Мы в Telegram
Добавить новость

Жителям Подмосковья рассказали о лесопожарной обстановка в лесах на 26–28 мая

Мариинка представит в Большом две версии постановки оперы Глинки «Жизнь за царя»

Мосгаз подготовил более 5 тыс. специалистов в 2024 году

KP.RU: особняк Аллы Пугачевой в Истре подешевел из-за низкого спроса



World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ბელარუსის რეჟიმმა „წითელი ხაზი“ გადალახა

ბელარუსის რეჟიმმა „წითელი ხაზი“ გადალახა

11 აგვისტოს ევროპარლამენტართა ჯგუფმა გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომლის ავტორები „უსამართლოს და არალეგიტიმურს“ უწოდებენ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებს ბელარუსში და მოუწოდებენ ევროკავშირის ხელმძღვანელობას მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს ყველა მოხელეს, რომელსაც ბრალი მიუძღვის „არჩევნების გაყალბებაში, ძალადობასა და რეპრესიებში“.

მანამდე ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ ევროკავშირის ხელმძღვანელები, ევროკავშირის სამეზობლოსა და გაფართოების კომისარი, ოლივერ ვარჰელი, და ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ჯოზეფ ბორელი.

„დაუშვებელია და უნდა შეწყდეს ძალადობა და რეპრესიები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ბელარუსში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს არჩევნების გამჭვირვალობა“, - განაცხადა 10 აგვისტოს დავიდ სასოლმა, ევროპის პარლამენტის თავმჯდომარემ.

„რეჟიმის მოქმედება არის დანაშაულებრივი“

 

 

11 აგვისტოს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში 24 ევროპარლამენტარი გადაჭრით აცხადებს, რომ 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი და არც ლეგიტიმური.

„თავისუფლებისა და დემოკრატიული ცვლილებების მომხრე მოქალაქეების მიმართ უპრეცედენტო ძალადობისა და უმკაცრესი ზომების გამოყენებით ბელარუსის რეჟიმმა გადალახა წითელი ხაზი. ჩვენ ვგმობთ საარჩევნო პროცესში ათასობით ბელარუსის, მათ შორის უფლებადამცველების, პოლიტიკური ოპონენტებისა და მათი მომხრეების, ბლოგერებისა და მედიის წარმომადგენლების სასტიკი ძალით დარბევას და დაპატიმრებას, მათთვის მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლების ხელყოფას. არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების ღამით მათ წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას ჰქონდა მანამდე არნახული მასშტაბი და შეუძლებელია მისი გამართლება ან განმეორება“, - ნათქვამია ევროპარლამენტართა ჯგუფის ერთობლივ განცხადებაში.

 

ევროკავშირმა, ნატომ და აშშ-მა მოუწოდეს ბელარუსის ხელისუფლებას შეწყვიტოს რეპრესიები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა დაკავებული.

„ბელარუსის რეჟიმის მოქმედება არის დანაშაულებრივი. ის ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებსა და დემოკრატიის პრინციპებს. მეტიც, ის ეწინააღმდეგება ბელარუსი ხალხის ნებას. ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირის ხელმძღვანელობას შეაფასოს და შესაბამისად გადასინჯოს ევროკავშირის თანამშრომლობა ბელარუსთან. ამასთან, უნდა შეჩერდეს ევროკავშირ-ბელარუსის მოლაპარაკებები პარტნიორობის პრიორიტეტების შესახებ. ევროკავშირის ფინანსური დახმარება არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს მიმართული ბელარუსის რეჟიმის სასარგებლოდ, ის მიმართული უნდა იყოს ბელარუსი ხალხისკენ“, - ნათქვამია 24 ევროპარლამენტარის ერთობლივ განცხადებაში.

სანქციები ხელისუფლებას, დახმარება - არასამთავრობოებს

 

 

ამასთან, მიმართვის ავტორები მიიჩნევენ, რომ „ხელშესახები შედეგის“ მისაღწევად საჭიროა, რომ ბელარუსმა ხალხმა ევროკაშვირისგან ფინანსური დახმარება მიიღოს საიმედო პარტნიორების - „სამოქალაქო საზოგადოების“ - გზით და ასეთი მხარდაჭერა „მოთხოვნების შესაბამისად“ უნდა გაიზარდოს.

„ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირის ხელმძღვანელობას, რომ დაუწესოს სანქციები არჩევნების გაყალბებაში, ძალადობასა და რეპრესიებში დამნაშავე ყველა პირს. სანქციები უნდა ვრცელდებოდეს არა მხოლოდ ბელარუსის ხელისუფლების უმაღლეს პირებსა და მათი ოჯახების წევრებზე, არამედ რეპრესიული უწყებებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის საშუალო დონის მოხელეებზე. სავარაუდო შეზღუდვების ჩამონათვალი უნდა ითვალისწინებდეს მოგზაურობის აკრძალვას ევროკავშირის ფარგლებში და ანგარიშების გაყინვას მანამდე, სანამ ბელარუსში არ ჩატარდება ლეგიტიმური, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, - ნათქვამია ევროპარლამენტართა ჯგუფის ერთობლივ განცხადებაში.

ამ განცხადების ფონია ხელისუფლების მიერ 10-11 აგვისტოს მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დარბევა მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში.

უფლებადამცველ ცენტრ „ვიასნას“ ცნობით, მასობრივი საპროტესტო აქციების სასტიკად დარბევის შემდეგ მილიციამ დააკავა, დაახლოებით, 6 ათასი აქტივისტი. რამდენიმე ათეული დაშავდა.

ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა ერთი დემონსტრანტი.

ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები, რომელთა თანახმად, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკამ, მიიღო ხმების 80.23 %, ხოლო მისმა მთავარმა მეტოქემ, სვიატლანა ციხანოუსკაიამ, - 9.9 %. ბელარუსის საარჩევნო ადმინისტრაციისავე ცნობით, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა იყო 84.23 %.

ბელარუსში საარჩევნო უბნების დახურვიდან მალევე დაიწყო საპროტესტო გამოსვლები არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინაღმდეგ გამოიყენა სპეციალური საშუალებები: რეზინის ტყვიები, ხმოვანი და ცრემლსადენი ყუმბარები.

ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ 10 აგვისტოს დატოვა ბელარუსი და ამჟამად ლიეტუვაში იმყოფება.

მან მოუწოდა მომხრეებს შეწყვიტონ საპროტესტო გამოსვლები. „ბელარუსებო, მოგიწოდებთ კეთილგონიერებისა და კანონების პატივისცემისკენ. მე არ მსურს სისხლი და ძალადობა. მე გთხოვთ თქვენ, არ დაუპირისპირდეთ მილიციას, არ გამოხვიდეთ მოედნებზე, არ ჩაიგდოთ საფრთხეში სიცოცხლე. გაუფრთხილდით საკუთარ თავს და თქვენს ახლობლებს“, - აცხადებს სადავოდ ქცეულ ვიდეომიმართვაში სვიატლანა ციხანოუსკაია.

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატის ნდობით აღჭურვილი პირი, მარია კოლესნიკოვა, ვარაუდობს, რომ ციხანოუსკაიას ვიდეომიმართვა, რომელშიც იგი თავის მომხრეებს მოუწოდებს აღარ გამოვიდნენ ქუჩებში, ჩაწერილია ბელარუსის ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელთა ზეწოლით.

ბელარუსის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „ბელტას“ ცნობით, ალიაქსანდრ ლუკაშენკას არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს ვენესუელის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის მოლდოვის, რუსეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტებმა.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге об историческом минимуме уровня безработицы в России

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

В Азии преобладают позитивные настроения, нефть растет

В поисках волшебного цветка

Музыкальные новости

Бурятский театр кукол "Ульгэр": Россия, Культура, Театр, Дети, Новости - выступление в Иволгинском буддийском дацане на конкурсе по бурятскому языку

Юлия Миронова поздравила Международную Ассоциацию партнеров QR

Спектакль "Курочка ряба" театра кукол Бурятии "Ульгэр": Россия, Культура, Театр, Дети

Сотрудники Росгвардии обеспечили безопасность транспортировки ракеты-носителя «Союз-2.1б» и грузового корабля «Прогресс МС-27» на космодроме «Байконур»

Новости России

Онлайн-знакомства: ключ к новым романтическим возможностям в вашей жизни

Газпромбанк Лизинг стал лауреатом премии FINAWARD-2024

Аделина Панина: какие элементы фэншуй должны быть на кухне, чтобы есть и худеть

Активисты движения «Всеармянский фронт» принимают активное участие в акции протеста в Армении

Экология в России и мире

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Славный Пушкин

Пластический хирург, косметолог и дерматолог Мадина Байрамукова: как правильно спать, чтобы не было морщин

Ксения Караулова: о пользе гастродипломатии и новом взгляде на национальную кухню

Спорт в России и мире

Повернення Калініної до топ-50 та втрачені позиції Світоліної. Оновлені тенісні рейтинги WTA та ATP

В Париже стартует «Ролан Гаррос» открытый чемпионат Франции по теннису

Теннисист Рублев объяснил, почему проиграл сет в первом круге "Ролан Гаррос"

Новак Джокович и Хамад Меджедович сыграли в бочче на Ролан Гаррос | Виды спорта

Moscow.media

В Судаке проверили бывших мигрантов, не вставших на воинский учет

Объявлена цена первой модели новой российской марки Xcite

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70

Вечернее Подмосковье.











Топ новостей на этот час

Rss.plus






Ксения Караулова: о пользе гастродипломатии и новом взгляде на национальную кухню

Дипломатическая бизнес-встреча «Россия - Африка» прошла в Белом Особняке Villa Barvikha

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

«Гениальная идея!»: звезды о новом музыкальном лейбле Детского радио