Мы в Telegram
Добавить новость

Эксперт разъяснил запрет строить в Москве студии и маленькие квартиры

Актриса Ольга Авилова провела мастер-класс для детей в Химках

Авито представляет награды для производителей мебели и бытовых товаров

МИД России объявил о высылке военного атташе Британии

World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ტრანს ფორმაცია — როცა შენი არ ესმით, მათ შორის, ექიმებს

ტრანს ფორმაცია — როცა შენი არ ესმით, მათ შორის, ექიმებს

როცა ნიკა [სახელი შეცვლილია] დაიბადა, ექიმმა ხელში აიყვანა და მშობლებს უთხრა - გოგოაო. გოგო არ იყო. ნიკა ტრანსგენდერი კაცია - მას ქალის ბიოლოგიური სხეული აქვს, თუმცა თავს კაცად აღიქვამს.

შეიცვალა სახელი, ატარებს მოკლე თმას და კაცებისთვის განკუთვნილ ტანსაცმელს.

ტრანსგენდერი ადამიანები ტრანზიციის სხვადასხვა გზას ირჩევენ. ზოგი სოციალურ ტრანზიციას არჩევს - განსხვავებულ სახელს იყენებს, ან ჩაცმულობას იცვლის. ზოგი სამედიცინო გზას ადგება - იღებს ჰორმონებს - ესტროგენს ან ტესტოსტერონს. ზოგიც ქირურგიულ ოპერაციას იკეთებს.

ახლახან, 34 წლის ასაკში ნიკამ სამედიცინო ტრანზიცია დაიწყო - ჰორმონალური თერაპიის გზით, ის იცვლის ხმის ტემბრს და სხეულზე თმის საფარს, რითიც სხეულს მაქსიმალურად უახლოებს თავის რეალურ იდენტობას.

ცოტა ხანში ნიკას გარშემომყოფებიც ისეთად დაინახავენ, როგორც თვითონ ხედავს საკუთარ თავს. სახელმწიფოსთვის კი ის, იურიდიულად, ისევ ქალად დარჩება. ჯანდაცვის სისტემა კი ნიკას მომსახურებისთვის მზად არაა.

მოძველებული პრაქტიკა

საქართველოს არ გააჩნია პროტოკოლი ან გაიდლაინი, რომელიც განსაზღვრავდა ტრანზიციისთვის საჭირო დიაგნოსტირებას და თანმდევ სამედიცინო ღონისძიებებს.

მაგალითად, ტრანს ქალებს, ზოგიერთ კლინიკაში, მკერდის პლასტიკური ოპერაციის ჩასატარებლადაც კი სთხოვენ ე.წ. “ჭეშმარიტი ტრანსსექსუალის” ცნობას. მაშინ, როცა ბიოლოგიურად ქალებს მასტექტომიისა თუ მამოპლასტიკის გაკეთება ყოველგვარი დამატებით დოკუმენტის გარეშე შეუძლიათ.

ქართული პრაქტიკით, როცა ტრანს ადამიანს სურს ტრანზიცია ჰორმონალური თერაპიის დასაწყებად მან ენდოკრინოლოგს უნდა წარუდგინოს ე.წ. “ტრანსსექსუალიზმის” დასკვნა ფსიქიატრისგან.

“ჩვენ, საქართველოში არსებული რეგულაციების თანახმად, ვალდებულნი ვართ, რომ გამოვიყენოთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი კლასიფიკატორი. ამიტომ, მე ამ მდგომარეობას უნდა დავუძახო დაავადება. სხვანაირად დიაგნოზს ვერ დავწერ და უნდა დავწერო ტრანსსექსუალიზმი”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ფსიქიატრი ეკა ბერძენიშვილი, რომელიც ტრანს თემთან მუშაობს და თვლის, რომ დღეს ეს უკვე მოძველებული მიდგომაა.

ბოლო წლებში მსოფლიოში მკვეთრად შეიცვალა ჯანდაცვის სპეციალისტების დამოკიდებულება ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ. მიიჩნევა, რომ ტრანსგენდერობის მკურნალობა შეუძლებელია, შესაბამისად, ეს არაა დიაგნოზი. ტრანსგენდერობა მდგომარეობაა, რომელსაც სწორი მართვა სჭირდება.

2 წელიწადში ძალას დაკარგავს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორი ICD 10, რომლითაც დღეს საქართველოში ხელმძღვანელობენ. 2022 წლიდან ძალაში შევა ახალი კლასიფიკატორი - ICD 11, რომელიც ე.წ. “ტრანსექსუალიზმის” დიაგნოზს არ ცნობს და შემოაქვს გენდერული დისფორიის ცნება.

რა არის გენდერული დისფორია?

გენდერული დისფორია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემაა - როცა ადამიანი საკუთარი ტრანს მდგომარეობის გამო, ტრანსფობიურ გარემოში, ვერ ახერხებს სოციალიზაციას.

თუ ადამიანის სხეული არ შეესაბამება მის გენდერულ აღქმას და ამის გამო აქვს ემოციური პრობლემები - შფოთვა, გაღიზიანება, განწყობის დაქვეითება. მხოლოდ ამ შემთხვევაში ისმება გენდერული დისფორიის დიაგნოზი.

“ტრანსექსუალიზმის დიაგნოზის მსგავსი არანაირი დასკვნა არ მაქვს”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ქართველი ტრანსგენდერი ქალი მონიკა თიგიშვილი, რომელიც ბელგიაში ცხოვრობს და სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო სამედიცინო ტრანზიცია.

“აქ [ბელგიაში] არის ტრანს საავადმყოფო - სპეციალურად ტრანს ადამიანების საჭიროებებისთვის. ჰორმონოთერაპიის, ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ენდოკრინოლოგის და ქირურგის მომსახურებით. არანაირ დიაგნოზს არ იძლევიან, უბრალოდ შეხვედრებია - ფსიქოლოგი გეხმარება გადაწყვიტო რამდენად გინდა ჰორმონები, სქესის რედაქტირების ოპერაცია გინდა თუ არა და ზოგადად რა გინდა. ფსიქოლოგმა ინფორმაცია ჩემზე ერთ ფაილში მოათავსა, რომელიც შემდეგ ნახა ენდოკრინოლოგმაც და ქირურგმაც. მათაც შესაბამისი კითხვები დამისვეს, რომ უფრო გამყარებულიყვნენ იმ ინფორმაციაში, რაც ჩემს ფაილში იყო. ხოლო შემდგომში ენდოკრინოლოგთან გავიარე კონსულტაცია და მან გასცა რეცეპტი ჰორმონებზე”, - ამბობს მონიკა.

საქართველოში ექიმები ტრანს ადამიანებთან მუშაობის დროს ჯერ კიდევ საბჭოთა სტანდარტს იყენებენ - ეუბნება რადიო თავისუფლებას “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” (WISG) იურისტი, ქეთი ბახტაძე:

“ერთ-ერთი ადამიანს დაკვირვების პროცესში უთხრეს, რომ ის ტრანსსექსუალი არ არის და ის არის უბრალოდ გეი. ისეთი შემთხვევებიც არსებობს, როცა სპეციალისტები ვერ სვამდნენ სათანადო დიაგნოზს, იმიტომ, რომ არ აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია”.

WISG-ის კვლევის თანახმად, კლასიფიკატორის ქართულენოვან გამოცემებში არეულია სქესისა და გენდერის ტერმინები. მაგალითად, “gender identity disorder” (F64) ნათარგმნია, როგორც “სქესობრივი იდენტიფიკაციის დარღვევები”. სამედიცინო სახელმძღვანელოებსა და რეზიდენტურის მოდულებშიც “გენდერი” ნათარგმნია, როგორც - “სქესი”.

სამედიცინო პროფილის სტუდენტების სახელმძღვანელოების უმეტესობა არ ასახავს ბოლო წლების კლინიკური გამოცდილებასა თუ კვლევების შედეგებს.

(არა)ინფორმირებული თანხმობა

რა მოხდება თუ ტრანს ადამიანს არასწორ დიაგნოზს დაუსვამენ? ან ჰორმონების არასწორ დოზას დაუნიშნავენ? რა გარანტია აქვს მას, რომ სქესის კვლავმინიჭების შეუქცევადი პროცედურა სასურველ შედეგს მისცემს?

კანონი მოითხოვს, რომ ექიმმა ნებისმიერ სამედიცინო მომსახურებაზე პაციენტისგან ინფორმირებული თანხმობა მიიღოს. პაციენტმა დეტალურად უნდა იცოდეს სამედიცინო პროცედურის სპეციფიკა და მისი მოსალოდნელი შედეგები. ტრანს ადამიანების შემთხვევაში ამ სტანდარტის დაცვა ვერ ხდება, რადგან თავად სტანდარტი არ არსებობს. შესაბამისად ტრანსგენდერი ადამიანები მოკლებულნი არიან გასაჩივრების შესაძლებლობასაც.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფო ტრანს ადამიანებს აიძულებს, ჩაიტარონ სქესის ცვლილებასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევები ისე, რომ არ განსაზღვრავს აღნიშნული პროცედურების სტანდარტებსა და ხარისხის მონიტორინგის მექანიზმს.

“ქირურგიული ოპერაცია, რომლის შესახებ რეკომენდაცია „ჭეშმარიტი ტრასსექსუალების“ მიმართ გაიცემა, იწვევს სავსებით არასაჭირო დასახიჩრებას, სტერილიზაციას, დიდი ტკივილსა და ტანჯვას”, - წერია გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტი ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზის 2018 წლის ანგარიშში, რომელშიც საქართველოში არსებულ სიტუაციას აფასებს.

რას აკეთებს ხელისუფლება?

WISG-ის კვლევით, სხვადასხვა მონაცემებითა და გათვლებით, ტრანზიციის სრული პროცესის ღირებულება 12 000-დან 20 000 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს. ჰორმონოთერაპია მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება.

ევროპის ქვეყნების უმეტესობა სრულად ან ნაწილობრივ მაინც აფინანსებს გენდერთან დაკავშირებულ სამედიცინო ხარჯებს. საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის სერვისი სამედიცინო ხარჯებს დიდწილად სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოქალაქეებს უნაზღაურებს.

იურისტი ქეთი ბახტაძე და ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა რადიო თავისუფლებასთან ამბობენ, რომ სახალხო დამცველის მიმართვის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ შექმნას მულტიდისციპლინური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ტრანს ადამიანების მართვის ტაქტიკას შეიმუშავებს. ამასთან კონკრეტული თარიღი, თუ როდის გაიმართება შეხვედრა, უფრო ზუსტად ვინ მიიღებს მასში მონაწილეობას და იქნებიან თუ არა თავად ტრანს ადამიანები მასში ჩართული, ცნობილი არაა.

ახლა ნიკა ოპერაციის ფულს აგროვებს, თუმცა დაბალშემოსავლიანი სამსახურის გამო, ეს უფრო შორეული პერსპექტივაა.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

По 600 тыс. руб. получат трехсотбальники за первый год обучения в РУДН

Разделение изотопа

Педагог из Солнечногорска стал победителем регионального конкурса «Мастер года»

Воробьёв: новую школу в Домодедове откроют 1 сентября

Музыкальные новости

Новые городские проекты в сотрудничестве с парком Юрия Лужкова готовит Фонд Юрия Лужкова

На Улан-Удэнском ЛВРЗ запустили новый профориентационный проект

«СВЯТОЙ ЛЕНИН» помогает Государственной Думе РФ оптимизировать налоговую сферу. «СВЯТОЙ кибер ЛЕНИН» удаляет налоги: перезагрузка.

Московский "Спартак" не выигрывает трофеи с 2022 года

Новости России

Разделение изотопа

Скрывавшаяся от родственников юная чеченка покинула московский отдел полиции

Педагог из Солнечногорска стал победителем регионального конкурса «Мастер года»

Новое правительство России в 2024 году: кого заменили в кабмине?

Экология в России и мире

Не чувствую руку: Доктор Кутушов рассказал к чему приводит частое онемение конечностей

Звуковая зубная щетка Revyline RL060 White и зубная паста Revyline Smart заказать в Назрани

Lamoda запустила бренд мужской одежды и обуви Mademan

Страдания юного Аюша Булчун

Спорт в России и мире

Соболенко — Коллинз: белоруска выиграла первый сет в полуфинале Рима

Первая ракетка Казахстана вышла в финал турнира WTA в Италии

Виктория Азаренко пробилась в четвертьфинал турнира WTA в Риме

Теннисист Медведев не смог выйти в четвертьфинал турнира серии «Мастерс» в Риме

Moscow.media

Axenix выводит на рынок систему поддержки принятия решений SmartAx

Краски севера V

Состоялась Байкальская театральная школа в Бурятии: Россия и Культура, Дети

Правоохранители проверили бывших мигрантов в Джанкое











Топ новостей на этот час

Rss.plus






«Юный Управдом — созидатель благоприятной среды проживания»

МИД России объявил о высылке военного атташе Британии

Инсайдер Карпов: "Спартак" выкупил Станковича у "Ференцвароша" за €200 тыс

Скрывавшаяся от родственников юная чеченка покинула московский отдел полиции