ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ახალი მზვერავი თანამგზავრის წარმატებით გაშვების შესახებ, რომლის მეშვეობითაც ქვეყნის სამხედრო დაზვერვა უკეთესად შეძლებს თვალთვალს.
ისრაელი წლების განმავლობაში აძლიერებს ისეთი ქვეყნების თვალთვალის შესაძლებლობებს, როგორიცაა ირანი, რომლის ბირთვულ პროგრამას ის დიდ საფრთხედ მიიჩნევს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თანამგზავრი Ofek 16 6 ივლისს დილის 4 საათზე გაუშვეს კოსმოსში.
სამინისტრო იტყობინება, რომ Ofek 16 არის „ელექტრონულ-ოპტიკური სადაზვერვო თანამგზავრი მოწინავე შესაძლებლობებით“.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბი აშკენაზიმ ორშაბათს დაადასტურა, რომ ისრაელი ზომებს იღებს ირანის ბირთვული მუქარის შესაჩერებლად. აშკენაზის ეს განცხადება პასუხი იყო შეკითხვაზე ირანის სარაკეტო და ბირთვულ ობიექტებზე მომხდარი საიდუმლოებით მოცული აფეთქებების სერიის თაობაზე.
„ჩვენ მივმართავთ ზომებს, რომელთა შესახებ სჯობს, ნუ ვისაუბრებთ,“ თქვა აშკენაზიმ.
ირანი აცხადებს, რომ მის ბირთვულ პროგრამას არა აქვს სამხედრო დანიშნულება.