მწერალი ტორესა მოსი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“სიღარიბე მძულს. სიღარიბე ნიშნავს უხარისხო ჯანდაცვას, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას, გაუმართავ ავტომობილებს, მოუწესრიგებელ გარემოს, მუდმივ სტრესს, დაძაბულობას, სიღარიბე აქცევს ადამიანის ცხოვრებას ჯოჯოხეთად, სიღარიბე გვტოვებს დაუცველებად საფრთხეების პირისპირ, სიღარიბე ადამიანურ სახეს გვაკარგვინებს, სიღარიბე ნიშნავს ცუდ კვებას და სიღარიბე ამცირებს ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობას. ამიტომ მთავარი კითხვა ის კი არ არის ვის უფრო მეტად უყვარს სამშობლო, ვინ როგორი კაცი ან ქალია, ვის რა უკეთებია, სად ლოცულობს, რისი სწამს და ა.შ. მთავარი კითხვაა ვის შეუძლია შექმნას ჩვენი სწრაფი გამდიდრებისთვის საჭირო გარემო.
ეს კი თავის მხრივ ნიშნავს: სამართლიან სასამართლოს, სახელმწიფოს ხელში არსებული ქონების დაბრუნებას ამ ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის თანაბრად, საკუთრების უკომპრომისო დაცვას, მეტ თავისუფლებას თითოეული ადამიანისთვის, რაც შეიძლება დაბალ გადასახადს, რაც შეიძლება ნაკლებ ბიუროკრატიას. სხვა ყველაფერი არის სადღეგრძელო, მაგაში ნაღდად ვერავინ გვჯობს, მაგრამ ფაქტია არაფერში გვადგება.”