Мы в Telegram
Добавить новость

Сотрудники Шатурского отдела вневедомственной охраны Росгвардии Московской области написали «Диктант Победы»

Пыль из пустыни Сахара добралась до улиц Москвы

Пригожин высказался о возвращении Меладзе в Россию

ММКФ 46: Объявлены победители фестивальной недели

World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„მიგდებული იყო ეს შენობა... შევიკრიბეთ და შევედით“, - რას ჰყვებიან უსახლკაროდ დარჩენილები

„მიგდებული იყო ეს შენობა... შევიკრიბეთ და შევედით“, - რას ჰყვებიან უსახლკაროდ დარჩენილები

დიდ დიღომში მიტოვებულ შენობაში თვითნებურად შესახლებული ოჯახები კორპუსს არ ტოვებენ. შსს-მ  უკანონო შეჭრის ბრალდებით მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. 

ხუთსართულიან შენობაში ორმოცდაათამდე ოჯახია შეჭრილი, ოცზე მეტი ბავშვით და ოთხი ორსულით. წლებია უკვე, შენობა  მიტოვებულია. გათიშულია  ელექტრობა, არ მოდის  წყალი, არ მუშაობს კანალიზაცია.  შენობას არა აქვს კარები და ფანჯრები, ოთახებში ჩამოცვენილი ფილებისა და მინის ნამსხვრევები ყრია. კიბეები მოაჯირების გარეშეა, იატაკი ალაგ-ალაგ ჩავარდნილია. ოთახები ნაგვით არის სავსე. შპს „აგრომეტის“  დირექტორი, თამთა ოტიაშვილი, ირწმუნება, რომ შენობა ავარიულია და თანაც „აგრომეტის“ საკუთრება. მიუხედავად ამისა, შესახლებულები მიიჩნევენ, რომ ღია ცის ქვეშ ყოფნას მაინც აქ ცხოვრება ურჩევნიათ.

„მიგდებული იყო ეს შენობა, არავინ აქ არ დადიოდა, არავინ ამას არ აკითხავდა, შევიკრიბეთ და შევედით.  სამინისტრო დევნილებისთვის რეგიონში სახლებს რომ აშენებს, მინდა სადმე ერთი ოთახი  გადმომეცეს, რომ  წლების განმავლობაში შვილებთან ერთად უსახლკაროდ არ ვიარო“, - ამბობს ნინო ყოლბაია.

შესახლებულები ამ შენობას, უკვე თვეა, აკვირდებიან. ნახეს, რომ მიტოვებული იყო. ორიოდე ოთახიდან ნაგავი გაიტანეს და ერთი კვირის წინ შესახლდნენ. ამ ოთახებიდან ერთში ახლა ბავშვებს სძინავთ, ყველაზე პატარა ორი თვისაა. მშობლები ამბობენ, რომ 250-ლარიანი ქირის გადახდა ვეღარ შეძლეს. სოციალურ დახმარებას, 220 ლარს, აგვისტოზე ადრე ვერ აიღებენ. 

„რომ ავიღებ, ვერც მაშინ გავალ აქედან. ქირაში ვიხადო ის ფული, თუ ბავშვებს საჭმელი ვაჭამო? ჩემს ქმარს მუდმივი სამუშაო არა აქვს - რაც გამოჩნდება, იმას აკეთებს. მე ვერ ვმუშაობ, ორი შვილი მყავს. ჩემი ხელობა რაა? არაფერი. საშუალო მაქვს დამთავრებული“, - ამბობს 37 წლის სოფიო გაფრინდაშვილი. 

20 წლის ზურაბ გურგენიშვილი მეუღლესთან ერთად ბავშვს რამდენიმე თვეში ელოდება. სოციალური დახმარება არც მათ ჰყოფნით.

„კორონავირუსის გამო სამი თვე უმუშევარი დავრჩი და ქირა ვერ გადავიხადე. თელავიდან ვარ, მაგრამ, 8 წელია, თბილისში ვცხოვრობ. თელავში სახლი არა მაქვს. მშობლებმა მიმატოვეს და სახლიც გაყიდეს“, - ამბობს ზურაბი.

„ამას დავასუფთავებთ, ერთ საწოლს დავიდგამ და რაღაცა იქნება. დედა მე აღარა მყავს, ცოლი და  შვილი. დედაჩემს დამბლამ დაარტყა. თუ რამე მებადა, გავყიდე ყველაფერი, რომ გადამერჩინა და ვერ გადავარჩინე. მამაჩემი შუათანა ძმას ეხვეწებოდა, ცოლი მოიყვანე, ოთხი კაცი ვართ, მოვლა ხომ გვინდა, აღარ შეუძლია ბებიასო. მოიყვანა ცოლი. ოცდაათკაციანი პურის ჭამა გვქოდა სახლში. მეორე დილით მამაჩემს გულმა დაარტყა და გათავდა კაცი. მათი გამოტანილი ფულები მე ვიხადე. ვეღარ გავუძელი ვეღარაფერს. სოფლის სახლი ძმაზე იყო გადაფორმებული. მე აღარავინ არაფერი მომცა: წადიო, ჩემია სახლიო. აქ 15 კვადრატულში 350 ლარს ვიხდიდი და იმასაც ვეღარ ვიხდი. ოთხი თვის მისაცემი მაქვს. მუშად რომ იმუშავებ და დღეში 25 ლარს აიღებ, რა უნდა გააკეთო“, - ჰყვება გიორგი ნოზაძე.

54 წლის ია მხეიძე ამ კორპუსში ნათესავის სარდაფიდან მოვიდა. გაიგო, რომ აქ ერთი „არავის“ შენობაა. პირველი ჯგუფის ინვალიდობა მაქვსო, ამბობს და შენობის მფლობელთან გასაუბრებას ითხოვს. შეჭრილები ეჭვობენ, რომ შენობა სახელმწიფო ბალანსზეა და კერძო მეპატრონე არ ჰყავს.

თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ შენობა მათ ბალანსზე არ არის. თავის მხრივ, შპს „აგრომეტის“ დირექტორიც აცხადებს, რომ კორპუსს კერძო მფლობელი ჰყავს.  

„გუშინ შემპირდნენ, რომ თუ დაადგენდნენ, რომ კერძო საკუთრებაა, დატოვებდნენ აქაურობას, მაგრამ დღეს სხვა ვითარება დამხვდა. როგორც ჩანს, ახლა უკვე მესაკუთრისგან თუ სახელმწიფოსგან უნდათ რამის გამოძალვა. არ ვიცი, გაუგებრად ლაპარაკობენ“, - ამბობს თამთა ოტიაშვილი.

მერიასა და სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ როდესაც პირი სოციალურად დაუცველია და ბინაც არა აქვს, მას ან ბინის ქირას უხდიან, ან ე.წ. სოციალურ საცხოვრებლებში გადაჰყავთ. კერძო საკუთრებაში შეჭრილი თითოეული პირის საკითხი ცალ-ცალკე უნდა გადაწყდეს, იქიდან გამომდინარე, სად არის ის მიწერილი, ეძლევა თუ არა დახმარება და ასე შემდეგ.

საქართველოს ან თბილისის მასშტაბით უსახლკარო პირების რაოდენობა ცნობილი არ არის. რაც შეეხება მიზეზებს, რომელთა გამოც ადამიანები ბინის გარეშე რჩებიან, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC)  2015-2016 წლებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ უსახლკარობის გამომწვევ მიზეზებს შორის ერთ-ერთი უმთავრესი არის ჯანმრთელობის მდგომარეობით გაპირობებული ხარჯები, აგრეთვე მწირი ანაზღაურება, უმუშევრობა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებითი გადაადგილება და ოჯახური ძალადობა.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Ru24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Ru24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Ru24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В Москве более 340 тысяч человек оплачивает метро через Face Pay

Гаишника, за взятку отпустившего фигуранта дела об убийстве москвича, уволили

Гуцул попытались допросить в аэропорту Кишинева

ММКФ 46: Объявлены победители фестивальной недели

Музыкальные новости

Музей – завод «СырКультПросвет» открылся в Угличе

Случай на концерте Metallica в России

Компания ICDMC стала победителем престижной премии в сфере ЗОЖ – Green Awards 2023/24

Жёсткие экологические требования решат инновационные энерготехнологии

Новости России

Пригожин высказался о возвращении Меладзе в Россию

Радио Romantika приглашает погрузиться в мир киномузыки

В Москве более 340 тысяч человек оплачивает метро через Face Pay

Гаишника, за взятку отпустившего фигуранта дела об убийстве москвича, уволили

Экология в России и мире

Сергей Трофимов выступит с летним концертом в Зеленом Театре ВДНХ

Отдых во имя открытий

По запросу Баку в Москве незаконно был задержан известный российский политолог Михаил Александров

Радио Romantika приглашает погрузиться в мир киномузыки

Спорт в России и мире

Самсонова победила Осаку и вышла в третий круг турнира WTA 1000 в Мадриде

Потапова проиграла Фернандес во втором круге турнира WTA в Мадриде

Потапова всухую обыграла Шнайдер в 1-м круге турнира в Мадриде

Мирра Андреева замыкает год // 16-летняя российская теннисистка успешно стартовала на крупном турнире WTA в Мадриде

Moscow.media

Военный следователи провели в Инкермане очередной рейд по выявлению бывших мигрантов, не вставших на воинский учет

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)

"Ущерба машине на несколько сотен тысяч рублей"

ТСД SAOTRON RT-T50: высокопроизводительный терминал сбора данных промышленного класса











Топ новостей на этот час

Rss.plus






В Москве более 340 тысяч человек оплачивает метро через Face Pay

Гаишника, за взятку отпустившего фигуранта дела об убийстве москвича, уволили

Пригожин высказался о возвращении Меладзе в Россию

Радио Romantika приглашает погрузиться в мир киномузыки