ნივთიერება Citriodiol-ს, რომელიც შედის მწერებისაგან დამცველ საშუალებაში, შეუძლია კორონავირუსის ახალი ტიპის შტამის განადგურება, ამის შესახებ იტყობინება Sky News
ჯერ კიდევ აპრილში, ბრიტანელმა სამხედროებმა მიიღეს რეპელენტი Citriodiol-ით, რომელიც კორონავირუსისგან დაცვის სასარგებლო საშუალება აღმოჩნდა. იმ მომენტისათვის კომპონენტი ცნობილი იყო იმით, რომ კორონავირუსის სხვა სახეობებს ანადგურებდა. შედეგად, მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევები, იმისათვის რათა დარწმუნებულიყვნენ აღნიშნულის ჭეშმარიტებაში.
წინასწარი შედეგები მიუთითებს, რომ Citriodiol ეფექტურია ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ მხოლოდ რეპელენტის მიღება საკმარისი არ არის. ეს პროდუქტი უნდა იქნას გამოყენებული, როგორც დაცვის დამატებითი საშუალება ნიღბებთან, ხელის დაბანასთან და სხვა ზომებთან ერთად.
Citriodiol ბუნებრივი რეპელენტია, რომელიც მზადდება ევკალიპტის ხის ფოთლებისა და ტოტების ზეთისგან.