Мы в Telegram
Добавить новость

Выпускной вечер ЦДШИ «Гармония» прошел в Наро-Фоминском округе

Спортсмены-паралимпийцы приняли участие в параде-шествии на ВДНХ в Москве

Депутаты предложили ввести досрочную пенсию педагогам среднего профобразования

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о современных отечественных разработках в нефтедобыче

World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ოჯახების წევრებს მოთმინების ფიალა ევსებათ

ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ოჯახების წევრებს მოთმინების ფიალა ევსებათ

„ყურადღებას საერთოდ აღარავინ გვაქცევს, ახალი ინფორმაცია საერთოდ აღარ გვაქვს, წითელი ჯვარიც მხოლოდ იმას გვეუბნება, რომ არ გვიშვებენო. აღარ ვიცით, რა გავაკეთოთ“, - ეს სიტყვები რადიო თავისუფლებას ზაზა გახელაძის ცოლმა, ირმა ბუთხუზმა, უთხრა. თვეზე მეტი გავიდა, რაც ქვემოჭალელი ზაზა გახელაძე სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დაჭრეს და დააკავეს. ამის შემდეგ ზაზა გახელაძე ჯერ ორკვირიან კარანტინში იმყოფებოდა, იქიდან კი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. დე ფაქტო პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზაზა გახელაძეს ბრალად ედება სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა. გახელაძის ოჯახში დაკავებულის შესახებ ახალი ინფორმაცია არა აქვთ. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლოს მათ 30 ივლისს ერგნეთის შეხვედრის დასრულების შემდეგ ესაუბრნენ და მხოლოდ ის უთხრეს, რომ ზაზას ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.

„ერთი დამაიმედებელი სიტყვაც კი აღარ თქმულა. რაღას უნდა ველოდეთ, არ ვიცით. ეს დუმილი სულ უფრო ნეგატიურად მოქმედებს ჩვენზე. წითელ ჯვარს ეს პასუხი აქვს: „არ გვიშვებენ“. ალბათ, მალე მივალთ იმ ზომამდე, რომ აქციებს დავიწყებთ“, - ამბობს ირმა ბუთხუზი და ხელისუფლებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს დაკავებულის მიმართ მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს.

ცხინვალის იზოლატორში მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ 16 აგვისტოს სპეციალური განცხადება გაავრცელა სახელმწიფო მინისტრის აპარატმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შესაბამის უწყებებთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ ამჟამად ცხინვალის იზოლატორში მყოფი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ოჯახებში დასაბრუნებლად.

უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეების დაკავების პირველივე დღიდან სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

„დაკავების მომენტიდან დღემდე სხვადასხვა არხებით ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ შესაბამის უწყებებთან ერთად. ამოქმედებულია ყველა მექანიზმი, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს, ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლება, რომლებიც ამჟამად ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან. დაკავების პირველივე დღიდან სახელმწიფო მინისტრის აპარატი აწარმოებს ორმხრივ შეხვედრებს საქართველოში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, ასევე კონფლიქტის მიმართულებით მომუშავე შესაბამის საერთაშორისო პარტნიორებთან, რაც გაგრძელდება სახელმწიფო მინისტრის უშუალო ჩართულობით. ვიმედოვნებთ, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს საშუალება მიეცემათ მოინახულონ უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეები და სრული ინფორმაცია მიაწოდონ ოჯახებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

IPRM-ის მორიგი შეხვედრა ერგნეთში ჩანიშნულია 24 სექტემბერს, სადაც ეს საკითხი უმწვავესად იქნება დაყენებული ჩვენი მხრიდან. თუმცა გამოვთქვამთ დიდ იმედს, რომ ყველა იმ ძალისხმევის შედეგად, რასაც ჩვენი სახელმწიფო ატარებს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ჩვენი მოქალაქეები უახლოეს მომავალში დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს”, - ნათქვამია განცხადებაში.

ზაზა გახელაძის დაკავებიდან 37 დღეა გასული და ოჯახს მხოლოდ განცხადებები ესმის. სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები ხვიჩა მღებრიშვილი კი, უკვე 45 დღეა, ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. მისმა ოჯახმა ცხინვალიდან მიიღო ინფორმაცია, რომ სასამართლო პროცესი 20 აგვისტოს გაიმართება, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლებას ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ოჯახს იმედი აქვს, რომ გატაცებულ მამაკაცს მხოლოდ ე.წ. საზღვრის გადაკვეთისთვის გაასამართლებენ და ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ საპატიმროდან გაათავისუფლებენ, თუ არა, მღებრიშვილებიც აქციების გამართვას აპირებენ.

„წითელი ჯვარი ამ დრომდე ვერ ახერხებს შესვლას. 20-ში ველოდებით მის გათავისუფლებას. როგორც გავიგეთ, მხოლოდ ე. წ. საზღვრის გადაკვეთისთვის ასამართლებენ და ღამურების ბრალდება მოუხსნეს. თუ არ გამოუშვებენ, აქციებს გავმართავთ და არა მარტო მეჯვრისხევში, ცენტრალურ მაგისტრალსაც გადავკეტავთ", - აცხადებს დაკავებულის ძმა, ნუგზარ მღებრიშვილი.

ხვიჩა მღებრიშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიახლოვეს, სოფელ აძვისთავთან, დააკავეს და, ე. წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდების გარდა, წითელ წიგნში შეტანილი იშვიათი სახეობების მოპოვების მცდელობაც დააბრალეს. საუბარია ცხინვალის რეგიონში ღამურების მოპოვებაზე, ღამურებისა, რომლებიც, თითქოსდა, ლუგარის ცენტრს საკვლევ მასალად სჭირდებოდა და მღებრიშვილს 5 000-დან 10 000 დოლარამდე თანხად უნდა გაეყიდა. მღებრიშვილის აღიარებითი ვიდეოჩვენება დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა, თუმცა მღებრიშვილის ოჯახის წევრები ამ ვერსიას აბსურდად და ცხინვალის მიერ დადგმულ მორიგ სპექტაკლად მიიჩნევენ. ერგნეთის შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ, განაცხადა, რომ ღამურების მოპოვების ბრალდების ნაწილში დე ფაქტო ხელისუფლება აღარაფერს ამბობს.

„მღებრიშვილის საკითხზე დაისვა კონკრეტული შეკითხვა, ე.წ. ბრალი რა ფორმით იყო ინკრიმინირებული. მიღებული პასუხის მიხედვით, მას ე.წ. ბრალი ედება უკანონო საზღვრის უკანონო კვეთაში. რაც შეეხება ღამურების ეპიზოდს, ჩვენ ვერ მივიღეთ დადასტურება, რომ მღებრიშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა ადგილობრივი ფლორის ხელყოფის მცდელობას“, - აღნიშნა ანთაძემ.

საქართველოს ხელისუფლება ცხინვალის ციხიდან საქართველოს სამი მოქალაქის გათავისუფლებას უპირობოდ მოითხოვს. ზაზა გახელაძის და ხვიჩა მღებრიშვილის გარდა, ლაპარაკია გენადი ბესტაევზე, რომელიც ცხინვალის ციხეში, ე.წ. საზღვრის მრავალჯერადი „დარღვევისა“ და ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდის ბრალდებით, ორწლიან სასჯელს იხდის.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Число МСП в Подмосковье в среднем растет на 25 тыс в год

Еще 44 человека расселили из аварийных домов Подмосковья за неделю

4000 за 4 пожара: в Петербурге двое москвичей попались после неудачного поджога покрышек

Москвичам пообещали очень жаркое начало лета

Музыкальные новости

Ростовский-на-Дону ЭРЗ отмечает 150 лет со дня основания

В ярославском Штабе отметили День славянской письменности и культуры

Сотрудники Росгвардии обеспечили безопасность транспортировки ракеты-носителя «Союз-2.1б» и грузового корабля «Прогресс МС-27» на космодроме «Байконур»

Сати Казанова, Ирина Нельсон, рэпер Gazan и другие артисты высказались о медитации

Новости России

«OTTA-orchestra» и оркестр филармонии Подмосковья 2 июня приглашают на концерт

Еще 44 человека расселили из аварийных домов Подмосковья за неделю

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о современных отечественных разработках в нефтедобыче

В индустриальном парке «Руднево» протестируют беспилотники

Экология в России и мире

В Реутове обсудили профессиональное становление инвалидов и лиц с ОВЗ

Исполнитель хита “На Заре 2020” Сергей АРУТЮНОВ оживил ещё один хит из 20-го века и выпустил песню “Лететь” вместе с её создателями - группой Амега.

23 МАЯ РОССИЙСКАЯ МЕЖДУНАРОДНАЯ АКАДЕМИЯ ТУРИЗМА ОТМЕТИЛА СВОЙ 55-Й ДЕНЬ РОЖДЕНИЯ. ФОТОРЕПОРТАЖ

Театрально-кукольные вести из Бурятского театра "Ульгэр": Россия, Культура, Театр, Дети - Серебряные звездочки засветились в буддийском дацане в Иволге

Спорт в России и мире

Рыбакина рассказала о болезни перед стартом на «Ролан Гаррос»

В Париже стартует «Ролан Гаррос» открытый чемпионат Франции по теннису

Касаткина опустилась на 13-ю строчку в рейтинге WTA, Рахимова поднялась на 18

Хромачёва и Сизикова пробились в финал турнира WTA в Рабате в парном разряде

Moscow.media

По нацпроекту приводят к нормативу опорную сеть дорог Алтайского края

Афиша театра кукол Бурятии "Ульгэр": Россия, Культура, Театр, Дети - Спектакль "Курочка ряба"

По-хорошему у Путина с США не вышло. Один указ, который перевернул все санкции

Порядка 144 км дорог и 17 мостов приведут к нормативам по БКД в Поморье











Топ новостей на этот час

Rss.plus






Более 2,6 тысячи детей отдохнут в летних лагерях в Богородском округе

«OTTA-orchestra» и оркестр филармонии Подмосковья 2 июня приглашают на концерт

Депутаты предложили ввести досрочную пенсию педагогам среднего профобразования

НИКИ детства подписал соглашение о сотрудничестве с медцентром Узбекистана