Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ყველა ოპერატორი დაკავებულია, სცადეთ მოგვიანებით - როგორ მუშაობს 144

ქვეყანაში კომენდანტის საათის გამოცხადებასთან ერთად, 31 მარტიდან მთავრობამ მოქალაქეებს ამცნო, რომ იქმნებოდა ერთიანი ცხელი ხაზი, რომელიც გადაუდებელი საჭიროებების შემთხვევაში მათთვის საშვებს გასცემდა. მოგვიანებით, 17 აპრილიდან ქალაქში ყველა ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ნებართვა ამ შემთხვევაშიც ცხელი ხაზის - 144-ის საშუალებით უნდა მიეღოთ.


"ამჟამად ყველა ოპერატორი დაკავებულია. გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მოგვიანებით", - ისმის 144-ზე დარეკვის დროს. ცხელ ხაზზე დაკავშირება მარტივი არაა - შესაძლოა, ათეულობით მცდელობამ ისე ჩაიაროს, რომ ოპერატორს ვერ დაუკავშირდე. თუ საშვი ღამით გახდა საჭირო, 12 საათის შემდეგ 144-ის ოპერატორები აღარ მუშაობენ.


არაერთი მცდელობის მიუხედავად, 144-ზე დაკავშირება ვერ შეძლო მიშა კაჭკაჭიშვილმაც. საშვის არქონის გამო ქუჩაში მოძრაობისთვის კი 3000 ლარით დააჯარიმეს. როგორც ის ამბობს, მან მომაკვდავი ლეკვი ვეტექიმთან მიიყვანა, წამოსვლისას კი დააჯარიმეს. 




“ფიზიკურად შეუძლებელია ამ ნომერზე დარეკვა. თუ ვინმე მეტყვის რომ დარეკა, ტაშს დავუკრავ… როცა მივხვდი, რომ საათები გრძელდებოდა მცდელობა, წავედი მანქანით”, - ყვება ის.


მისი თქმით, ის კრიმინალური პოლიციის თანდასწრებითაც ცდილობდა 144-ზე დარეკვას, თუმცა პასუხად მიიღო, რომ "მათი საქმე არაა".


სამუშაო დღის დასრულაბამდე ერთი საათით ადრე, მთავრობის ადმინისტრაციაში ჩანიშნული ბრიფინგით გაიგო ლაშა სუხიშვილმა, რომ ხვალინდელი გეგმები ეცვლებოდა. მანქანებით მოძრაობის აკრძალვის კიდევ 6 დღით გახანგრძლივების გამო მას ფეხმძიმე ცოლის კლინიკაში მისაყვანად სპეციალური საშვი სჭირდებოდა.


ამბობს, რომ დაახლოებით სამი საათი დახარჯა მთავრობის ცხელ ხაზზე, ჯანდაცვის სამინისტროსა და რამდენიმე კლინიკაში იმის გასარკვევად, თუ ვის უნდა მიეცა აკრძალვის დროს ქუჩაში გადაადგილების უფლება. მისი თქმით, 144-ზე დაახლოებით 150-ჯერ დარეკა და ოპერატორს სამჯერ ესაუბრა, თუმცა სამივე შემთხვევაში განსხვავებული პასუხი მიიღო.


"144-მა ვერ მითხრა რომელ კლინიკას უნდა მოეცა საშვი, იმას, სადაც ოჯახის ექიმი ჰყავს, თუ იმას, სადაც კონსულტაციაზე მიდის", - ამბობს სუხიშვილი.


მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ცხელ ხაზს “მოლოდინის რეჟიმი” აქვს, თუმცა, როცა მომლოდინეთა რიცხვი 50-ს სცდება, შემდეგ ყველა მოქალაქეს ავტომატურად ეთიშება. პრესსამსახურის ინფორმაციით, დილის 9 საათიდან ღამის 12 საათამდე 120 ოპერატორი დაახლოებით 20 ათას ზარს პასუხობს. ხვალიდან ოპერატორების 135-მდე გაზრდა იგეგმება. 


"144 არის მთავრობის ერთიანი საინფორმაციო ცხელი ხაზი საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვებისა და დაშვებების შესახებ და არ წარმოადგენს სასწრაფო დახმარებისთვის განკუთვნილ ქოლცენტრს", - განმარტავენ უწყებაში.


ცხელი ხაზის გამოყენება მოქალაქეებს 22 მაისამდე მოუწევთ. სწორედ ამ დრომდე უნდა მთავრობას საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივება.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus