კატეგორიულად უარვყოფთ და ვაცხადებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტს არათუ საქართველო, თბილისიც კი არ დაუტოვებია, - ასე პასუხობს საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, რომ თბილისიდან მინსკში გაფრინდა და ერთ საათში უკან დაბრუნდა თვითმფრინავი, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტი სარგებლობს.
ცნობა 16 აგვისტოს თბილისიდან მინსკში და უკან შესრულებული ავიარეისის შესახებ სოციალური მედიით გავრცელდა.
მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქების ქუჩებში 16 აგვისტოს ათეულათასობით ადამიანი გავიდა ქუჩებში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ალიაქსანდრ ლუკაშენკას კვლავ არჩევის წინააღმდეგ.
აქციების მონაწილეები მოითხოვდნენ საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენების ხელმეორედ დათვლას და პროტესტს გამოთქვამდნენ სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის წინააღმდეგ.