საქართველო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მოქალაქეებს მოუწოდა ავიაბილეთები შეიძინონ მხოლოდ იმ რეისებზე, რომელთა განრიგიც ოფიციალურად არის გამოქვეყნებული სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და სამინისტროს ვებსაიტებზე.
როგორც მინისტრი აღნიშნავს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანია „აირზენა“ ზოგიერთ მიმართულებაზე ბილეთებს სამინისტროსთან შეუთანხმებლად ჰყიდის და ეს რეისები არ არის ოფიციალურად გაცხადებულ მიმართულებებში.
თურნავა ავიაკომპანიის ქმედებას უარყოფითად აფასებს და მიიჩნევს, რომ ეს რთულ ვითარებაში აყენებს მოქალაქეებს. „ასეთ რეისებზე ბილეთები საკმაოდ მაღალი ფასი ღირს”, - დასძენს ეკონომიკის მინისტრი.
მინისტრის განცხადებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.