სულ მცირე 18 მაღაროელი დაიღუპა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად მარმარილოს მაღაროში.
შემთხვევის ადგილზე მყოფი მაშველები ცდილობენ მაღაროში, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების შველას.
ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.
ტრაგედია 7 სექტემბრის გვიან ღამით დატრიალდა ავღანეთის საზღვრის მახლობლად მდებარე ხაიბერ-პახტუნხვის პროვინციაში.
მთაგორიან პაკისტანში, სადაც მრავალი მაღარო მოქმედებს, ასეთი ინციდენტები ადრეც მომხდარა.