სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გათავისუფლებულია ტატო ზარქუა, რომელიც საოკუპაციო ძალებს ჰყავდათ უკანონოდ დაკავებული. მათი ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი, ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
4 ივლისს გახდა ცნობილი, რომ ტატო ზარქუას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.