები ჩასვეს, რომლებიც ღობეების დასამონტაჟებლად არის განკუთვნილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა „ცხელი ხაზი“ და მოთხოვნილ იქნა უსაფრთხოების გარემოს უკიდურესად დამაზიანებელი ზემოაღნიშნული უკანონო ქმედების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

საოკუპაციო ძალების მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ასევე, ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია ეცნობება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.

საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დესტრუქციული ქმედებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას“, - აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

 

საოკუპაციო ძალები გორის, ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტების სოფლებში წელს სამ ლოკაციაზე გამოჩნდნენ. აპრილში მათ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირში ახალი ღობეები გაავლეს და ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებაში არსებული, დაახლოებით, 15 ჰექტარამდე მიწის ფართობი ოკუპაციის ხაზს მიღმა მოაქციეს. 2 სექტემბერს საოკუპაციო ძალების ტექნიკა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილას მინდორში გამოჩნდა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, სოფლის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ხშირად ჩნდებიან, პატრულირებენ შეიარაღებული პირები, ამონტაჟებენ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერებს და პერიოდულად ხნულებს ავლებენ. ახალი ხნულები მათ საოკუპაციო ბანერების მოშორებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გაავლეს. საოკუპაციო ძალებმა „ბორდერიზაციის“ პროცესი ახლა სოფელ ხურვალეთში გააგრძელეს. ქედზე, სადაც ბოძები დაამონტაჟეს, იქვე სოფლის სასაფლაოა, სასაფლაოს გვერდით კი ხურვალეთის სკოლაა. სოფლის მცხოვრებლებს ახლა ყველაზე მეტად იმის ეშინიათ, რომ საოკუპაციო ძალები სკოლას მიუახლოვდებიან.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Президент Кубы Диас-Канель планирует посетить парад Победы 9 мая

Путин и Собянин на службе в честь Пасхи в храме Христа Спасителя

Ученые НИУ МЭИ создали инновационный метод производства водорода из газовых отходов

Шесть скейт-парков и роллердром работают на площадках «Московских сезонов»

Музыкальные новости

Выпускники БРХК вновь выступят на одной сцене

ЦБ выпустил монету с томским памятником в рамках серии "Города трудовой доблести"

Страх Рахмона: Таджикистан получит экономический коллапс и уличные бунты

Оренбургские динамовцы завоевали золото Всероссийского турнира Общества «Динамо» по хоккею

Новости России

Балерина Анастасия Волочкова села на шпагат на Мальдивах

Задержан занимающейся газификацией в Чите Станислав Неверов

«Известия»: Новостройки в России подорожали вдвое после запуска льготной ипотеки

Захарова: между странами Прибалтики и РФ разорваны все межгосударственные связи

Экология в России и мире

6 городов России, где можно увидеть белые ночи кроме Санкт-Петербурга

Несколько вопросов и ответов для подростков про Инфекции, Передающиеся Половым Путем

Продвижение новых песен с высоким результатом

В Москве открылся концепт-павильон современных русских дизайнеров и художников

Спорт в России и мире

Свентек переиграла Соболенко и выиграла титул WTA в Мадриде

"Я играю и зарабатываю хорошие деньги, но...". Рыбакина назвала главную проблему в женском теннисе

Российский бизнесмен обвинил Алькараса в договорных матчах. Он направил письмо в ATP

Соболенко и Швентек сыграют в финале турнира WTA в Мадриде

Moscow.media

Дайджест новостей «Грузовичкоф» за апрель 

White Queen Birthday party «Королева морей»

В Россию привезли экземпляр пикапа от Илона Маска

Компания BelkaCar нарастила выручку до 5,3 млрд по результатам 2023 года











Топ новостей на этот час

Rss.plus






Презентация новых Apple iPad пройдёт в удобное для европейцев и китайцев время

Президент Кубы Диас-Канель планирует посетить парад Победы 9 мая

Задержан занимающейся газификацией в Чите Станислав Неверов

На Подмосковном ипподроме состоялось масштабное открытие летнего бегового сезона