Мы в Telegram
Добавить новость

Премьер Армении обсудит с Путиным вопросы безопасности в закрытом режиме

Фестиваль «Московская весна» приглашает детей на мастер-классы

Жапаров отметил позитивный эффект для Киргизии от интеграции в ЕАЭС

Путин проводит переговоры с Пашиняном

World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

კვოტმადიდებლობა პარტიული ფეოდალიზმის სამსახურში

კვოტმადიდებლობა პარტიული ფეოდალიზმის სამსახურში

სალომე ხვადაგიანი, თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი

როდესაც საყვარელი ადამიანი ავადაა, საახლობლოში აუცილებლად ვკითხულობთ რომელი კლინიკაა საუკეთესო და რომელ ექიმს აქებენ. ჩვენ არ გვაინტერესებს კლინიკაში ექიმთა შორის გენდერული ბალანსი, არც ის - კაცია თუ ქალი ექიმი. როდესაც ჩვენს წინააღმდეგ სასამართლო დავაა, განა დაგვამშვიდებს ის ფაქტი, რომ ჩვენი დამცველი ადვოკატი კვოტით ხვდება ჩვენთან? ან რომელი ჭკუათმყოფელი შეუკვეთავს სახლის დაპროექტებას კომპანიას, რომელიც აცხადებს, რომ გენდერული კვოტა აქვს არქიტექტორებზე?

ადვოკატებს და არქიტექტორებს - არა, კვოტებს მხოლოდ პარლამენტს ვთხოვთ.

მოარული ფრაზის მიხედვით, ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა კეთილი მიზნებით არის მოფენილი. კვოტებიც, მიუხედავად მათი მომხრეთა კეთილი სურვილებისა მხოლოდ ემსახურება არსებული მანკიერი სისტემის გაძლიერებასა და თანასწორობის ილუზიური ფასადის შექმნას.

სინამდვილეში, ჩვენ დიდი ხანია კვოტების სისტემაში ვართ, ოღონდ ეს კლანური კვოტებია. პირადი ღირსების გამო ისედაც ძალიან ცოტა ხვდება პარლამენტში და სია კლანური ერთგულების მიხედვით დგება. კვოტის მომხრეები არსებულ სისტემას კი არ ებრძვიან, უბრალოდ ახალი სახის კვოტებს ამატებენ.

აქ მთავარი კითხვაა - ვის აქვს ძალაუფლება და კვოტებით როგორ ვაიძულებთ მათ ეს ძალაუფლება გაუყონ კვოტით შეყვანილ ქალებს?

საქართველოში საარჩევნო სისტემა ახალისებს ფეოდალურ პარტიებს, სადაც დახურულ სიას ერთი ან უკეთეს შემთხვევაში რამდენიმე ადამიანი წერს. ძალაუფლებაც მათ აქვთ. პარტიულ სიაში მოსახვედრად სიის დამწერთან კავშირებია საჭირო, განსაკუთრებული ლოიალობა ან ფული. პატრონ-ყმური დამოკიდებულება, ნეპოტიზმი და ადმინისტრაციულ სიკეთეთა პარტიული გამოყენება ქმნის გარემოს, სადაც დამოუკიდებლად, პარტიის მხარდაჭერის გარეშე, გამარჯვება რთულია და დაკავშირებულია დიდ რესურსებთან, რომელიც ცოტას აქვს. არამარტო ქალებს, კაცებსაც.

თუ სიის დამწერი ქალებს კაცების თანასწორად არ აღიქვამს, უფრო საფიქრებელია, რომ კანონის მორგების მიზნით სიაში ჩასვამს “უხმო” და მორჩილ ქალებს - ღილაკზე თითის დამჭერებს დაიმატებს.

ძალაუფლების არ მქონე, ფასადური ფიგურების გამოგორების შესანიშნავი მაგალითია სალომე ზურაბიშვილი და მთელი მისი საპრეზიდენტო კამპანია. დამოუკიდებელ კანდიდატ ზურაბიშვილს იმდენი ძალაუფლებაც არ აღმოაჩნდა, რომ საკუთარ ბანერზე მის მაგივრად ივანიშვილი ან კალაძე არ დაეხატათ ან მის ნაცვლად გამარჯვება ქართული ოცნების კაცების კოჰორტას არ მოელოცა.

შეიძლება სამართლიანად იფიქროთ, ისედაც ამდენი უხმო, უენო და მისდღემჩი თავისი ჭკუით გადაწყვეტილების ვერ მიმღები კაცი პარლამენტარია და დიდი ამბავი, რას დაგვაქცევს ასეთს, აქამდე თუ არ დაგვაქცია, გენდერული შემადგენლობა რომ შევცვალოთ.

პარლამენტარის ერთი ხმა, სიტყვა და მისი გაკეთებული სამუშო იმდენად მეორეხარისხოვანი და უმნიშვნელოა, რომ ერთადერთი გენდერულ შემადგენლობაზე თუ ვინერვიულებთ, თორემ დუხჭირია თუ არა, მაინცდამაინც არ ვღელავთ.

აი, ამას ჰქვია კვოტა პარტიული ფეოდალიზმის სამსახურში - არსებული  სისტემის მანკიერებას კი არ ვცვლით, არამედ ვერგებით და ვაძლიერებთ ღილაკის დამჭერთა მომრავლებით. ადამიანების, მათ შორის ქალების, მდგომარეობა კი არ უმჯობესდება.

პარტიული ფეოდალიზმის დროს ძალაუფლების კონცენტრაცია ერთი ადამიანის ან ჯგუფის ხელში ხდება. კლანურ კვოტებს დამატებული გენდერული კვოტები ამრავლებს სიის დამწერის ვალში მყოფ ლოიალურ ადამიანებს, რომლებიც კიდევ უფრო აძლიერებენ პარტიის ფეოდალებს.

ამიტომაც არის კვოტები არამარტო უსარგებლო, არამედ მავნე.

მანამდე, სიის შედგენისას, კანდიდატებს რაღაც სიტყვა მაინც ეთქმოდათ, ლოიალურობის ტესტს მეტნაკლებად კი ყველა გადიოდა, მაგრამ გარკვეული პოლიტიკური წონა ჰქონდათ, გარკვეული „შენატანი“ საერთო საქმეში, და ამ „შენატანიდან“ გამომდინარე შეზღუდული, მაგრამ მაინც ძალაუფლება. კვოტის ვალდებულება სიის მწერს აძლევს საშუალებას პლიუს ერთი, პოლიტიკური წონის არმქონე, კვოტის გარეშე რომ ვერ მოხვდებოდა ისეთი ხმა მიიმატოს, პარტიის დანარჩენ წევრებთან „შენატანის“ არ არსებობა კვოტით გაამართლოს და მანკიერი პრაქტიკა კიდევ უფრო განამტკიცოს.

ამასთან, პრობლემის ერთერთი კატალიზატორი ქრება - ფასადური წარმომადგენლობა კიდევ უფრო აღრმავებს სტერეოტიპებს და ქმნის ილუზიას თითქოს ქალთა წინაშე არსებულ პრობლემებს რამე ეშველა, გვატყუებს, თითქოს ფეოდალებმა ძალაუფლება ვინმეს გაუნაწილეს.

ახლა იკითხავთ გამოსავალი რაშიაო? მნიშვნელოვანია პარლამენტარი (ქალი და კაცი) ვალში არ იყოს პარტიის ფეოდალთან, მთელი მისი “მოღვაწეობა” სიაში ჩაწერის გამო მადლობის გადახდა არ იყოს და მომავალ სიაში ყოფნის დამსახურებას აწყმყოში მორჩილებით არ ცდილობდეს.  ამისთვის საჭიროა გადახედვა იმ ბარიერებისა, რომელიც ადამიანს უშლის ხელს კანდიდატად დადგეს, ამომრჩევლამდე მივიდეს. სიის დაწერის ძალაუფლება პარტიული ფეოდალიდან უნდა გადავიდეს ამომრჩევლის ხელში.

ევროპაში კანდიდატის ინდივიდუალური ხმის მიცემისა და პარტიებს შორის პროპორციული გადანაწილების სხვადასხვა მოდელი არსებობს. მათი მთავარი პრინციპი ერთია - პარტიის სახელით ნომინირება შეუძლია ნებისმიერ წევრს პარტიისა, ამომრჩეველი კი არჩევნების დღეს წყვეტს სასურველ პარტიაში რომელი კანდიდატი იყო სიაში. არჩევნებზე ამომრჩევლის ხმებით დგება პარტიულ სიაში კანდიდატთა მიმდევრობა. ეს ნიშნავს, რომ ამომრჩეველსა და კანდიდატს შორის პარტიული ფეოდალები ვეღარ ჩადგებიან გველეშაპის სახით და, შესაბამისად, ვალშიც არავინ იქნება. ყველას ექნება ზუსტად იმდენი ძალაუფლება, რამდენსაც მიანიჭებს ამომრჩეველი. 

ქალთა რეალური გაძლიერება ზუსტად სისტემურ რეფორმაშია და არა კვოტების ფასადში.

გარდა ამისა, დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელია იდეოლოგიური პლურალიზმი, მათ შორის რადიკალური ფემინიზმის ადგილიც უნდა იყოს - მე თუ მსურს მთლიანად ქალთა პარტიის ჩამოყალიბება, ხელი რატომ უნდა შემეშალოს? ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა გაერთიანდეს და არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. შემდეგ კი უკვე ამომრჩეველმა გადაწყვიტოს, რომელი იდეოლოგიის წარმომადგენელი სჭირდება პარლამენტში.

წარმომადგენლობითი დემოკრატიის იდეა აზრს კარგავს კვოტებით. თუ ქალების წარმომადგენლობას კვოტით გამოვყოფთ, მაშ რატომ არ უნდა იყოს სხვა წარმომადგენლობებიც - ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური უმცირესობების კვოტები? უფრო შორსაც შეგვიძლია წავიდეთ - საუბრობენ სპეციფიკურ “ქალურ” თემებზე, რასაც ქალად ყოფნის გამოცდილება სჭირდება. პირადი გამოცდილება ვერ მოიცავს ყველა იმ თემას, რომელიც დადგება კანონმდებლის წინაშე. მაშინ შევიყვანოთ ასევე სხვა საჭირო გამოცდილებების მქონე ჯგუფები - გვქონდეს კვოტები ყველა პროფესიის, კუთხის, ქალაქის, სოციალური კლასის წარმომადგენლებისთვის.

ედმუნდ ბერკი ბრისტოლის ამომრჩევლებს დაახლოებით ამას ეუბნება - არჩეული წარმომადგენელი მორჩილად კი არ უნდა ასრულებდეს მისი ამომრჩევლის ინსტრუქციებს, არამედ უნდა იყოს საკუთარი განსჯის, სინდისისა და ღირებულებების ერთგული და ასე ემსახუროს ხალხის ინტერესებს.

ჰოდა, ჩვენც წარმომადგენელი ამის მიხედვით ავარჩიოთ. გარდა იდეური და ღირებულებითი ერთობისა, ჩემს წარმომადგენელს სხვა არცერთ კომპონენტში არ სჭირდება მე მგავდეს.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს რადიო თავისუფლებისა და კონრად ადენაუერის ფონდის მოსაზრებებს.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В Тамбовской и Липецкой областях ввели режим ЧС в сельском хозяйстве

Жапаров отметил позитивный эффект для Киргизии от интеграции в ЕАЭС

Майская вьюга. Москва попала в «арктический мешок»

Концерт для ветеранов к 9 Мая прошел в театре «Наш Дом» в Химках

Музыкальные новости

Игорь Маковский: оперативный Штаб «Россети Центр» осуществляет усиленный контроль за работой электросетевого комплекса 

Посвященную инаугурации Путина марку начали продавать в главпочтамте Москвы

Почему в Москве принимают Пашиняна после всех его скандальных заявлений о России: Политолог назвал пять причин

Главы регионов ПФО присутствовали на инаугурации президента РФ Владимира Путина

Новости России

В Тамбовской и Липецкой областях ввели режим ЧС в сельском хозяйстве

«Автодор» снизил разрешенную скорость на М-11 «Нева» из-за снегопада

В Москве из-за сильного ветра зафиксированы случаи падения деревьев

Стилисты раскритиковали наряды присутствующих на инаугурации президента РФ

Экология в России и мире

Российский турист напился и улегся спать на карнизе второго этажа музея, шокировав прохожих

В России за год открылось рекордное количество универмагов

Звуковая щетка Revyline RL060 Blue и паста Revyline Smart заказать в Ростове-на-Дону

История дельфина, принесшего пользу всей природе

Спорт в России и мире

Александр Зверев раскритиковал график соревнований в туре

Лучший теннисист Казахстана сдал позиции в чемпионской гонке ATP

Стало известно, с кем сыграет Вероника Кудерметова во втором круге турнира WTA-1000 в Риме

WTA огорчила Елену Рыбакину после турнира в Мадриде

Moscow.media

В Янтиковском округе Чувашии приступили к ремонту пострадавших от строительства трассы М-12 дорог

Одна из целей неофашистского Азербайджана - уничтожение Христианства

Мультсериал «Живой гараж» – в конкурсной программе фестиваля «МультПрактика»

Комфорт в каждой детали: игровые кресла GC-780 и GC-840 от Bloody











Топ новостей на этот час

Rss.plus






В Тамбовской и Липецкой областях ввели режим ЧС в сельском хозяйстве

Жапаров отметил позитивный эффект для Киргизии от интеграции в ЕАЭС

Подмосковные поисковики помогли перезахоронить 800 бойцов Великой Отечественной войны

Киноэксперты назвали пять военных фильмов, которые стоит пересмотреть