„ბელარუსი და საქართველო იმის სახიფათო შეხსენებაა, თუ რა ხდება ხოლმე, როცა უსაფრთხოების ვაკუუმს წარმოშობ და კარს უხსნი რუსეთის მხრიდან ჩარევას. აშშ-მა და ევროპის კავშირმა თვალყური უნდა ადევნოს საქართველოს“, წერს ცნობილი ამერიკელი ანალიტიკოსი, ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფილი სარდალი, გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი საინტერნეტო გამოცემა The Hill-ში.
ავტორი საგანგაშოდ მიიჩნევს უკანასკნელი წლების ტენდენციას საქართველოს ეკონომიკაში – პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრ შემცირებას (2017 წლის შემდეგ 40%-იანი ვარდნა). მისი აზრით, ეს მხოლოდ მთავრობის ბრალია და ამის დასტურად მოჰყავს ორი პროექტი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და ბოჭკოვანი ციფრული კაბელის გაყვანა.
ვრცლად იხილეთ აქ