პოლიციამ სანკტ-პეტერბურგში ჩაშალა ცნობილი რუსი დისიდენტის, ვალერია ნოვოდვორსკაიას, ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია, რომელიც უფლებათდამცველი ქალის გარდაცვალების მეეექვსე წლისთავთან დაკავშირებით, 12 ივლისს ტარდებოდა სოლოვეცკის ქვებთან.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, პოლიციამ აქციის ერთ-ერთი ინიციატორი, მარია კოჟევატოვი დააკავა და თვითიზოლაციის რეჟიმის დაუცველობისათვის ოქმი შეუდგინა.
მანამდე თვითმხილველებმა ვიდეოზე დააფიქსირეს, როგორ უხეშად აკავებს პოლიციაა კოჟევატოვას და მიათრევს ე.წ. ავტოზაკისკენ.
მოგვიანებით დაკავებულთან გამოუძახეს სასწრაფო დახმარებას. იუწყებიან, რომ კოჟევატოვა გადაიყვანეს საავადმყოფოში, ტვინის შერყევის სიმპტომებით.
ვალერია ნოვოდვორსკაია 64 წლის ასაკში გარდაიცვალა 2014 წლის 12 ივლისს.
საბჭოთა პერიოდში ნოვოდვორსკაია დისიდენტური მოღვაწეობისა და თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო ფსიქიატრიულ საავადმყოფოსა და ციხეებში აღმოჩნდა.
ის პოსტსაბჭოთა რუსეთშიც მკაცრად აკრიტიკებდა კრემლს. კრიტიკა მიმართული იყო ჩეჩნეთის ომების, საქართველოსა და უკრაინის მიმართ მოქმედების, ისევე როგორც პრეზიდენტ პუტინის საშინაო პოლიტიკის წინააღმდეგ.