ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი მარინა ძაგნიძე სოციალური ქსელით საზოგადოებას მიმართავს. სტატუსს News.ge უცვლელად გთავაზობთ:
“ვინც სახლში ზიხართ, იცოდეთ, რომ ეს დიდი პრივილეგიაა და გაგიმართლათ, რასაც ვერ ვიტყვი ჩვენზე, ექიმებზე, ექთნებზე, სანიტრებზე, ვისაც პირდაპირი მნიშვნელობით შიშველი ხელებით გვიწევს მუშაობა. ერთ შიფტში- 8 საათში მხოლოდ ერთი ნიღაბია გამოყოფილი თითოეულ თანამშრომელზე, არავითარი პერსონალური დაცვის საშუალებები, ერთადერთი ხელთათმანებია ჯერ-ჯერობით რაზეც არაა დეფიციტი. ჩემი დაწესებულებიდან ერთი პაციენტი ცხელებით გადაიყვანეს საავადმყოფოში, რომელიც დატესტეს და მოვიდა დადებითი პასუხი კორონა ვირუსზე. მოკლედ, დაცული არავინ არა ვართ. უბრალოდ , დროის ამბავია, ვის როდის შეგვეყრება ვირუსი.
ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები: ადამიანები უბრალოდ არ უნდა კვდებოდნენ, რომ არა გვაქვს შესაბამისი პერსონალური დაცვის საშუალებები, საწოლები და ინვენტარი.
დედა უკვე ჩემს დასთან გადავიყვანე, ოჯახის წევრები დიდხანს ვერ ვნახავთ ერთმანეთს. იმედია, გაგვიმართლებს და ეს კოშმარიც გადაივლის.”