Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ვოლვომ დაპირება შეასრულა – 180 კმ/სთ სიჩქარის შეზღუდვა ყველა მოდელს აქვს

ვოლვომ დაპირება შეასრულა – 180 კმ/სთ სიჩქარის შეზღუდვა ყველა მოდელს აქვს ვოლვო ქარსი ასრულებს თავის დაპირებას, სცდება ყველანაირ რეგულაციას იმისთვის, რომ ნულამდე დაიყვანოს ავტოსაგზაო შემთხვევისგან მიღებული დაზიანებები და უბედური შემთხვევები, Volvo-ს ყველა ახალი მოდელს აქვს 180 კმ/სთ სიჩქარის შეზღუდვა.

სიჩქარის შეზღუდვის გარდა, ვოლვოს ავტომობილებს მოჰყვება Care Key, რაც ვოლვოს მძღოლებს საშუალებას აძლევს, ავტომობილის მაქსიმალურ სიჩქარეზე დამატებითი შეზღუდვები დააწესონ, მაგალითად, სანამ ავტომობილს ოჯახის სხვა წევრს, ან ახალგაზრდა, გამოუცდელ მძღოლს ათხოვებთ, შეგიძლიათ, მეტი უსაფრთხოებისთვის დააყენოთ სიჩქარის სასურველი ლიმიტი უსაფრთხო გადაადგილებისთვის.

180 კმ/სთ სიჩქარის შეზღუდვა და Care Key, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ვოლვო მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავტომობილია. ორივე ახალი მახასიათებელი გვიჩვენებს, როგორ შეუძლიათ ავტომობილების მწარმოებლებს, პასუხისმგებლობა აიღონ ნულოვანი უბედური შემთხვევების მისაღწევად.

ავტომწარმოებლის მიერ სიჩქარის შეზღუდვა სადავო საკითხადაა ქცეული მისი გასაჯაროების დღიდან. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, აქვს თუ არა ავტომწარმოებელს უფლება, დააწესოს სიჩქარის შეზღუდვა არსებული ტექნოლოგიების მეშვეობით. „ვოლვო ქარსი“ თვლის, რომ ვალდებულია, გააგრძელოს ტრადიცია, იყოს პიონერი ამ განხილვებში იმისთვის, რომ გადაარჩინოს სიცოცხლე, თუნდაც ეს შესაძლოა, პოტენციური მომხმარებლის დაკარგვას ნიშნავდეს.

ამჟამად გადაჭარბებულ სიჩქარესთან დაკავშირებული პრობლემა არის ის, რომ გარკვეული სიჩქარის ზემოთ, ავტომობილებში არსებული უსაფრთხოების ტექნოლოგია არ არის საკმარისი, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს თავიდან ავირიდოთ მძიმე დაზიანებები და უბედური შემთხვევები. სწორედ ამიტომ არსებობს სიჩქარის შეზღუდვები დასავლეთის ქვეყნებში, მაგრამ, სამწუხაროდ, სიჩქარის გადაჭარბება კვლავ რჩება ავტოსაგზაო და უბედური შემთხვევების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზად და მილიონობით ადამიანი იღებს ჯარიმას სიჩქარის გადაჭარბების გამო. კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანებს აქვთ დაბალი ცნობადობა გადაჭარბებული სიჩქარის საშიშროების შესახებ, რის შედეგადაც ბევრი ადამიანი ძალიან სწრაფად გადაადგილდება. სიჩქარის გარდა, ვოლვოს მთავარი ხედვები უკავშირდება ნასვამ მდგომარეობას და ყურადღების გაფანტვას, რაც, მათი აზრით, ორი მნიშვნელოვანი საკითხია მომავალში საგზაო უსაფრთხოებისთვის და ნულოვანი უბედური შემთხვევების მისაღწევად.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus