Мы в Telegram
Добавить новость

Российские ученые изобрели пластырь, который предотвращает рецидивы рака

Собянин: В Москве будет создан крупнейший комплекс по ремонту вагонов метро

Эксперт Худалов спрогнозировал рекордные цены на золото из-за инфляции в США

Напавших на пост ДПС под Карачаевском разыскивали по делу о стрельбе



World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

კიბერშეტევა არჩევნების წინ - ეჭვები მოსკოვისკენ

ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე და ლუგარის ლაბორატორიის მონაცემთა ბაზებზე 1 სექტემბერს განხორციელებულ კიბერშეტევაში რუსეთის ბრალეულობა ჯერ დადასტურებული არ არის. მაგრამ ხელწერისა და წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოში ეჭვი თითქმის არავის ეპარება, რომ მომხდარის უკან კრემლი დგას.

ოფიციალური სტრუქტურები არ ასაჯაროებენ იმ ვებგვერდის სახელსა და მისამართს, რომელზეც აიტვირთა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერული სისტემიდან და ლუგარის ლაბორატორიის მონაცემთა ბაზებიდან მოპარული ინფორმაცია. შს სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ ეტაპზე ეს ინფორმაცია არ გასაჯაროვდება და არც დამატებითი განმარტებები გაკეთდება.

შს სამინისტროს მიერ 3 სექტემბერს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით კი, ვიცით მხოლოდ შემდეგი:

„კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის შედეგად მოპოვებული, ავთენტიკური დოკუმენტაციის ნაწილი ამჟამად ატვირთულია ერთ-ერთ უცხოურ ვებ-გვერდზე და მასობრივი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია“.

„ამასთან ერთად, აღნიშნულ ვებ-გვერდზე ატვირთულია აშკარად ფალსიფიცირებული დოკუმენტები, რომლებიც განზრახ არის გაყალბებული საზოგადოების დაშინების, მათში დაბნეულობისა და უნდობლობის დანერგვის მიზნით“.

კიბერშეტევა „ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა“.

 

შესაბამისად, უპასუხოთ რჩება მნიშვნელოვანი შეკითხვები და მაგალითად: ეს პლატფორმა სპეციალურად ამ კობერშეტევის კვალდაკვალ შეიქმნა თუ მანამდეც მოქმედებდა და რა ენაზე ფუნქციონირებს ის.

მოპარული ინფორმაციის მასპინძელ ვებსაიტს ამ ეტაპზე ვერც მედიის განვითარების ფონდის“ (MDF) მკვლევარებმა მიაგნეს. თუმცა როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი, სოფო გელავა გვეუბნება - მომხდარის ხელწერიდან და წინა წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, კვალი პირველ რიგში სწორედ რუსეთისკენ მიგვითითებს.

„რომ გადავხედოთ, რა დეზინფორმაციულ კამპანიას ავრცელებენ კრემლი და მისი სატელიტები ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად გასაგებია, ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს კონკრეტული დოკუმენტების მოპარვა.

თანაც ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა შეღწევა ხდება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაში, ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული კონკრეტული დოკუმენტების მოპარვის მიზნით.

2018 წელს კრემლთან დაკავშირებული ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებიც ავთენტური იყო. რამდენიმე თვის წინ მოვიკითხეთ შს სამინისტროში და გვითხრეს, რომ გამოძიება ჯერ ისევ მიმდინარეობს“.

ე.წ. ჟურნალისტურ გამოძიებაში ჯანდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული მასალები 2018 წელს ბულგარელმა ჟურნალისტმა, დალია გაიტანჯიევამ გამოაქვეყნა. MDF-ის ინფორმაციით, ის პირდაპირ არის კრემლთან დაკავშირებული და სტატიებს წერს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მედიისთვის.

სოფო გელავა გვეუბნება, რომ - გაიტანჯიევას მიერ ორი წლის წინ გამოქვეყნებულ ე.წ. საგამოძიებო სტატიას მოჰყვა ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ კრემლის პროპაგანდისტული მანქანის გაძლიერება და „შესაძლოა, ეს ახლაც ამისთვის გაკეთდა“.

ჟურნალისტ გაიტანჯიევას ხელში მოხვედრილი მასალები განსაკუთრებულ საიდუმლო ინფორმაციას არ შეიცავდა. თუმცა გამოქვეყნებული იყო სახელმწიფო სტრუქტურებისა და საელჩოს იმ ტიპის შიდა მიმოწერებიც, რომლებიც, როგორც წესი, არასოდეს ქვეყნდება.

1 სექტემბერს განხორციელებულ მორიგ კიბერშეტევას მოახლოებულ არჩევნებში ჩარევად განიხილავს MDF-ის წარმომადგენელი სოფო გელავა. ის თვლის, რომ კიბერშეტევის მიზანს ამომრჩევლებში ეჭვის დანერგვა, აღელვება და დაპირისპირება წარმოადგენს - „ამომრჩევლებს შეიძლება გაუჩინონ ეჭვი, რომ ამერიკელების მიერ დაფუძნებულ ლუგარის ლაბორატორიაში მართლაც რაღაც უკანონო ხდება“.

ბოლო კიბერშეტევა ვის დაბრალდება, ამის წინასწარ თქმისგან თავს იკავებენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები. თუმცა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ბოლო პერიოდში რამდენჯერმე გაიმეორა, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩარევას შეეცდება.

1 სექტემბრის კიბერშეტევას სწორედ არჩევნების კონტექსტში განიხილავს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი. როგორც მან 4 სექტემბერს განაცხადა, წინასაარჩევნო პერიოდში აუცილებლად სათანადოდ უნდა შეფასდეს შემდგომ კიბერშეტევათა რისკები .

ბოლო კიბერშეტევაში რუსეთს პირდაპირ ან ირიბად ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი.

„ეს საქართველოს დაშინების მორიგი მცდელობაა. ასევე, ნიშანდობლივია და მთელ რიგ კითხვებს ბადებს თავდასხმისათვის შერჩეული დრო და ის უსუსური მინიშნებები და მცდელობები, რაც პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით გამოიყენა რუსულმა მხარემ ალექსეი ნავალნის მოწამვლისას გამოყენებული ნივთიერების წარმომავლობასთან დაკავშირებით“ - საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

„დიდი ალბათობით, ვფიქრობ, რომ რუსული სპეცსამსახურების მიერ არის ეს კიბერშეტევა ორგანიზებული. ეს ჰიბრიდული ომის ნაწილია... მთავარი ამოცანაა პროპაგანდა და დეზინფორმაცია“ -

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილი.

„შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ბოლო პერიოდში საკმაოდ დაძაბული განცხადებების გაცვლა-გამოცვლა რუსეთთან, მათი უსაფუძვლო ბრალდებები, ამ ბრალდებებზე ხისტი პასუხი, რაც ჩვენგან მოისმინეს, გარკვეულწილად არის ეს კიბერშეტევა გამოძახილი ამ ბოლო პერიოდის მოვლენების“ - პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი.

კიბერთავდასხმის ფაქტის გასაჯაროებას წინ უძღოდა რუსეთის ხელისუფლებიდან წამოსული კონკრეტული მესიჯი.

რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, იური შვიტკინმა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით თქვა, რომ -„ნოვიჩოკის“ ჯგუფის მომწამლავ ნივთიერებას რუსეთი არ აწარმოებს და შესაბამისი ლაბორატორიები საქართველოში და ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს.

მოსკოვიდან მსგავსი მესიჯები ვრცელდებოდა 2018 წელსაც, როცა ბრიტანეთში სწორედ "ნოვიჩოკით" მოწამლეს ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი.

საქართველოს შემთხვევაში შარშან უკვე დადასტურდა, რომ 2019 წლის ოქტომბერში სახელმწიფო სტრუქტურებისა და მედიის კომპიუტერულ სისტემებზე მომხდარი თავდასხმაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ხელი ერია. ეს ფაქტი საქართველომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დაადასტურა.

2019 წლის 28 ოქტომბერს კიბერთავდამსხმელებმა დაამახინჯეს კომპანია „პროსერვისის“ სერვერებზე განთავსებული 2 000 სახელმწიფო და კერძო ვებსაიტი და მათზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო განათავსეს წარწერით „I’LL BE BACK“ (მე დავბრუნდები).

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Дмитрий Кокорев покинул пост главного тренера хоккейного клуба «Сочи»

Несколько категорий граждан в РФ освободят от комиссий при оплате ЖКУ с 1 июля

На здании Русского дома в индийском штате Керала подняли Знамя Победы

В ближайшие часы в Москве ожидается усиление ветра до 17 м/с

Музыкальные новости

«Динамо» подложило под «Зенит» бомбу! «Краснодар» может возглавить РПЛ за четыре тура до конца

Электрокроссовер Voyah Free получил новую версию для России. Ее представили в Москве

Природа России 81

Улан-Удэнский ЛВРЗ подвел производственные итоги первого квартала 2024 года

Новости России

Дмитрий Кокорев покинул пост главного тренера хоккейного клуба «Сочи»

Тарифы речного электротранспорта в Москве изменятся с 1 мая

В Подмосковье вспыхнул склад с пластиковыми трубами

Несколько категорий граждан в РФ освободят от комиссий при оплате ЖКУ с 1 июля

Экология в России и мире

Весенние субботники прошли на предприятиях «Московского» филиала ООО «ЛокоТех-Сервис»

Оформить медицинскую книжку

Куда поехать на майские праздники в России: топ-7 направлений

Чем перекусить без вреда для здоровья и фигуры?

Спорт в России и мире

Прямая трансляция матчей Рыбакиной и Путинцевой за выход в 1/8 финала турнира в Мадриде

Мирра Андреева обыграла Вондроушову в третьем круге турнира WTA в Мадриде

Елена Рыбакина выступила с критикой в адрес WTA

Медведев сыграет с Бубликом в Мадриде 

Moscow.media

Франция выкупит ключевые активы IT-гиганта Atos из-за долгов

"Банда четырех" против демократии

Уверенность в каждом дне вместе с автомобилем HAVAL

«1418»: выставка секции «Арт-фото» ТСХР в зале «Лаврушинский`15»











Топ новостей на этот час

Rss.plus






Дмитрий Кокорев покинул пост главного тренера хоккейного клуба «Сочи»

Гуцул заявила о невиновности перед судом по делу о финансировании партии «Шор»

Национальная бизнес-премия: Олег Мочалов стал «Инженером года в энергетической отрасли» 

В ближайшие часы в Москве ожидается усиление ветра до 17 м/с