– ჯერჯერობით მესამე პოლიტიკურ ძალას ვერ ვხედავ, რომელიც ორპოლუსიანობას დაამსხვრევს. თუმცა იმედი მაქვს, რომ ბევრი პარტიის შესვლა პარლამენტში სიატუაციას შეცვლის. თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია პარლამენტის ტრიბუნიდან თავს გამოიჩენს, გახდება კიდეც მთავარი ძალა. არათუ პარტიას, ცალკეულ პერსონებსაც ეძლევათ ამის შანსი. შეგახსენებთ, რომ დავით უსუფაშვილმა თავი გამოჩინა როგორც პარლამენტის კარგმა თავმჯდომარემ და შესაბამისად ხალხის კეთილგანწყობაც დაიმსახურა.
რჩება შთაბეჭდილება, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დანარჩენი ოპოზიციისგან დისტანცირებას ცდილობს, ამის მიზეზი არის ის, რომ “ნაცმოძრაობას” თავდაპირველად რევოლუციური სცენარით უნდოდა მოვლენების განვითარება. რევოლუციას კი ბევრი პარტიის ერთად ყოფნა სჭირდება. როდესაც მიხვდნენ, რომ რევოლუციური სცენარის განვითარება შეუძლებელი იქნებოდა, წავიდნენ საარჩევნო გზით. ამ გზით სიარულში კი მათ დანარჩენი ოპოზციური პარტიები აღარაფერში დასჭირდათ. მიხვდნენ, რომ ერთად ყოფნის შემხთვევაში “ნაციონალურ მოძრაობას” სხვა პარტიებისთვის მანდატების გადანაწილება მოუწევდა. ამიტომ როგორც ყველაზე რეიტინგულმა ოპოზიციურმა ძალამ გადაწყვიტა, რომ ყველამ იმდენი ხმა მიიღოს ამ არჩევნებიდან, რამდენსაც დამოუკიდებლად შეძლებს. რაც შეეხება სააკაშვილს, მისი ქმედებები და განცხადებები აღარანაირ ლოგიკაში არ ჯდება. უკვე საკუთარ პარტიას აზარალებს, ზოგიერთ პოლიტოლოგსა და ექსპერტს კითხვაც კი გაუჩნდა ბიძინა ივანიშვილი ხომ არ აფინანსებსო?
ვრცლად იხილეთ kvirispalitra.ge