გორში, აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, ღონისძიებები დილიდან დაიწყო. ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ყვავილებით და გვირგვინებით შეამკეს აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირების მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. ასევე გაიმართა დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.
ომის მე-12 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გორსა და შინდისში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. საღამოს კი ცხინვალის გვერდით, სოფელ ერგნეთში, აგვისტოს ომის მუზეუმში, ომის თემაზე გადაღებული ფოტოების გამოფენა მოეწყობა.